ალფონსები და აფერისტები - კაილი მინოუგის, შაკირასა და სხვა მეგავარსკვლავების ყოფილი საქმროები

კინო

21 ნოემბერი 18:00, 2018 წელი

სიყვარული ბრმააო და ამ ვარსკვლავებმაც ძალიან გვიან აღმოაჩინეს, რომ თაღლითებზე იყვნენ შეყვარებულნი...

კაილი მინოუგის საქმრო ალფონსი აღმოჩნდა



თებერვლის დასაწყისში მომღერალმა შეიტყო, რომ მის საქმროს თავის კოლეგასთან სერიალიდან „ხვალინდელი დღე არ დადგება“ ინტრიგა ჰქონდა. როგორც გაირკვა, ჯოშუას რომანი 34 წლის ესპანელ მარტა მილანსთან გადასაღებ მოედანზე დაიწყო. ნიშნობის ჩაშლის შემდეგ კი კიდევ უფრო არასასიამოვნო დეტალები გამჟღავნდა მოღალატის შესახებ.
აღმოჩნდა, რომ ჯოშუას თავიდანვე მიზნად ჰქონდა დასახული, მომღერალს დაახლოებოდა. ჯოშუას კოლეგის სერიალიდან „გალავანტი“, მსახიობ ვინი ჯონსის სიტყვებით, ის სპეციალურად დაბინავდა იმ სასტუმროში, სადაც კაილი გაჩერდა. „ჯოშუა ცდილობდა, თავისი თავხედური იუმორით მოეხიბლა მომღერალი“, - ამბობს ის.
ასევე, გაირკვა, რომ თურმე კაილი ხშირად ასპონსორებდა შეყვარებულს. „ის მას ყველაფერს აძლევდა და ამით ბედნიერი იყო. კაილი მაშინაც კი დაეხმარა, როცა ჯოშუამ გამელოტება დაიწყო - მომღერალმა 10 ათასი დოლარი გადაიხადა ჯოშუასთვის თმის გადანერგვაში“, - ამბობს ახლო მეგობარი პიტერ ფორდი.
ფაქტობრივად, მინოუგის მთელი ოჯახი ბედნიერია, საქმე ქორწილამდე რომ არ მივიდა.


პერის ჰილტონის ყოფილი ბოიფრენდი მის ინტიმურ ფოტოებსა და ვიდეოებს მედიას ჩუმად აწვდიდა



პერის ჰილტონი და რიკ სალომონი


2003 წელს ინტერნეტში გამოჩნდა 18 წლის პერისისა და მისი ბოიფრენდის, 31 წლის რიკ სალომონის მშფოთვარე ღამის ჩანაწერი. ნათელია, რომ რიკს სურდა, ამ სკანდალით ფული ეშოვა: ჰოლივუდელი პროდიუსერი უკვე ცნობილი იყო თავისი რომანებით პამელა ანდერსონთან და შენონ დოერტისთან, პერისისთვის კი სურდა, სასამართლოში ეჩივლა იმის გამო, რომ გოგონამ ის სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ისე, რომ ჰილტონის საჯარო ბოდიშს არ დაელოდა, რიკმა ინტერნეტში გამოაქვეყნა ვიდეო, სახელწოდებით: Night in Paris (სიტყვების  თამაში - „ღამე პარიზში“ ან „ღამე პერისთან“). პერის ჰილტონმა ყოფილ ბოიფრენდს სასამართლოს ძალით აგებინა პასუხი, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ აღიარა, რომ კომპენსაცია - 400 ათასი დოლარი მაინც ვერ მიიღო. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავის „ვიდეონამუშევარი“ პორნოინდუსტრიის სფეროში სამი პრემიით დაჯილდოვდა.
გასაკვირი აღარაა, რომ ამ სკანდალის შემდეგ მსახიობმა საერთოდ უარი თქვა შიშველ ფოტოსესიებზე. და თქვენ წარმოიდგინეთ, უარი უთხრა თვით ჰიუ ჰეფნერსაც, რომელიც მილიონ დოლარს სთავაზობდა გოგონას „ფლეიბოიში“ გადაღებისთვის.


ენ ჰეთეუეი კრიმინალურ სკანდალში აღმოჩნდა ჩათრეული



ენ ჰეთეუეისა და რაფაელო ფოლერის წყვილი ჰოლივუდში იდეალურად ითვლებოდა. ენი - წარმატებული ჰოლივუდელი ლამაზმანი, რაფაელო - მდიდარი იტალიელი, ბიზნესებისა და საქველმოქმედო ფონდის მფლობელი (ენიც მონაწილეობდა მის აქციებში, რომლებიც მესამე მსოფლიოს ქვეყნების ბავშვთა ვაქცინაციას ეხებოდა).
წყვილი ოთხი წელი ხვდებოდა ერთმანეთს. 2007 წელს ჰოლივუდი უკვე ელოდა მათი ნიშნობის გამოცხადებას, მაგრამ ამის ნაცვლად სულს სხვა ინფორმაცია გავრცელდა: რაფაელო ფოლერი კათოლიკური ეკლესიების ფონდისთვის, რომლის თანადამფუძნებელი ენ ჰეთეუეიც იყო, შემოწირული თანხის - 50 მილიონი დოლარის მიტაცებაში დაადანაშაულეს. ენმა მაშინვე გაწყვიტა საქმროსთან ურთიერთობა, მაგრამ ამ ამბისგან თავის დაღწევა არც ისე იოლი აღმოჩნდა: მსახიობის პირადი მიმოწერები გასაჯაროვდა და საქმეს დაერთო. ექსსაქმრო ოთხ-ნახევარი წლით გისოსებსმიღმა აღმოჩნდა, და როგორც კი გათავისუფლდა, მაშინვე ენთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა პირადი არქივიდან, მაგრამ სულ ამაოდ. 2012 წელს, როგორც კი აფერისტი ყოფილისგან მოტყუებულმა ენ ჰეთეუეიმ „ჭრილობები მოიშუშა“ და გონზე მოვიდა, ცოლად გაჰყვა საიუველირო ნაწარმის დიზაინერს ადამ შულმანს.


შაკირას თავისი ყოფილი 250 მილიონ დოლარს სძალავდა



შაკირას 9-წლიანი რომანი ანტონიო დე ლა რუასთან, არგენტინის ექსპრეზიდენტის შვილთან, იმდენად მშვიდი იყო, რომ პაპარაცების ინტერესსაც კი არ იწვევდა. დაშორებითაც კი ძალიან ჩუმად დაშორდნენ: 2011 წლის დასაწყისში მათ გამოაცხადეს, რომ ერთად აღარ იყვნენ, ხოლო ექვსი თვის შემდეგ, ასევე, მშვიდობიანად გაწყვიტეს ყველა საქმიანი ურთიერთობა (ექსსაქმრო შაკირას მენეჯერიც იყო).
ყველაფერი 2012 წელს შეიცვალა, როცა ანტონიომ ფეხმძიმე შაკირას (ის ფეხბურთელ პიკესგან ელოდებოდა შვილს) წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ანტონიოს პრეტენზიების თანახმად, მომღერალს მისი დიდი თანხა მართებდა, რადგან წლების განმავლობაში მუშაობდა მის იმიჯზე და ამისთვის ადვოკატის კარიერა დათმო  ნიუ-იორკში. ანტონიოს სიხარბის პასუხად შეკირამ შესაგებელი შეიტანა და განაცხადა, რომ მისი ყოფილი საკმარისად კარგად არ ასრულებდა თავის მოვალეობებს.
2013 წელს დავა შაკირას სასარგებლოდ გადაწყდა: კონტრაქტების მიხედვით თანხები გადახდილი იყო, ხოლო ზეპირი შეთანხმება, რომელზეც ანტონიო აპერილებდა, ქაღალდზე დაწერილი არავის უნახავს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?