12 მსახიობი, რომლებმაც ტატუ რაღაც მნიშვნელოვნის მოსაგონებლად გაიკეთეს

კინო

27 ივლისი 18:00, 2018 წელი

თანამედროვე ეპოქაში ტატუ სულის ქრონიკად იქცა - ეს არის მოკლე დღიური იმ მოვლენებისა, რომლებიც არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეს...

1. სოფი ტერნერი



სოფი ტერნერის მკლავზე დაუნდობელი მგლის (სტარკების სახლის სიმბოლო „სამეფო კარის თამაშებიდან“) ტატუ იწონებს თავს, წარწერით: „ხროვა ცოცხლობს“. ეს წარწერაც ამავე სერიალიდანაა: „როცა თოვს და ქარბუქია, მარტოხელა მგელი კვდება, ხროვა კი სიცოცხლეს აგრძელებს“.


2. ტომ ჰარდი



ტომ ჰარდს ხელზე აქვს ტატუ წარწერით: „Leo knows all“ („ლეომ ყველაფერი იცის“). ეს ტატუ ნაძლევის შედეგად გაჩნდა: „გადარჩენილის“ გამოსვლის შემდეგ ლეონარდო დიკაპრიომ განაცხადა, რომ ტომ ჰარდს ოსკარზე წარადგენდნენ მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ჰარდს კი ეს იმდენად დაუჯერებლად მიაჩნდა, რომ ისინი დანაძლევდნენ. მართალია, ტომმა ოსკარი ვერ მიიღო, მაგრამ ნომინირებული ხომ იყო?..


3. ბეჭდების საძმო



როცა „ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღებები მიმდინარეობდა, თითქმის ყველა მსახიობმა, რომლებიც ბეჭდების საძმოს წევრების როლებს ასრულებდნენ, ერთნაირი ტატუ გაიკეთა გადასაღებ მოედანზე გატარებული დაუვიწყარი დღეების მოსაგონრად. ესენი არიან: ელაიჯა ვუდი (ფროდო), შონ ესტინი (სემი), ორლანდო ბლუმი (ლეგოლასი), ბილი ბოიდი (პიპინი), შონ ბინი (ბორომირი), ვიგო მორტენსენი (არაგორნი), დომინიკ მონეჰენი (მერი) ეინ მაკკელენი (გენდალფ). მხოლოდ ჯონ რის-დევიდმა (ჰინლი) თქვა უარი. თავად ტატუ - ეს არის სიტყვა „ცხრა“ ელფების ენაზე.


4. ჯარედ ლეტო



ჯარედს ბევრი ტატუ აქვს და უმრავლესობა მის მოღვაწეობას ეძღვნება ჯგუფ 30 Seconds To Mars-ში, სადაც ის სოლისტია. მაგალითად, ორი სამკუთხედი მის ხელზე - ეს მეორე ალბომის ლოგოტიპია. ჯგუფის სიმბოლო: სამი ადამიანი, რომლებიც მუსიკას ქმნიან და ეშელონი - ადამიანები, რომლებიც მათ ღირებულებებს იზიარებენ.


5. ანჯელინა ჯოლი



ანჯელინას უამრავ ტატუს შორის შიფრების ჩამონათვალი ყველაზე სენტიმენტალურია. ეს არის გეოგრაფიული კოორდინატები იმ ადგილებისა, სადაც მისი შვილები დაიბადნენ. ადრე ამ ადგილას მისი ყოფილი მეუღლის სახელი - ბილი ბობი ეწერა. ისე, გაუმართლა, რომ ეს სახელი ბრედ პიტით არ ჩაანაცვლა. ქმრები მოდიან და მიდიან, შვილები კი მუდამ შენთან რჩებიან.


6. მეგან ფოქსი



ადრე მეგან ფოქსს თავისი კერპის - მერილინ მონროს ტატუ ჰქონდა ხელის შიდა მხარეს, მაგრამ 27 წლის ასაკში გადაიფიქრა და გაიქრო. მეგანს მერილინი კი ძველებურად უყვარს, მაგრამ არ უნდა მისი ტრაგიკული ბედი გაიზიაროს. „მერილინს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. ამიტომაც არ მინდა, რომ მისი სახე დამყვებოდეს ყველგან“, - განაცხადა მან.


7. ჯონი დეპი



მერცხალი ტალღების ფონზე ჯონი დეპს ჯერ კიდევ „კარიბის ზღვის მეკობრეების“ გადაღებებისას დაახატეს. შემდეგ მსახიობმა ეს ტატუ საფუძვლიანად გაიმყარა სალონში.


8. ლინა ჰიდი



„სახალისოა, ტატუები აფრთხობთ ადამიანებს! და ამაში არის ის, რაც ძალიან მომწონს, - ამბობს თავის მოხატულობებზე ლინა ჰიდი, - მე კი ეს ტატუები მამშვიდებს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ ამით სხეულს მხოლოდ ვილამაზებთ. მძულს ჩემი თავი, როცა ტანსაცმელი მაცვია“.


9. პენელოპა კრუზი



პენელოპა კრუზი იმ პერიოდში, როცა ტატუ „883“ გაიკეთა, ტომ კრუზს ხვდებოდა. მაშინ ბევრი დაინტერესდა, რას ნიშნავდა ეს ციფრები. თაყვანისმცემლები ვარაუდობდნენ, რომ ეს ან საიენტოლოგიას უკავშირდებოდა, ან მოტოციკლ Harley-Davidson-ს. მაგრამ პენელოპამ არცერთი ვარაუდი არ დაადასტურა, განაცხადა რა, რომ ეს პირადი ტატუა და მისი მნიშვნელობაც მხოლოდ მან იცის.


10. სკარლეტ იოჰანსონი



სკარლეტს ხელის შიდა მხარეს ზღვის ფონზე ამომავალი მზის ფერადი ტატუ აქვს. ცნობილია, რომ ნახატის ესკიზი მსახიობმა თავად გააკეთა და მასზე მთელი კვირა მუშაობდა. აისი ასოცირდება დასაწყისთან, ოპტიმიზმთან, იმედთან და ყველაფერ საუკეთესოსთან.


11. სტივ-ო



ამერიკელ მსახიობ სტივ-ოს, სერიალიდან „თავქარიანები“, გარდა უამრავი სიმბოლოსა და წარწერისა, ზურგზე საკუთარი პორტრეტიც აქვს გამოსახული.


12. დენიელ კრეიგი



დენიელ კრეიგმა ეს კონდორი ერთ-ერთი უძველესი ინდური ნახატიდან გადმოაკოპირა. კითხვაზე: რას ნიშნავს ეს სიმბოლო? მსახიობმა უპასუხა: „ეს პირადია. ეს ძალიან პირადი ტატუა“. დენიელს სხვა ტატუებიც აქვს, თუმცა არავის იცის, რას ნიშნავს ისინი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?