საკნატუნო ამბები

5 ფილმი აკრძალულ სიყვარულზე

fun time

16:00 სამ. 23 თებერვალი, 2021 წელი

ფილმი სიყვარულზე: ვნება,
სიფრთხილე. რეჟისორი: ენგ
ლი

14
დაკოპირებულია

ამ ფილმებში მოთხრობილია აკრძალულ სიყვარულზე, რომლისთვისაც წყვილს მთელი საზოგადოება ებრძვის, ისინი კი არ ნებდებიან; შეხვედრაზე, რომელიც არ უნდა შემდგარიყო და სიყვარულზე, რომელიც შეცდომაა... - მსგავსი შემთხვევები, ალბათ, რეალურ ცხოვრებაშიც არსებობს.

 

უბის წიგნაკი / The Notebook (2004)

რეჟისორი: ნიკ კასავეტესი
როლებში: რეიჩელ მაკადამსი, რაიან გოსლინგი, ჯენა როულანდსი, ჯეიმს გარნერი, სემ შეფარდი, ჯოან ალენი, ჯეიმს მარსდენი, ჰეზერ უოლკისტი
ფილმის შესახებ: ფილმი „უბის წიგნაკი“ ნიკოლას სპასკის ამავე სახელწოდების ბრწყინვალე რომანის მიხედვით არის გადაღებული. ელი - მდიდარი ოჯახის ქალიშვილია და ნოი - ღარიბი ბიჭი. მათ უყვართ ერთმანეთი თავიდან ფეხებამდე და სხეულის ყველა ნაწილით, მაგრამ გოგონას ოჯახი სხვასთან დაქორწინებას აიძულებს... ნოი ელის გვერდით არის მაშინაც, როცა ელი მეხსიერებას კარგავს. „შენ უფრო მედარდები, ასეთს რომ მნახავ, დაიტანჯები“, - ეუბნება გოგო...

მონანიება / Atonement (2007)

რეჟისორი: ჯო რაიტი
როლებში: კირა ნაითლი, ჯეიმს მაკევოი, რომოლა გარაი, სირშა რონანი, ბრენდა ბლეტინი, ვანესა რედგრეივი
ჯუნო ტემპლი, ბენედიქტ კამბერბეტჩი, ალფი ალენი
ფილმის შესახებ: ფილმი, რომელსაც არაერთხელ დაუბრუნდებით. ღარიბი ბიჭი რობი ნამდვილად არ არის ულამაზესი სესილის თანასწორი, მაგრამ თავისი ჭკუით და ვნებით შეძლებს გოგოს გულის დაპყრობას. თუმცა მათი სიყვარული დიდ დაბრკოლებას აწყდება - ბიჭს, სრულიად უდანაშაულოს, სესილის უმცროსი დის მძიმე ბრალდებით ციხეს უსჯიან, შემდეგ კი საჯარიმო ბატალიონში აგზავნიან. გოგონა წლების შემდეგ მიხვდება, თავისი სისულელით რამხელა დანაშაული ჩაიდინა და სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს.

ზიანი / Damage (1992)

რეჟისორი: ლუი მალი
როლებში: ჯულიეტ ბინოში, ჯერემი აირონსი, მირანდა რიჩარდსონი, პიტერ სტორმერი
ფილმის შესახებ: იმპოზანტურ მამაკაცს, რომელიც ბრიტანეთის მაღალი საზოგადოების წევრია და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე რეალურ კანდიდატად მოიაზრება, გონების დაკარგვამდე შეუყვარდება ცოტა ველური ახალგაზრდა ქალი ანა. ქალიც პასუხობს გრძნობაზე. ისინი სიყვარულს ეძლევიან, როცა სურთ და სადაც სურთ. მაგრამ ასეთ დამაბრმავებელ ვნებას უდიდესი დამანგრეველი ძალაც აქვს...

ლოლიტა / Lolita (1997)

რეჟისორი: ედრიან ლაინი
როლებში: ჯერემი აირონსი, მელანი გრიფიტი, დომინიკ სუეინი, ფრენკ ლანგელა
ფილმის შესახებ: ნაბოკოვის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია. ჯერემი აირონსი ყოველთვის ბრწყინვალედ ასრულებს ისეთ როლებს, სადაც მისი გმირები იტანჯებიან და ბედნიერ სიყვარულს ეძებენ, თუმცა ყოველთვის ვერ აღწევენ მიზანს. ერთ-ერთი ასეთი პერსონაჟია გერბერტი. ის ფრანგული ლიტერატურის მასწავლებელია, თანაც - კარგად აღზრდილი და განათლებული, ქალებშიც წარმატებებით სარგებლობს, მაგრამ მისი სული პირველი სიყვარულის მოგონებებით არის ავად. გერბერტი ახალი ინგლისის ერთ-ერთ პატარა ამერიკულ ქალაქში ჩადის. მას 12 წლის ლოლიტასთან შეხვედრის შემდეგ იმედი უჩნდება, რომ დაკარგულ სამოთხეს იპოვის.

ვნება, სიფრთხილე / Lust, Caution 2007

რეჟისორი: ენგ ლი
როლებში: ტონი ლიუნ ჩიუ ვაი, ვეი თენგი, ჯოან ჩენი, ლიჰომ იონგი, ჩუნგ ჰუა ტოუ
ფილმის შესახებ: შანხაი. მეორე მსოფლიო ომი. გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწეს - მისტერ იის უგონოდ შეუყვარდება თავისი ახალგაზრდა ცოლის მეგობარი გოგონა. მათი ურთიერთობა იმდენად ნაზი და მთრთოლვარეა, რომ ჩვეულებრივ ძალიან ფრთხილი იი, ვერც კი წარმოიდგენს, რომ ვანგი აგენტია! დღითი დღე ვნება იზრდება. შეჩერება კი შეუძლებელია...
ფილმმა მიიღო ოქროს ლომი ვენეციის კინოფესტივალზე.

ასევე საინტერესოა 🔰

ეროტიკული კინო მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით;

მისტიკა ფილმები - მძაფრი შეგრძნებებისთვის;

უძლიერესი ფილმები სიყვარულზე და ღალატზე


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები

ჰოტენტოტები - ხალხი, რომელიც ბუნება...

ჰოტენტოტები