1. „დღის რაინდი“, აშშ, 2010
მარტოხელა ქალი ჯუნ ჰევენსი აეროპორტში შემთხვევით ხვდება მომხიბვლელ აგენტს მილერს. ისინი ერთად ცდილობენ, თავი დააღწიონ დაქირავებულ მკვლელს. უამრავ ხიფათში ჩავარდნილ ჯუნს, როცა მისი სიცოცხლე ბეწვზე კიდია, ეჭვები ღრღნის: ვინ არის მისი დაუოკებელი თანამგზავრი - კაცობრიობის გადამრჩენელი, მოღალატე თუ, უბრალოდ, შეშლილი...
2. „შვებულება“, აშშ, 2006
ლონდონური „დეილი ტელეგრაფის“ საქორწინო სვეტის ავტორი აირისი თავისი ეგოისტი ბოსის ცალმხრივი სიყვარულით იტანჯება. ამავდროულად სამყაროს მეორე ბოლოში წარმატებული სარეკლამო სააგენტოს ხელმძღვანელი ამანდა იგებს, რომ მისი საქმრო, რომელსაც თავისი სამომავლო გეგმები დაუკავშირა, დიდი ხანია, მას ღალატობს.
სიყვარულში წარუმატებლობით დაღლილი გმირები გადაწყვეტენ, სახლები გაცვალონ: სამხრეთ კალიფორნიაში უზარმაზარი აპარტამენტები და დათოვლილი მყუდრო სახლი ინგლისის პროვინციაში...
3. „მთვარის შუქის მაგია“, შშ, დიდი ბრიტანეთი, 2014
1928 წელი. გამოჩენილი ილუზიონისტი მეგობრისა და კოლეგის თხოვნით ჩადის ლაგუნის სანაპიროზე, რათა ნიღაბი ჩამოხსნას ახალგაზრდა მომხიბვლელ შარლატანს, რომელსაც თითქოსდა სულების გამოძახება შეუძლია. მან მოხიბლა მდიდარი მემკვიდრე და მისი ქვრივი დედა, ოჯახის დანარჩენ წევრებს კი ეს ძალიან არ მოსწონთ.
4. „მარტივი სირთულეები“, აშშ, იაპონია, 2009
რომანტიკული ისტორია ქალისა, რომელსაც ყოფილ ქმარსა და ახალ შეყვარებულს შორის არჩევანის გაკეთება უჭირს...
5. „სულელური, უაზრო სიყვარული“, აშშ, 2011
კოლ უივერს, ორმოცს გადაცილებულ, პურიტანული შეხედულებების მეოჯახეს ცხოვრება კი არა, ახდენილი ოცნება აქვს - კარგი სამსახური, მშვენიერი სახლი, შესანიშნავი შვილები, ქორწინება სკოლის სიყვარულთან. მაგრამ როცა კოლი შეიტყობს, რომ ცოლმა უღალატა და განქორწინება სურს, მისი იდეალური ცხოვრება ინგრევა...
6. „რეალური სიყვარული“, დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი, 2003
სიყვარული - დაუვიწყარი დ მიუწვდომელი, სამწუხარო და ენერგიული, მოულოდნელი და არასასურველი, არასასიამოვნო და აუხსნელი, ულამაზო და უთანასწორო... სიყვარული მართავს ყველას და ყველაფერს. დაწყებული პრემიერ-მინისტრიდან, რომელსაც ერთი ნახვით შეუყვარდება თავისი აპარატის თანამშრომელი, და დამთავრებული მწერლით, რომელიც შობის ღამეს საფრანგეთის სამხრეთში გარბის, რათა თავისი გატეხილი გული გაამთელოს...
7. „სექსი მეგობართან“, აშშ, 2011
მთავარი გმირი - დასაქმების სააგენტოს თანამშრომელი, რომელსაც ურთიერთობებისა და მოვალეობების ეშინია. ეს ფობიები კი სადღაც ქრება, როცა ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორს გაიცნობს.
კაცი, თავის მხრივ, დაიღალა ქალებით, რომლებიც ოცნებობენ მასთან დაახლოებაზე. ასე რომ, ყველა პირობაა შექმნილი ცეცხლოვანი რომანის დასაწყებად და ხასიათებისა და სურვილების დასაპირისპირებლად.
8. „ერთხელ ვეგასში“, აშშ, 2008
მთელი ღამის გართობის შემდეგ ერთმანეთისთვის ორი სრულიად უცნობი ადამიანი ერთ საწოლში იღვიძებს და ცდილობს, როგორმე აღიდგინოს გასული ღამის მოვლენები. აღმოჩნდება, რომ მათ იქორწინეს და უზარმაზარი ჯეკპოტი მოიგეს.
და აი, საღ გონებაზე ახალგაზრდები თითოეული თავისთვის ადგენს გეგმას, როგორ გათავისუფლდეს „მეორე ნახევრისგან“, თანაც ისე, რომ მთელი მოგება თავად დარჩეს. სადაც ფულია, იქ სიყვარულის ადგილი აღარ არის. თუმცა ვეგასში ყველაფერი ხდება...
9. „წერილები ჯულიეტას“, აშშ, 2010
ვერონა - სიყვარულის ქალაქი, რომეოსა და ჯულიეტას სამშობლო - სამუდამოდ ცვლის მათ ცხოვრებას, ვინც მის ქუჩებში გაივლის. ახალგაზრდა ამერიკელი სოფია ვერონაში იმ მოხალისეთა შორის მოხვდება, რომლებიც ჯულიეტას მისამართით გაგზავნილ წერილებს პასუხობენ.
მის ხელში აღმოჩნდება 60-იან წლებში გაგზავნილი წერილი, სადაც ვინმე კლერ სპიფი თავის გადარეულ სიყვარულზე წერს. ამ წერილით შეძრული სოფია მოძებნის კლერს და დაარწმუნებს, რომ იტალიაში წავიდეს და დაკარგული შეყვარებული მოძებნოს.
ქალბატონ კლერს რესპექტაბელური შვილიშვილი ახლავს, რომელიც ამ ავანტიურისტული იდეის წინააღმდეგია, მაგრამ ძალიან მოსწონს სოფია...
10. „ცხოვრება ისეთი, როგორიც არის“, აშშ, 2010
ჰოლი ბერენსონი - საკონდიტროს მფლობელი, ერიკ მესერი - სპორტული ტრანსლაციების პერსპექტიული დირექტორი. პირველი და ერთადერთი საბედისწერო პაემნის შემდეგ ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ და ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ, საერთო ნათლულის მიმართ სიყვარულია.
მაგრამ ერთხელ სოფის მშობლები ავტოკატასტროფაში იღუპებიან. ჰოლი და ერიკი შეიტყობენ, რომ სწორედ მათ ევალებათ პატარა სოფის პატრონობა. ამიტომ, იძულებულნი ხდებიან, თავიანთი უთანხმოება და ამბიციები გვერდზე გადადონ და ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას შეეგუონ.