9 ფილმი, რომელთა სცენარიც პენტაგონმა დააკორექტირა

კინო

27 ივნისი 18:00, 2018 წელი

გაგიკვირდებათ და, ერთ რამეში პენტაგონი და ლენინიც კი თანხმდებიან - ხელოვნების დარგებს შორის კინო ყველაზე მნიშვნელოვანია. ჰოდა, ამიტომაცაა, რომ პენტაგონი კინემატოგრაფს მეტად ყურადღებით ადევნებს თვალს...

1. „შავი ქორის“ დესანტი“, 2001



ფილმი მოგვითხრობს 1993 წელს მოგადიშოში განვითარებულ მოვლენებზე, რომლის დროსაც 18 სამხედრო პირი და უამრავი სომალელი დაიღუპა. ეს ოპერაცია ამერიკის სამხედრო წარუმატებლობად მიიჩნევა. და როდესაც პენტაგონმა რიდლი სკოტს დახმარება შესთავაზა, იმედოვნებდა, რომ რეჟისორი ფოკუსირებას სამხედროების გმირობაზე მოახდენდა და არა თავად ოპერაციაზე.
გადაღებებისთვის პენტაგონმა რვა „შავი ქორი“ და ასი ჯარისკაცი გამოყო. და როცა რიდლი სკოტს ჰკითხეს, შეძლებდა იყო თუ არა ფილმის სამხედროების დახმარების გარეშე გადაღებას, მან განაცხადა, რომ მაშინ ფილმისთვის, უბრალოდ, „დაცემა“ უნდა დაერქმია.
თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნით, ერთ-ერთი სამხედროს ჯონ სტებინსის (მას ევან მაკგრეგორი განასახიერებს) გვარი ჯონ სმიტსით შეიცვალა. საქმე ისაა, რომ ამ სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ეს ჯარისკაცი ჯერ მედლით დააჯილდოვეს, მოგვიანებით კი 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მცირეწლოვნების დახვრეტისთვის.


2. „პერლ ჰარბორი“, 2001



რომ არა რომანტიკული ისტორია, ალბათ, კრიტიკოსები ასეთი კეთილგანწყობილნი არ იქნებოდნენ ფილმის მიმართ. მაიკლ ბეიმ თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც სცენარის დაწვრილებითი ანალიზი წარადგინა. და ეს მხარდაჭერა, უნდა ითქვას, რომ მართლაც შთამბეჭდავი იყო. მას არა მარტო ნება დართეს პერლ ჰარბორის ბაზაზე ეწარმოებინა გადაღებები, არამედ სამხედრო ისტორიკოსიც მიამაგრეს.
კონსულტანტმა ჯეკ გრინმა რვა კვირა გაატარა გადასაღებ მოედანზე და გარდა იმისა, რომ კარგად ერკვეოდა იმ წლების ამერიკული და იაპონური არმიების სამხედრო ჩაცმულობაში, მეზღვაურების სუფრული სიმღერების შესახებაც ბევრი რამ იცოდა, რაც დიდი დოზით იყო წარმოდგენილი სცენარში.
ასევე, პენტაგონის მოთხოვნით, ფილმის ერთ-ერთი გმირი, მფრინავი ჯეიმს დულიტი, დულიტის ცნობილი რეიდის ავტორი, რომელიც თავხედი, უზრდელი და ტირანი უნდა ყოფილიყო, პოლიტიკურ პერსონაჟად გადაიქცა.


3. „ტრანსფორმერები“



პენტაგონი ძალიან ძუნწად ეხმარება იმ ფილმებს, რომლებიც რეალურ მოვლენებს ასახავს. აი, ფენტეზი კი მუნდიროსანთა მხარდაჭერით ფრიად განებივრებულია. „ტარანსფორმერები“ ის ფილმია, სადაც სამხედრო ტექნიკის რეკორდული რაოდენობაა გამოყენებული. ამ ფაქტმა კრიტიკოსების ყურადღებაც კი მიიქცია. ზოგიერთის აზრით, ეს იმისთვის გაკეთდა, რომ რიგით მაყურებელს არმიაზე დადებითი შთაბეჭდილება შექმნოდა. თანაც, რაკი „ტრანსფორმერების“ აუდიტორია ძირითადად მოზარდი თაობაა, ამით პოტენციური ახალწვეულების რიცხვსაც გაზრდიდნენ.


4. „ჯეიმს ბონდი აგენტი 007: ოქროს თვალი“ და „ხვალ არასოდეს მოკვდება“, 1995 და 1997



სუპერშპიონის როლში პირს ბროსნანის პირველი გამოჩენა სახელმწიფო სამხედრო სტრუქტურებისა და კინემატოგრაფის მჭიდრო თანამშრომლობით აღინიშნა. „ოქროს თვალის“  ერთ-ერთი პერსონაჟია ადმირალი, რომელსაც რუსი კილერი გოგონა ჯერ აცდუნებს და შემდეგ კლავს. პენტაგონის მოთხოვნით ეს ხაზი სასწრაფოდ გადააკეთეს: ამერიკელი ადმირალი კანადელად იქვა და ხასიათის შტრიხებიც შეეცვალა, რათა არმიის ავტორიტეტი არ შებღალულიყო.
ფილმიდან „ხვალ არასდროს მოკვდება“ ვიეტნამის შესახებ მთელი დიალოგი ამოიღეს, რათა ამ ქვეყანასთან პოლიტიკური ვითარების დალაგებისთვის ხელი არ შეეშალათ.


5. „პირდაპირი მუქარა“, 1994



1994 წელს გადაღებულ ამ ფილმში მოთხრობილია აშშ-ის ბრძოლა კოლუმბიურ ნარკომაფიასთან. სამხედრო-საზღვაო ფლოტი უკმაყოფილო იყო სცენარით, რომელშიც სამხედრო ოპერაციის შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობა იტანჯება, კოლუმბიის ხელისუფლება კი ძალიან ცუდი მხრიდან არის წარმოჩენილი.
სამხედროებმა იმის საშიშროებაც დაინახეს, რომ შეიძლებოდა ამ ფილმით აშშ-ისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ურთიერთობებს ზიანი მისდგომოდა. ამის გამო, ყველა ის სცენა ამოიღეს, სადაც ჩანდა, რომ კოლუმბიის მთავრობა მაფიასთან იყო შეკრული.
ოფიციალური უწყებები არც ამერიკის პრეზიდენტის ქმედებით იყვნენ კმაყოფილნი, რომელმაც კონგრესთან შეუთანხმებლად გასცა სანქცია ამ სპეცოპერაციაზე. მთელი ამ ჩასწორებების შემდეგ გამოვიდა, რომ ეს იყო აბსოლუტურად კანონიერი საიდუმლო სამხედრო ოპერაცია.


6. „1984“, 1956



მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის ხელისუფლება უხვად აფინანსებდა ყველა ანტიკომუნისტურ პროექტს. 1950 წელს „CIA“-მ ჯორჯ ორუელის „1984“-ის ეკრანიზების უფლება მოიპოვა. ფილმი 1956 წელს გამოვიდა და მისი სიუჟეტი საგრძნობლად იყო დაშორებული პირველწყაროსგან.
ფინალური სცენაში მთავარი გმირის უკანასკნელი სიტყვებია: „ძირს უფროსი ძმა“, რის შემდეგაც მას ხვრეტენ. რომანში კი უინსტონს სისტემა ამარცხებს და ის უარს ამბობს ბუნტზე, თითქოს ხვდება, რომ ყოველთვის უყვარდა „უფროსი ძმა“. ფილმი ათწლეულების განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა, მაგრამ 2010 წელს ის „იუთუბიზე“ გამოჩნდა.


7. „ჩუმი ამერიკელი“, 1958



გრემ გრინის პოპულარული რომანის ეკრანიზაცია სრულიად განსხვავდება პირველწყაროსგან: სცენარი „CIA“-ს ოფიცრის ედვარდ ლინდსდეილის უშუალო მონაწილეობით დაიწერა. მან რომანის დასასრული ისე შეცვალა, რომ ვიეტნამის ომში დამნაშავე კომუნისტური პარტია გამოიყვანა, ხოლო ერთ-ერთი მთავარი გმირი იარაღით მოვაჭრისგან სათამაშოების გამყიდველად გადააქცია. გრემ გრინი აღშფოთებული იყო სიუჟეტის ასეთი ცვლილებით და მიიჩნევდა, რომ ამით მისი, როგორც ავტორის, დისკრედიტაცია მოხდა.


8. „შიშის საფასური“, 2002



საოცარია, რომ ამ ფილმმა საერთოდაც იხილა დღის სინათლე... ფილმი გადაღებულია 1991 წლის რომანის მიხედვით, სადაც აღმოსავლეთ ევროპელი სეპარატისტებისა და პოლიტიკური ტერორისტების დაჯგუფება სტადიონის აფეთქებას გეგმავს.
გადაღებების დაწყებამდე რეჟისორმა ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭოდან საჩივარი მიიღო და კონფლიქტის აცილების მიზნით ისლამისტი ტერორისტები ფილმში ნეონაცისტებად გადააქცია.
პანტაგონმა სამხედრო ტექნიკით დახმარების სანაცვლოდ (გადაღებებისთვის გამოიყო ბომბდამშენები ბ-2, ფ-16, ავიაგამანადგურებლები, სამხედრო მფრინავები და ავიამზიდი, 5 ათასი ჯარისკაცით ბორტზე) მოითხოვა, რომ ავიამზიდზე თავდასხმის სცენა შეეცვალათ. მათი აზრით, ავიამზიდის დატბორვის ჩვენება ნიშნავს, ეჭვი შეგეპაროს აშშ-ის სამხედრო ძლევამოსილებაში.


9. „მიზანი #1“, 2012



2012 წელს „ოსკარზე“ ნომინირებული ფილმი ბინ ლადენზე გამოცხადებულ ნადირობაზე მოგვითხრობს. სცენარზე მუშაობისას რეჟისორ კეტრინ ბიგელოუსა და „CIA“-ს სადაზვერვო დეპარტამენტის ტანდემი უცნაურ სიმბიოზად ჩამოყალიბდა.
ბინ ლადენის ლიკვიდაციიდან მალევე სცენარისტი მარკ ბოალი „CIA“-ს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და მათთან ერთად დაიწყო სცენარზე მუშაობა. მარკ ბოალი სპეციალურ ცერემონიალზეც კი დაპატიჟეს, სადაც ამ ოპერაციაში მონაწილე კარისკაცები დააჯილდოვეს.
იმის გათვალისწინებით, რომ „CIA“ მჭიდროდ თანამშრომლობდა შემოქმედებით ჯგუფთან, გასაკვირი აღარაა, რომ სიუჟეტი მთლიანად იმეორებს ამ ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ სამმართველოს ვერსიას.
ფილმის გამოსვლის შემდეგ, „CIA“-ს დირექტორმა მაიკლ მორელმა ოფიციალური განცხადება გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ ეს არის მხატვრული ფილმი და ის არ უნდა მივიღოთ, როგორც დოკუმენტური (თუმცა ეს ისედაც არავის მოსვლია აზრად). ასევე, „CIA“-მ უარყო, თითქოს ისინი წამების საშუალებით მოიპოვებდნენ ინფორმაციას დაპატიმრებული ტერორისტებისგან ბინ ლადენის ადგილმდებარეობის შესახებ. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?