10 ფილმი ოჯახური ცხოვრების კრიზისზე

კინო

1 აგვისტო 18:00, 2018 წელი

ეს არის ამბები სიყვარულსა და სექსუალურ პრობლემებზე, ღალატსა და შერიგებაზე... გიფიქრიათ, რა ელოდათ რომეოსა და ჯულიეტას ან როუზსა და ჯეკს „ტიტანიკიდან“, მათი ურთიერთობა ტრაგედიით რომ არ დასრულებულიყო?

1. „სატელეფონო ხაზი“, 2017
აშშ, კომედია
რეჟისორი: ჯილიან რობესპიერი
როლებში: ჯენი სლეიტი, ფინ უიტროკი, ჯონ ტურტურო



ისტორია ოჯახზე, რომელიც დანგრევის ზღვარზეა. ორი ზრდასრული და აღმოაჩენს, რომ მათ მამას საყვარელი ჰყავს. საერთო უბედურება და სურვილი, როგორმე დაეხმარონ დედას, მათ აახლოებს, მიუხედავად იმისა, რომ ადრე საერთოდ არ ჰქონდათ ერთმანეთთან ურთიერთობის სურვილი. ახლა კი განცდებში არიან და ბევრს საუბრობენ ურთიერთობებზე.


2. „ქალები“, 2008
აშშ, დრამა
რეჟისორი: დაიან ანგლიში
როლებში: მეგ რაიანი, ანეტ ბენინგი, ევა მენდესი



ეს არის ჭეშმარიტად ქალთა ფილმი, რომელიც კატეგორიულად არ მოეწონებათ მამაკაცებს! თუ თქვენ შეძლებთ და როგორმე ეკრანთან მიიტყუებთ თქვენს შეყვარებულს, ის 5 წუთში დაიწყებს წუწუნს: „როგორ შეგიძლია, ამ სისულელეს უყურო?“ ჰო, მართლა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი კომედია მამაკაცების ირგვლივ ტრიალებს, კადრში მხოლოდ ქალები არიან და მათი შეხედულებები ღალატის შესახებ.


3. „იდეალური უცნობები“, 2016
იტალია, დრამა
რეჟისორი: პაულო ჯენოვეზე
როლებში: ჯუზეპე ბატისტონი, ანა ფოლეტა, მარკო ჯალინი



მეგობრები, თავიანთ მეუღლეებთან ერთად, იკრიბებიან და ცდილობენ, საინტერესოდ გაატარონ დრო. ისინი გადაწყვეტენ, ექსპერიმენტი ჩაატარონ - ყველა ესემესი ხმამაღლა წაიკითხონ და ყველა ზარს სპიკეფონზე უპასუხონ. რა თქმა უნდა, აქედან კარგი არაფერი გამოვა... და საინტერესოა, გაახსენდებათ კი მათ მთვარის დაბნელება, რის გამოც შეიკრიბნენ იმ საღამოს?


4. „სექსი, სიცრუე და ვიდეო“, 1989
აშშ, დრამა
რეჟისორი: სტივენ სოდენბერგი
როლებში: ენდი მაკდაუელი, ჯეიმს სპეიდერი, პიტერ გალაჰერი



ენი იგებს, რომ მისი ქმარი მისავე დასთან წევს. ის ხვდება, რომ დროა, თვითონაც სცადოს რაღაც ახალი. ამ დროს ჩამოდის მისი ქმრის მეგობარი, რომელსაც საკმაოდ სერიოზული სექსუალური პრობლემა აქვს. ასე რომ, ოჯახური გაუცხოება აქ კარდინალური გზით გვარდება.


5. „ცვლილებების გზა“, 2008
აშშ, დრამა
რეჟისორი: სემ მენდესი
როლებში: კეიტ უინსლეტი, ლეონარდო დიკაპრიო, კეით ბეიტსი



ეიპრილი და ფრენკი პატარა პროვინციული ქალაქიდან პარიზში გადასვლაზე ოცნებობენ. ისინი დაქორწინდებიან და იმედებით აღსავსენი დაიწყებენ ცხოვრებას. თუმცა გადის 7 წელი და მათ ცხოვრებაში არაფერი იცვლება - ეიპრილი და ფრენკი თითქოს შეეზარდნენ თავიანთ „დროებით“ საცხოვრებელს...  


ეს არის ისტორია იმაზე, რა დაემართებოდათ რომეოსა და ჯულიეტას, ან როუზსა და ჯეკს „ტიტანიკიდან“, მათი ისტორიები ტრაგედიით რომ არ დასრულებულიყო.


6. „ჯადოსნური ბორბალი“, 2017
აშშ, დრამა
რეჟისორი: ვუდი ალენი
როლებში: ჯუნო ტემპლი, კეიტ უინსლეტი. ჯასტინ ტიმბერლეიკი



ჯენი, ყოფილი მსახიობი და ოდესღაც ეფექტური გარეგნობის ქალი, ახლა ოფიციანტად მუშაობს გასართობ პარკში. მას ჰყავს ქმარი - ჰემფრი, რომელთანაც მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება აკავშირებს და კიდევ ალკოჰოლისადმი სიყვარული. ჯენის ჰყავს ახალგაზრდა საყვარელი, რომელზეც სამომავლოდ დიდ იმედებს ამყარებს. თუმცა ეს სუსტი ურთიერთობაც ირღვევა, როცა ქალაქში ჰემფრის მომხიბვლელი ქალიშვილი - კეროლაინი ჩამოდის.


7. „ისტორია ჩვენ შესახებ“, 1999
აშშ, დრამა
რეჟისორი: რობ რაინერი
როლებში: ბრიუს უილისი, მიშელ პფაიფერი, კოლინ რენისონი



შეინარჩუნო სიყვარული 15-წლიანი ოჯახური ცხოვრების შემდეგ - ეს რთული ამოცანაა. წლების მანძილზე გროვდება წყენა და გაუგებრობა, ვნება კი ყოველდღიურობაში სადღაც იკარგება. ბენი და კეტი ერთმანეთთან თავს ცუდად გრძნობენ, მაგრამ არც განშორებაა ცხოვრების საჩუქარი. მახვილგონივრული, პათეტიკური და ჭკვიანური ფილმი იმაზე, როგორ შეიყვარო ხელახლა.


8. „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“, 2008
აშშ, დრამა
რეჟისორი: ვუდი ალენი
როლებში: რებეკა ჰოლი, სკარლეტ იოჰანსონი, ხავიერ ბარდემი, პენელოპა კრუზი



ორი ამერიკელი მეგობარი არდადეგებზე ბარსელონაში ჩადის და ორივეს ერთი და იგივე კაცი - ადგილობრივი მხატვარი უყვარდება. ამ უხერხულ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ყოფილი ცოლის მოულოდნელი გამოჩენა, რომელსაც მხატვარი მათ ურთიერთობაში არსებული ბობოქარი ვნების გამო დაშორდა.


9. „განქორწინება ამერიკულად“, 2006
აშშ, საოჯახო
რეჟისორი: პეიტონ რიდი
როლებში: ვინს ვონი, ჯენიფერ ენისტონი, ჯონ ლორენ ადამსი



კომედია გაყრის შესახებ. ერთხელაც, ზარმაცი ჰარი უარს ეტყვის ბრუკს წვეულების შემდეგ სახლის დალაგებაზე. ეს სკანდალი საბოლოოდ გაყრაში გადაიზრდება. პრინციპში, მათ გაუმართლათ კიდეც - ისინი ხომ ჯერ დაქორწინებულნიც არ არიან, უბრალოდ, საერთო ბინა იყიდეს. და ახლა ამ ბინის გაყოფა მოუწევთ.


10. „ბატონი და ქალბატონი ადელმანები“, 2017
საფრანგეთი, დრამა
რეჟისორი: ნიკოლას ბედოსი
როლებში: დორიან ტილი, ნიკოლას ბედოსი, დენი პოდალიდესი



ვიქტორმა და სარამ ერთად 45 წელი იცხოვრეს. ვიქტორი წარმატებული მწერალია, სარა კი - მაგისტრი კლასიკური ლიტერატურის სფეროში. ქმრის გარდაცვალების შემდეგ სარა ჟურნალისტს თანხმდება, მოუყვეს მათი ურთიერთობის ისტორია.


სასაცილო და სევდიანი დრამა სიყვარულზე, უთანხმოებებზე, შემოქმედებაზე, ღალატზე, შერიგებაზე და... ბოლოს სიუჟეტის პათეტიკური შემოტრიალება.


 


ასევე საინტერესოა:
9 ფილმი, რომელთა სცენარიც პენტაგონმა ჩაასწორა
10 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის!
ეს 10 ფილმი წიგნზე უკეთესი გამოდგა

ამბები

ონლაინდისკუსია თემაზე პერსონალური მონაცემების დაცვის ევროკავშირის რეგულაციები და ქართული კანონმდებლობა

25 მაისს, 17:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია IRC-ის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/IRC111 გაიმართება ონლაინდისკუსია https://www.facebook.com/events/245085283386708 თემაზე: GDPR და ქართული კანონმდებლობა.
ამბები

კიბოს რისკისგან დაზღვევა - ფონდი სიმშვიდისთვის

ავთვისებიანი სიმსივნის პირისპირ: 27 წლის ნინოს „ჯიპიაი ჰოლდინგმა“, კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამა „ონკო ქეარით“, 150 000 ლარი აუნაზღაურა.
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ნუ ჩქარობთ! 5 რჩევა მგრნობიარე სექსისთვის

სწრაფი და ცხელი სექსი - ცალსახად, შესანიშნავია, მაგრამ აუჩქარებელი და მგრძნობიარეც - არაფრით ჩამოუვარდება. სექსისთვის მომზადება და ხანგრძლივი პრელუდია უფრო მძაფრ ორგაზმამდე მიგიყვანთ, თანაც, აქ რთული არაფერია: წარმოიდგინეთ, რომ ამისთვის უნდა დატენოთ ელემენტი. იქნებ სცადოთ?!
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ჩვენ ძალიან მალე გიმასპინძლებთ!“- „ვენდისა“ და „დანკინის“ პასუხი რესტორნების ერთგულ მომხმარებლებს

„ჩვენ ძალიან მალე გიმასპინძლებთ!“ - ასე პასუხობს „ვენდისა“ და „დანკინის“ საერთაშორისო ქსელის რესტორნების გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე ათასობით წერილს, რომლებიც კომპანიამ სოციალური ქსელით მიიღო ლოიალური  მომხმარებლებისგან.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვი ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ონლაინდისკუსია თემაზე STOPCOVID აპლიკაციები და პერსონალურ მონაცემთა დაცვა

21 მაისს, 17:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია IRC-ის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/IRC111 გაიმართება ონლაინდისკუსია თემაზე:STOPCOVID აპლიკაციები და პერსონალურ მონაცემთა დაცვა.
დღის ჰოროსკოპი

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?