7 უცნაური და რომანტიკული ისტორია ვარსკვლავთა ცხოვრებიდან

კინო

22 თებერვალი 18:00

ყველაზე ხშირად ვარსკვლავები ერთმანეთს გადასაღებ მოედნებზე ან ღირსშესანიშნავ წვეულებებზე ხვდებიან, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც ერთმანეთი ძალიან უცნაურ, უჩვეულო და უხერხულ სიტუაციებში გაიცნეს.

ქეით უინსლეტი და ნედ როკნპოლი



მსახიობმა და მილიონერმა ერთმანეთი ერთობ ტრაგიკულ ვითარებაში გაიცნეს: 2011 წლის აგვისტოში ქეით უინსლეტს სახლი დაეწვა და თვითონ და ბავშვებმა ძლივს გამოასწრეს გარეთ. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი კერძო საკურორტო კუნძულზე მოხდა, რომელიც მსახიობის მილიონერ მეგობარს რიჩარდ ბრენსონს ეკუთვნოდა. „ტიტანიკის“ ვარსკვლავმა დროებითი თავშესაფარი მეგობრის მდიდრულ ვილაში ჰპოვა, სადაც დრო და დრო ნედი სადილობდა. სწორედ ის დაეხმარა ქეითსა და მის შვილებს ხანძრის შემდეგ მდგომარეობიდან გამოსვლაში. ასე გაიცნეს მათ ერთმანეთი, თავად უინსლეტი კი ამბობდა, რომ თავის მამაკაცს ხანძარში შეხვდა.


რიზ უიზერსპუნი და ჯიმ ტოტი



თავისი მეუღლე, ჰოლივუდელი აგენტი, რიზ უიზერსპუნმა 2010 წელს მეგობრის წვეულებაზე გაიცნო. და ეს ისტორიაც ბანალური იქნებოდა, რომ არა უცნაური გარემოება, რომელიც ისინი აღმოჩნდნენ: მსახიობის თქმით, მას მთვრალი მამაკაცი მიუახლოვდა და მოსვენებას არ აძლევდა, არასასიამოვნო რაღაცებს ეუბნებოდა და უყვიროდა კიდეც. და ამ სცენაში ჯიმი ჩაერია:


„ჯიმი მოგვიახლოვდა და თქვა: „გთხოვთ, აპატიოთ ჩემს მეგობარს, ცოტა ხნის წინ ის ახლობელ ადამიანს დაშორდა და ამის გამო ძალიან ცუდადაა“. მახსოვს, გავიფიქრე, ალბათ, ესეც იდიოტია, რაკი ასეთთან მეგობრობს-მეთქი. მერე კი მივხვდი, რომ ის, უბრალოდ, კარგი მეგობარი იყო. რაკი ჩვენი გაცნობა არანაირად არ ეწერებოდა რომანტიკაში, ჯიმმა დაამატა: „მე გაჩვენებ, როგორია, გყავდეს ცხოვრების კარგი მეგზური. მე ვიზრუნებ შენზე, და ისე მოვინდომებ, რომ შენ მიეჩვევი ამ ზრუნვას“. ასეთი რამ ჩემთვის არასოდეს არავის უთქვამს“, - იხსენებს მსახიობი.


სერენა იულიამსი და ალექსის ოგანიანი



სპორტსმენი და Reddit-ის შემქმნელი რომანტიკულ ქალაქ რომში შეხვდნენ, თუმცა საკმაოდ არასასიამოვნო ვითარებაში: ისინი ვირთხამ დააახლოვა. ალექსიც იმ რესტორანში შევიდა სასაუზმოდ, სადაც სერენა იყო თავის მეგობრებთან ერთად. ოგანიანი ჩოგბურთელის მაგიდასთან ძალიან ახლოს დაჯდა, ამან კი ჩოგბურთელის დამხმარე ისე გააბრაზა, რომ გადაწყვიტა, სპორტსმენის მომავალი ქმარი ვირთხით შეეშინებინა. მაგრამ ალექსისი არ დაიბნა და უპასუხა, რომ ბრუკლინიდან იყო და ასეთი მღრღნელები მას ვერ შეაშინებენ. უილიამსიც ჩაერთო მათ საუბარში და... ახლა ისინი ერთად ზრდიან ქალიშვილს.


მეთ დეიმონი და ლუჩიანა ბაროზა



მსახიობი გამოტყდა, რომ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. ლუჩიანა მაიამის ერთ-ერთ ბარში მიმტანად მუშაობდა, სადაც მეთს გადაღებები ჰქონდა. მსახიობი ფანატებს ბარის გდარის უკან ემალებოდა. თავის სამუშაო ადგილას დაბრუნებულმა ბაროზამ იქ დეიმონი აღმოაჩინა და ჰკითხა: „აქ რა ჯანდაბას აკეთებ?“... და მსახიობი მიხვდა, რომ „ის ის იყო“.


ჟიზელ ბიუნდჰენი და ტომ ბრედი



წყვილმა ბრმა პაემანზე გაიცნო ერთმანეთი, რომელსაც მოდელის მეგობრებმა გაუკეთეს ორგანიზება. ბრმა პაემნებით თავმობეზრებულ ჟიზელს არანაირი სურვილი არ ჰქონდა იქ წასულიყო. თუმცა ბიუნდჰენი უძლური აღმოჩნდა ტომის „კეთილი თვალების“ წინაშე.


ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი



წყვილმა ერთმანეთი ავტოპარკინგზე გაიცნო, სადაც როდრიგესი საკუთარი მანქანის პოვნას ცდილობდა, რომელიც არ ახსოვდა, სად გააჩერა. ალექსმა ელენ დეჯენერსთან ინტერვიუში მოჰყვა, რომ თავიდან ჯენიფერი ვერც კი იცნო, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს სხვადასხვა ღონისძიებაზე. „გამოვდივარ ქუჩაში და ვერ ვიხსენებ, სად დავაყენე მანქანა. აზრზე არ ვარ... და ამ დროს ვიღაც მხარზე ხელს მირტყამს, უკან ვიხედები და ამ ადამიანს ვერ ვცნობ. ეს ჯენიფერია, თუმცა აცვია, როგორც ჰარლის სერიალიდან Shades of Blue, ჯინსები და ჩექმები. 5-წამიანი გაშეშება მქონდა და ის ამბობს: „ჯენიფერი ვარ, ჯენიფერი!“ და მე აღმომხდა: „ღმერთო ჩემო, ჯენიფერ, შესანიშნავად გამოიყურები“. მე კი ნამდვილად ბრიყვს ვგავდი“.


დევიდ და ვიქტორია ბექჰემები



ისევ სიყვარული ერთი ნახვით! დევიდ ბექჰემმა ვიქტორია პირველად, სანამ ოფიციალურად გაიცნობდნენ ერთმანეთს, „სპაის გელზის“ კლიპში ნახა და თქვა: „ეს ის გოგოა, რომელსაც ცოლად მოვიყვან“. რამდენიმე თვის შემდეგ ისინი ერთ-ერთ საქველმოქმედო მატჩზე შეხვდნენ და მაშინვე დაიწყეს ფლირტაობა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

11 მიზეზი იმისა, რატომ არის ჰიუ ჯეკმანი გენიალური

იცოდით, რომ ეს ავსტრალიელი არტისტი ჰოლივუდამდე ჯამბაზად მუშაობდა და პატარებს ართობდა? და არამარტო ეს...
ამბები

„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა.
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

შოუბიზნესის მუქკანიანი ლამაზმანები

ეს მსახიობები ეკრანზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ შარმს სძენენ ფილმებს.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელმაც დროს გაუძლო (+18)

სემ ჰასკინსკი - ფოტოგრაფი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფოტოგრაფიაში, განსაკუთრებით კი ნიუს ჟანრში.
დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ტრენდი, რომლებიც შეგიძლიათ, საშინელი სიზმარივით დაივიწყოთ

ნათქვამია, დრო იცვლება და ჩვენც, მასთან ერთად! ის, რაც „გუშინ“ მოდურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს...
დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მოხარშული ძეხვი „მუნდირში“

„ბუტერბროდის“ ასეთი ვარიანტი საუზმეზე ძალიან მოგეწონებათ!
საკნატუნო ამბები

10 სიტუაცია, როცა შედეგზე არავინ იფიქრა

ეცადეთ, მსგავსი სისულელე არ ჩაიდინოთ, თორემ დარვინის პრემია არ აგცდებათ!




×

საბანერო პოზიცია
300x150