5 საუკეთესო საახალწლო მელოდრამა

კინო

28 დეკემბერი 18:00, 2018 წელი

ეს რომანტიკული მელოდრამები ყველა ასაკის კინომანს მოეწონება და წინასაახალწლო განწყობასაც შეუქმნის...

სხვადასხვა შეხედულება ერთ დღესასწაულზე: „რეალური სიყვარული და „ძველი ახალი წელი“



„რეალური სიყვარული“ - ფილმი-ალმანახი. ეს არის ჟანრი, რომელიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება თანამედროვე კინემატოგრაფში. ფილმში 7 დიდი ისტორია და ბევრი პატარა სიუჟეტური ხაზია, რომლებიც ბოლოს ყველაზე უცნაური გზებით იკვეთება შობის დღესასწაულზე. აქ ნახავთ საკუთარ თანამშრომელზე შეყვარებულ პრემიერ-მინისტრს; მწერალი, რომელიც ქვეყნის დასალიერზე პოულობს თავის ჭეშმარიტ სიყვარულს და რომლისთვისაც არ არსებობს ენობრივი და ტერიტორიული ბარიერები. „სიყვარული ყველგანაა“ - ეს არის ფილმის სლოგანი და მაყურებელს სჯერა, რომ ეს სიმართლეა. სიყვარული ასულდგმულებს დაქვრივებულ მამაკაცს, რომელიც გერთან ერთად ცხოვრობს, ხანდაზმულ მომღერალსაც და მრავალი წლის წინათ დაქორწინებულ წყვილსაც. „და თუ ყურადღებით დააკვირდებით, იგრძნობთ, რომ სიყვარული, მართლაც, ყველგანაა“.



მეორე ფილმიც - „ძველი ახალი წელი“ ალმანახია, მაგრამ მასში სულ სხვა ისტორიებია მოთხრობილი. და თუ „რეალურ სიყვარულში“ მოქმედება დიდ ბრიტანეთში ვითარდება და პერსონაჟებიც ინგლისელები არიან, აქ მაყურებელი ნიუ-იორკში გადაინაცვლებს - ქალაქში, რომელსაც არასოდეს სძინავს. 5 სიუჟეტური ხაზი და 20-ზე მეტი გმირი: ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სძულს ახალი წელი; ცხოვრებისგან იმედგაცრუებული ქალი და ყმაწვილი, რომელიც ცდილობს, ქალს დაეხმაროს; მიტოვებული პატარძალი, შეყვარებული გოგონა და მისი დედა. ყველა ამ ადამიანს საახალწლოდ ერთადერთი რამ უნდა: იყოს საყვარელი ადამიანის გვერდით.


ეს მსუბუქი მელოდრამები თქვენც და თქვენს ახლობლებსაც რამდენიმე ბედნიერ წუთს გაგატარებინებთ ტელეეკრანთან.


კომედია მთელი ოჯახისთვის: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ანუ მეზობლებისთვის შესვლა აკრძალულია!“



ამ ამერიკული საახალწლო ფილმის სიუჟეტი საკმაოდ მარტივია: ერთ პატარა ქალაქში გვერდიგვერდ ცხოვრობს ორი ამერიკული ოჯახი. ერთ-ერთი ოჯახის სამაგალითო მამა, მეტსახელად „ბატონი შობა“, არასოდეს ღალატობს თავის პრინციპებს და ყოველ შობას დღესასწაულს უწყობს საკუთარი ოჯახის წევრებს. მისი მეზობელი - ცოტა ექსცენტრიკული მამაკაცი გადაწყვეტს, საახალწლოდ თავისი სახლი ისე გაანათოს, რომ კოსმოსიდანაც კი ჩანდეს. ეს იდეა ბევრ მის თანაქალაქელს არ მოეწონება და განსაკუთრებით მის მეზობელს - სანიმუშო მეოჯახეს. მეზობლებს შორის გაჩაღებული ომის წყალობით წინასაახალწლოდ ეს პატარა ქალაქი ომის ეპიცენტრად იქცა.


ეს სახალისო კომედია, დენი დე ვიტოსა და მეთიუ ბროდერიკის ბრწყინვალე შესრულებით, საშობაოდ მხიარულ განწყობას შეგიქმნით!


საახალწლო ფილმი ოჯახის ერთობაზე: „სტოუნების ოჯახი“



მიუხედავად თბილი სლოგანისა - „იგრძენი სიყვარული“, ამ საახალწლო კომედიის მთავარი გმირები სულაც არ არიან თბილი გრძნობებით აღვსილნი. სტოუნების დიდ ოჯახში ორი და, ორი ძმა, მამა, დედა და უფროსი შვილი არიან. სწორედ მას მოჰყავს სახში მომავალი საცოლე და იმედი აქვს, რომ ყოველგვარი სიურპრიზის გარეშე გააცნობს ნათესავებს. მათ კი, თავის მხრივ, არანაირი სურვილი არ აქვთ, თბილად მიიღონ კარიერაზე გადამკვდარი სარძლო. და ეს ყველაფერი წინასაშობაოდ ხდება...


პირველივე კადრები მაყურებელს ისეთ შთაბეჭდილებას უქმნის, რომ თითქოს მორიგ ექსცენტრიკულ კომედიას უყურებს, თუმცა მოვლენების შემდგომი განვითარება ფილმის გაცილებით ღრმა აზრს ხსნის: ის უფრო მელოდრამატული და სენტიმენტალურია, და სწორედ ეს არის მისი ხიბლი ახალი წლისა და შობის მოახლოებისას.


საუკეთესო საშობაო ფილმი: „შვებულება“



ეს ფილმი სავსეა სითბოთი და სიყვარულით.


ორი ახალგაზრდა ქალი გადაწყვეტს, საშობაო არდადეგებზე სახლები გაცვალონ. სარეკლამო სააგენტოს წარმატებული მფლობელი ინგლისის ერთ პატარა პროვინციაში მიდის, რათა „კაცებისგან დაისვენოს“. ლონდონური გაზეთის პოპულარული რედაქტორის სვეტის ავტორი კი მზიურ კალიფორნიას სტუმრობს „გატეხილი გულის“ სამკურნალოდ. ორი მთავარი გმირი, ორი სხვადასხვა ქალაქი, ორი განსხვავებული ბედისწერა - და რაღაც ჯადოსნური მაქინაციებით წინასაახალწლოდ მათი გზები იკვეთება.



შეუდარებელი მსახიობები, საყვარელი სიუჟეტი, დათოვლილი ინგლისისა და თბილი ამერიკის ულამაზესი ხედები - თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ ეს ფილმი და ჯერ კიდევ გჯერათ შობის ჯადოსნური ღამისა, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?