რატომ შეცვალეს „ლამაზმანის“ სცენარი და ვინ არის მაწანწალა პირველივე კადრში?

კინო

10 აგვისტო 18:00, 2018 წელი

„Pretty Woman“ ყველაზე შემოსავლიან კომედიად იქცა კინოისტორიაში. მის ასეთ პოპულარულობას, გარკვეულწილად, ის ფაქტებიც განაპირობებს, რომლებზეც დღეს მოგიყვებით... მაშ ასე: 12 საინტერესო ფაქტი „ლამაზმანის“ შესახებ, რომლებიც არ იცოდით!

ფაქტი #1



თავიდან „ლამაზმანის“ სახელწოდება, უბრალოდ, „3000 დოლარი“ უნდა ყოფილიყო - ეს არის ის თანხა, რამდენსაც ედვარდი (რიჩარდ გირი) ვივიენს (ჯულია რობერტსი) ერთკვირიან მომსახურებაში გადაუხდიდა. ფილმის მთავარ იდეად კი პროსტიტუციის პრობლემების ჩვენებას ვარაუდობდნენ, თუმცა ფილმის პროდიუსერებმა სცენარის შეცვლა მოითხოვეს. მათი აზრით, მაყურებელს სიყვარულის ზღაპრული ისტორია უფრო დააინტერესებდა, ვიდრე მეძავთა ტრაგიკული ცხოვრება.


ფაქტი #2



წითელი პიჯაკი, რომელიც ვივიენს ედვარდთან შეხვედრისას აცვია, 30 დოლარად იყიდეს იმავე ქუჩაზე, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა.


ფაქტი #3



ვივიენის დაქალის, ჯულის როლი თავიდან დემი მურს შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა და როლზე ლორა სან ჯაკომო დაამტკიცეს.


ფაქტი #4



ჯულის პერსონაჟი კოკაინზე დამოკიდებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ სცენარისტებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ფილმის პოპულარობაზე ცუდად იმოქმედებდა და ამ იდეაზე უარი თქვეს.


ფაქტი #5



საფორტეპიანო პიესა, რომელსაც რიჩარდ გირი ბარში უკრავს, მისივე დაწერილია და ცოცხლადვე ასრულებს, ყოველგვარი დადგმის გარეშე.


ფაქტი #6



სცენა, სადაც ედვარდი ვივიენს შემთხვევით კოლიეს ფუტლიარში თითებს მოაწეწკებს, იმპროვიზებული იყო და ჯულიას რეაქციაც სრულიად ბუნებრივი გახლდათ. რაც შეეხება ოქროს ყელსაბამს, ვივიენის კოლიე 250 000 დოლარად ღირებული, ნამდვილი სამკაული იყო და მას გადასაღებ მოედანზე სპეციალური დაცვა იცავდა.


ფაქტი #7



Ferrari და Porsche - ეს ის ორი კომპანიაა, რომლებმაც პროდიუსერებს უარი უთხრეს თავიანთი მანქანების ფილმში გამოყენებაზე.



და ამ ამერიკულ საკულტო ფილმში ლეგენდარული ავტომობილი -  Lotus Esprit გადაიღეს. ორადგილიანი კუპე, რომელიც 1976-2004 წლებში გამოდიოდა. ის მოდელი, რომელიც ფილმშია გადაღებული, 1989 წლის გამოშვებაა.


ფაქტი #8



მაწანწალა, რომელსაც ფილმის დასაწყისში ედვარდი გზას ეკითხება, თავად ფილმის რეჟისორი გარი მარშალია.


ფაქტი #9



ვივიენისა და ედვარდის სასიყვარულო სცენის დროს, ჯულიამ ისე ინერვიულა, რომ შუბლზე უზარმაზარი ვენა ამოებურცა. რეჟისორი გარი მარშალი იდგა და ჯულიას შუბლზე მასაჟს უკეთებდა, სანამ ეს ვენა ცოტათი მაინც არ ჩაცხრა.


ფაქტი #10



მეგ რაიანი იყო პირველი მსახიობი, ვისაც ვივიენის როლზე განიხილავდნენ. თუმცა მან უარი თქვა როლზე. უინონა რაიდერი და ჯენიფერ კონელი თავად მარშალმა დაიწუნა ახალგაზრდობის გამო. მიშელ პფაიფერს კი სცენარი არ მოეწონა. საბოლოოდ როლი შეხვდა ნაკლებად ცნობილ, 21 წლის ჯულია რობერტსს. მას მხოლოდ 300 000 დოლარი გადაუხადეს, სამაგიეროდ ამ ფილმმა მსოფლიო ვარსკვლავად და ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ მსახიობად აქცია.


ფაქტი #11



ჰექტორ ელიზონდო „ლამაზმანში“ სასტუმროს მენეჯერის როლშია. გარი მარშალი მიიჩნევდა, რომ ყველა ის ფილმი, რომლებშიც ელიზონდო თამაშობდა, წარმატებული იყო, ამიტომაც მას თავიდან როგორც თილისმას, ისე უყურებდა. მაგრამ კინოსტუდიისთვის ელიზონდოს ჰონორარი ძალიან დიდი იყო, ამიტომაც მარშალმა ის მეორეხარისხოვან როლზე აიყვანა და ნახევარი გადაუხადა, რათა ის ფილმში მაინც გამოჩენილიყო.


ფაქტი #12


ფილმის საუნდტრეკი Roy Orbison — Oh Pretty Woman 3 მილიონზე მეტჯერ გაიყიდა.


 


რეჟისორი და მსახიობები „ლამაზმანის“ 25 წლისთავისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე.


დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

როგორ მიდიან ქალები დასაძინებლად? (აქ თითოეული საკუთარ თავს ამოიცნობთ)

გვიანი საღამოა. ცოლ-ქმარი ტელევიზორთან ზის, შვილები თავიანთ ოთახში არიან. ქალი ამბობს: „უფ, გვიანია. ძალიან დავიღალე. წავალ დავიძინებ“. ტახტიდან დგება და...
საკნატუნო ამბები

„და აქ დამავიწყდა“ – 35 სიტუაცია, როცა შეიძლება, მამაკაცს ხანმოკლე ამნეზია დაემართოს

მეტიც - ასეთი სიტუაციები  შეიძლება „ეპილეფსიური შეტევის“ მიზეზიც გახდეს...
დღის ჰოროსკოპი

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

გიორგი ბახტურიძე: „ევროპაბეთი“ ცდილობს დადებითი იმიჯი შეიქმნას

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული კომპანიების მიერ დაწესებული თვითრეგულაცია შედეგს არ მოიტანს, თუკი სახელმწიფო არ დააწესებს რეგულაციებს.
ამბები

ცხოვრების ხელოვნება სხვადასხვა რაკურსით - თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალური ფორუმის მოლოდინში

რამდენიმე დღეში თბილისი საერთაშორისო ინტელექტუალურ ფორუმს, TEDx-ს უმასპინძლებს. TEDx თბილისში უკვე მეექვსედ ტარდება.
დღის ჰოროსკოპი

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ტელეწამყვანი „ევროპაბეთის“ კამპანიას „პასუხისმგელიანი თამაში“ დადებითად აფასებს

ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას დადებითად აფასებს და მიესალმება მსგავსი ტიპის წამოწყებებს, რომელიც ხელს უწყობს აზარტული თამაშების ნაკლებ პოპულარიზაციას.
საკნატუნო ამბები

სექსი და მეხსიერება

სექსი მეხსიერებას აუმჯობესებს - ეს, დიდი ხანია, დადასტურებულია ფსიქოლოგიური კვლევებითა თუ ექსპერიმენტებით, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასეთ კავშირს, ძირითადად, მამაკაცებში იკვლევდნენ, ქალებს კი აქამდე ნაკლებად სწყალობდნენ...
ამბები

თამაშების ახალ და მასშტაბურ კონცეფციას საქართველოში „ევროპაბეთი“ დანერგავს

„პასუხისმგებლიანი თამაში“ „ევროპაბეთის“ ახალი პროექტია, რომელიც სათამაშო ბიზნესის მიზნებისა და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიაში მოყვანას ისახავს მიზნად.
დღის ჰოროსკოპი

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
თემატური ჰოროსკოპი

გაიგეთ ქალის სუსტი წერტილი მისი ზოდიაქოს ნიშნით

ნებისმიერ ქალს აქვს სუტი წერტილი, რომელსაც არ უნდა შეხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემებს, სკანდალებს და ცრემლების ნიაღვარს ვერ აცდებით...