5 ფილმი იმის შესახებ, თუ რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ცხოვრების თითოეულ წამს

კინო

26 აგვისტო 12:00, 2018 წელი

ხშირად გვავიწყდება, რომ ის თითოეული წუთი, როცა სადღაც გვეჩქარება და უმნიშვნელო წვრილმანებზე ვფორიაქობთ, ჩვენი ცხოვრებაა და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ჩაივლის ჩვენი არსებობა. 

1. ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება / Eeternal sunshine of the spotless mind (2004. აშშ)



რა იქნებოდა, ადამიანს თავისი მეხსიერებიდან რაღაცების წაშლა რომ შეეძლოს? მართლაც, ვის არ უოცნებია ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყებაზე და წარსულში განცდილი ტკივილის დავიწყებაზე - მაგალითად, სიყვარულში.
მაგრამ, ჩვენ როცა ვკარგავთ რაღაცას, სწორედ მაშინ ვიწყებთ მის დაფასებას... და ძალიან ვნანობთ.
ამ ფილმის ნახვა ჯიმ ქერისა და ქეით უინსლეტის ბრწყინვალე თამაშისთვისაც ღირს. თანაც აქ ქერი თავისი ჩვეული ამპლუისგან სრულიად განსხვავებულია.

2. უოლტერ მიტის არაჩვეულებრივი ცხოვრება / The Secret Life of Walter Mitty (2013. აშშ; დიდი ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია)



უოლტერ მიტი ამერიკული, მოდური ჟურნალი რიგითი თანამშრომელია, რომელიც ოცნებობს თავგადასავლებით და ემოციებით სავსე ცხოვრებაზე, მაგრამ მოვლენების ეპიცენტრში მოხვედრის ეშინია.
მისი ცხოვრება ასე უღომღამოდ გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი შემთხვევა, რომლის წყალობითაც სულ სხვა ცხოვრება ნახა.
ეს „სულ სხვა ცხოვრება“კი ისეთი ულამაზესი სანახაობაა, რომლის გამოც ფილმი ვიზუალურად ძალიან გამორჩეულია და მუდავოდ მისი ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა.

3. ბოიფრენდი მომავლიდან / About Time (2013. დიდი ბრიტანეთი)


ოდესმე გიოცნებით, გქონდეთ უნარი, წარსულში დაბრუნდეთ და ნებისმიერი განვლილი ეპიზოდი თავიდან ისე „გადაწეროთ“, როგორც თქვენ გსურდათ, მომხდარიყო.
აი, ეს ფილმი კი გვასწავლის, დავაფასოთ ჩვენი ცხოვრება, არაფერზე დაგვწყდეს გული და არც სუპერშესაძლებლობებზე ვიოცნებოთ, რადგან ჩვენს არსებობას მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პიროვნული თვისებები და ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები აძლევენ აზრს და უნიკალურობას.

4. ჰექტორი ბედნიერების ძიებაში / Hector and the Search for Happiness (2014. გერმანია, კანადა, დიიდ ბრიტანეთი, აშშ)



ფსიქიატრი ჰექტორი, რომლის მოწოდებაა ადამიანების დასახმარებლად ყველაფერი გააკეთოს, იღლება თავისი ცხოვრებით და მიხვდება, რომ ახლა მას თავად სჭირდება დახმარება. იგი სამსახურს თავს ანებებს, მიატოვებს მეგობარ გოგონას, შეელევა თავის უსაყვარლეს გასართობს - აეროპლანებს და მიდის მსოფლიოს ირგვლივ სამოგზაუროდ, რათა საკუთარი თავი იპოვოს.
ფილმის პათოსი კი ასეთია - არ უნდა დავივიწყოთ საკუთარი არსებობა, არაფერია ეგოისტური იმაში, თუკი გვინდა, რომ ბედნიერები ვიყოთ დღეს და ამ წუთას. ეს ხომ ჩვენი ცხოვრებაა, რომელიც აღარ განმეორდება!


 


5. დიდებული სილამაზე / The Great Beauty (2013. იტალია) 


65 წლის წარმატებული ჟურნალისტი ჯეპ გამბარდელა მუდმივად იტალიის გავლენიანი ადამინების წრეში ტრიალებს: პოლიტიკოსები, არისტოკრატები, მაღალი რანგის კრიმინალები, ჟურნალისტები, არტისტები, ინტელექტუალები... ხმაურიანი წვეულებები, ფუფუნება, სიმდიდრე.
გამბარდელა მთელი ცხოვრება დიდებულ სილამაზესა და ჰარმონიას ეძებს, თუმცა მისთვის ყველაზე ძვირფასი ყმაწვილობის დროინდელი სიყვარული ელიზა დე სანტია. ელიზას გარდაცვალების შემდეგ საკუთარ თავს ასეთ კითხვას უსვამს: „მთელი ცხოვრება არასწორად ხომ არ ვიცხოვრე?“


 




დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?