დიდი რეჟისორები და მათი მუზები

კინო

9 მაისი 18:00, 2018 წელი

ყველა დიდ რეჟისორს ჰყავს თავისი მუზა, ზოგს - ორიც კი... მათში ეძებენ შთაგონებას და ქმნიან შედევრებს... თუმცა, გახსოვდეთ, ყოველთვის, ყველა დროსა და ეპოქაში ყველა წარმატებული და გენიოსი მამაკაცის უკან აუცილებლად დგას ძლიერი ქალი.

კვენტინ ტარანტინო და უმა თურმანი



კვენტინ ტარანტინომ არაერთხელ აღიარა, რომ მისი მუზა განუმეორებელი უმა თურმანია. მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარი იყო „მაკულატურა“, შემდეგ - „მოკალი ბილი 1, 2“.


პედრო ალმოდოვარი და პენელოპა კრუსი



ერთობლივმა მუშაობამ ისეთ ფილმებზე, როგორებიცაა „მთრთოლვარე სხეული“, „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“, „დაბრუნება“, „შეწყვეტილი ამბორი“, რეჟისორსაც და მსახიობსაც უამრავი ჯილდო და ნომინაცია მოუტანა ყველაზე პრესტიჟულ პრემიებზე.


ვუდი ალენი და დაიან კიტონი



მიუხედავად იმისა, რომ მსახიობისა და რეჟისორის ქორწინება ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა, მათი მეგობრობა მრავალი წელი გაგრძელდა. ბევრი დარწმუნებულია, რომ ვუდი ალენმა თავისი საუკეთესო ფილმები დაიან კიტონთან ერთად გადაიღო, რომელთა შორისაა „მძინარე“, „სიყვარული და სიკვდილი“, „ენი ჰოლი“, „ინტერიერი“, „მანჰეტენი“, „რადიოს ეპოქა“ და „იდუმალი მკვლელობა მანჰეტენზე“.


ვუდი ალენი და სკარლეტ იოჰანსონი



2005 წელს ვუდი ალენმა ახალგაზრდა მსახიობს სკარლეტ იოჰანსონს თავის ფილმში „მატჩ პოინტი“ შესთავაზა როლი. ამბობენ, რომ სცენა, რომელშიც მსახიობი პირველად გამოჩნდა კადრში, რეჟისორმა 4-ჯერ გადაიღო. ის ფიქრობდა უმნიშვნელო დეტალზეც კი: დაწყებული ვარცხნილობით, დამთავრებული ტანსაცმლის ფერით. უნდოდა, მაყურებელიც ისევე აღფრთოვანებულიყო და მოხიბლულიყო სკარლეტით, როგორც თავად მოიხიბლა და აღფრთოვანდა. ამის შემდეგ მათ კიდევ არაერთი ერთობლივი ფილმი გადაიღეს.


ითან და ჯოელ კოენები და ფრენსის მაკდორმანდი



ფრენსის მაკდორმანდისა და ძმები კოენების კარიერა, ფაქტობრივად, ერთდროულად დაიწყო - მათი დებიუტი შედგა ფილმით „უბრალოდ სისხლი“. ამის შემდეგ მსახიობმა და რეჟისორებმა ერთად იმუშავეს ისეთ ფილმებზე, როგორებიცაა „მილერის გზაჯვარედინი“, „ბარტონ ფინკი“, „ფარგო“, „ადამიანი, რომელიც არ არსებობდა“ და „წაკითხვისთანავე დაწვით“.


ტომ ბარტონი და ჰელენა ბონემ-კარტერი



ჰელენა საყვარელი ქალიც იყო და მუზაც ამ შესანიშნავი რეჟისორისა. მათ ერთად იმუშავეს ფილმებზე: „მაიმუნების პლანეტა“, „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“, „სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან“, „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, „ბნელი ჩრდილები“ და ა.შ. 2014 წელს ტიმ ბარტონი და ჰელენა დაშორდნენ, მაგრამ მეგობრული ურთიერთობა ბოლომდე შეინარჩუნეს.        


ჯო რაიტი და კირა ნაიტლი



ჯო რაიტისა და კირა ნაიტლის თანამშრომლობა ფილმ „სიამაყე და ცრურწმენით“ დაიწყო, რომელიც დიდი წარმატებით სარგებლობდა როგორც მაყურებელში, ისე კინოკრიტიკოსებში. შემდეგ მსახიობმა და რეჟისორმა ერთად გადაიღეს „მონანიება“ და „ანა კარენინა“.


ალფრედ ჰიჩკოკი და გრეის კელი



როცა ჰიჩკოკმა პირველად დაინახა ქერა გრეის კელი, მაშივე მოიხიბლა მისი „სექსუალური ელეგანტურობით“ და არც კი დაფიქრებულა, ისე მიიწვია თავის ფილმებში სათამაშოდ. მათი თანამშრომლობა გრეისის გათხოვებამ დაასრულა. თუმცა გრეის კელი მაინც დიდხანს დარჩა ჰიჩკოკის მუზად.


ალფრედ ჰიჩკოკი და ტიპი ჰედრენი



ტიპი ჰედრენი ნამდვილი გმირი იყო ალფრედ ჰიჩკოკისთვის. რეჟისორს ძალიან მოსწონდა ის, რომ მსახიობი სრულად შეესაბამებოდა წინასწარ ჩამოყალიბებულ ტიპაჟს, მაგრამ ამასთანავე, მკვეთრად გამოირჩეოდა დანარჩენების ფონზე. ერთად მათ იმუშავეს ფილმებზე „მარნი“ და „ჩიტები“, ამ უკანასკნელში შესრულებული როლისთვის მსახიობმა „ოქროს გლობუსი“ დაიმსახურა.


დევიდ ლინჩი და ლორა დერნი



ლორა დერნი ნამდვილი მუზა იყო ამ დიდი რეჟისორისა, და მათ ერთად აჩუქეს მაყურებელს ისეთი ფილმები, როგორებიცაა „ლურჯი ხავერდი“, „გულით ველურნი“, „შინაგანი იმპერია“ და „ინდუსტრიული სიმფონია #1: გულგატეხილი გოგონას სიზმარი“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?