საკნატუნო ამბები

5 ჰოლივუდური შეყვარებული წყვილი, რომლებსაც ცხოვრებაში ერთმანეთი სძულდათ

fun time

14:00 პარ. 7 მაისი, 2021 წელი

საუკეთესო კინოწყვილები

14
დაკოპირებულია

ამ წყვილების სიყვარულს მილიონობით მაყურებელი შეჰნატრის. ალბათ, ვერც კი წარმოიდგენთ, რომ ის ვნება, რომელიც გადასაღებ მოედნებზე დუღს, კამერებს მიღმა აუტანელი კინკლაობით გრძელდება...

პატრიკ სუეიზი და ჯენიფერ გრეი ფილმში „ბინძური ცეკვები“

გასული საუკუნის 80-იან წლებში ათასობით გოგონა ოცნებობდა ისეთ ურთიერთობაზე, როგორიც პატრიკ სუეიზისა და ჯენიფერ გრეის გმირებს შორის იყო ლეგენდარულ ფილმში „ბინძური ცეკვები“. მაგრამ მათ რომ სცოდნოდათ, როგორ ურთიერთობდნენ მსახიობები გადაღებების დროს, ალბათ, საშინელ იმედგაცრუებას განიცდიდნენ. სინამდვილეში 35 წლის პატრიკ სუეიზი სულიერად ვერ იტანდა თავის ახალბედა და გამოუცდელ პარტნიორს, რომელიც, ყველა სიკეთესთან ერთად, ისტერიკებსაც აწყობდა და გადაღებებს შლიდა.

მანამდე მათ ერთად ითამაშეს ფილმში „წითელი განთიადი“ და უკვე იქიდან მოყოლებული სძულდათ ერთმანეთი. მათი უთანხმოების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი კი ისიც იყო, რომ 8 წლით უფროსი პატრიკი მუდმივად ასწავლიდა ჯენიფერს, რასაც ის წყობილებიდან გამოჰყავდა.

„ბინძური ცეკვების“ გადასაღებ მოედანზე კონფლიქტმა კულმინაციას მიაღწია. „ეს ჭირვეული გოგო გვაიძულებდა, ათასჯერ გადაგვეღო ერთი და იგივე სცენა. ბავშვივით იქცეოდა. ხან იცინოდა და ვერაფრით ჩერდებოდა, ხან კი ისე იწყებდა მუშაობას, რომ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნას არ ითვალისწინებდა“, – ჩიოდა პატრიკი. გადაღებების ბოლოს ისინი უკვე აღარ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, მსახიობების სიძულვილი კადრსმიღმა დარჩა და „ბინძური ცეკვები“ მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რომანტიკულ ფილმად იქცა.

მსახიობები რამდენიმე წლის შემდეგ შერიგდნენ. პატრიკ სუეიზმა აღიარა, რომ ფილმის წარმატება მისი პარტნიორის დამსახურებაა. ჯენიფერ გრეიმ კი თქვა, რომ პატრიკთან მუშაობით მიღებული გამოცდილება, უბრალოდ, შეუფასებელია.

ლეონარდო დიკაპრიო და კლერ დეინსი ფილმში „რომეო და ჯულიეტა“

ლეონარდო დიკაპრიოსა და კლერ დეინსს წილად ხვდათ ბედნიერება, ისეთი როლები შეესრულებინათ, რომლებზეც უამრავი მსახიობი ოცნებობს – რომეო და ჯულიეტა. თუმცა გადასაღებ მოედანზე სინაზისა და რომანტიზმის ნატამალიც არ იყო – მთავარ გმირებს შორის „ელვა და ჭექა-ქუხილი მძვინვარებდა“.

კლერი სერიოზულად არ აღიქვამდა დიკაპრიოს და მას უმწიფარ პიროვნებად მიიჩნევდა. ლეონარდო კი თავის პარტნიორს გამუდმებით დასცინოდა და მას ანჩხლსა და ისტერიჩკას ეძახდა. მათი ერთობლივი მუშაობა კლერისთვის იმდენად აუტანელი იყო, რომ მომავალში უარი თქვა ლეონარდოსთან ერთად „ტიტანიკში“ გადაღებაზე.

კლარკ გეიბლი და ვივიენ ლი ფილმში „ქარწაღებულნი“

შეუძლებელი იყო, არ მოხიბლულიყავი სკარლეტისა და რედ ბატლერის სიყვარულით – ვივიენ ლი და კლარკ გეიბლი ეკრანზე იდეალური წყვილი იყო. აი, რეალურ ცხოვრებაში კი ურთიერთობის პრობლემა ჰქონდათ.

ვივიენი პარტნიორს სნობად მიიჩნევდა. და ის მართლაც ქედმაღლურად და თავხედურად იქცეოდა – კლარკი ხომ თავიდანვე დაამტკიცეს როლზე, ვივიენი კი ერთ-ერთი იყო იმ ათას პრეტენდენტთაგან, ვინც სკარლეტის როლზე ისინჯებოდა. ამასთანავე, გეიბლის აზრით, ვივიენი ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო. კლარკი დასცინოდა ვივიენის ინგლისურ აქცენტს და მოჩვენებით სიმტკიცეს, ვივიენი კი გულისრევას ძლივს იკავებდა, როცა კლარკს ჰკოცნიდა – გეიბლი ხომ მუდმივად ნიორს ჭამდა და ვისკის სვამდა. თუმცა მოგვიანებით მათი ურთიერთობები მაინც დალაგდა.

დევიდ დუხოვნი და ჯილიან ანდერსონი ფილმში „საიდუმლო მასალები“

როდესაც ეკრანებზე სერიალი „საიდუმლო მასალები“ გამოვიდა, მაყურებელი დარწმუნებული იყო, რომ მთავარი როლების შემსრულებელ მსახიობებს რეალურ ცხოვრებაში რომანი ჰქონდათ. სინამდვილეში კი გადასაღებ მოედანზე ერთმანეთის მიმართ ძალიან ცივი დამოკიდებულება ჰქონდათ. დევიდ დუხოვნის ანადგურებდა პარტნიორის ჩაკეტილობა, ჯილიან ანდერსონი კი ვერ ფარავდა უკმაყოფილებას იმით, რომ ის მუდამ მეორე პლანზე იყო და ორჯერ ნაკლებ ანაზღაურებას იღებდა, ვიდრე მისი პარტნიორი. თუმცა დროთა განმავლობაში კონფლიქტი მოგვარდა და ვნებები ჩაცხრა.

დასტინ ჰოფმანი და მერილ სტრიპი ფილმში „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“

აი, მერილ სტრიპსა და დასტინ ჰოფმანს კი საერთოდ არ ჰქონდათ პიროვნული აუტანლობა, სამაგიეროდ პროფესიულ ნიადაგზე კინკლაობდნენ გამუდმებით. ამ უმაღლესი კლასის მსახიობებმა სრულიად გაამართლეს ფილმის სახელწოდება – „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“.

გადაღებებზე ისინი ხშირად კამათობდნენ იმის გამო, რომ მერილს შესწორებები შეჰქონდა სცენარში და ხელახლა წერდა დიალოგებს, რადგანაც მიიჩნევდა, რომ მისი გმირის ხასიათი საკმარისად არ იყო გახსნილი. ამას კი დასტინი წყობიდან გამოჰყავდა – მას ეჩვენებოდა, რომ ამით მისი, როგორც მსახიობის, უფლებები ილახებოდა. მაგრამ შედეგი ამად ღირდა – ფილმმა 5 ოსკარი აიღო, მათ შორის ორით მთავარი გმირები დაჯილდოვდნენ, მაგრამ ვერც ამან შეარიგა მსახიობები.

მათ ვერც მომავალში გამონახეს საერთო ენა. „მოგვიანებით მივხვდი, რომ დასტინი ჩემზე გაბრაზებული იყო. მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი, თუმცა დღემდე არ ვიცი, რა ვაწყენინე“, – ამბობდა მერილი წლების შემდეგ. დასტინ ჰოფმანი კი გამოტყდა: „ის ისეთი ამპარტავანი და ქედმაღალი ჩანდა, რომ რაღაც მომენტებში მძულდა კიდეც“.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები