5 ევროპული სერიალი, რომლებიც ნაკლებადაა ცნობილი

კინო

8 მარტი 18:00, 2019 წელი

ეს ძალიან კარგი სერიალები ბოლო წლებში გამოვიდა და ისინი ცოტას თუ აქვს ნანახი.

 


1. „ამაოების ბაზარი“
2018, დიდი ბრიტანეთი, დრამა



მინისერიალი უილიამ თეკერეის კლასიკური რომანის „ამაოების ბაზარის“ უმშვენიერესი ავანტიურისტის რებეკა ჰარპის შესახებ. კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სრულიად ნორჩი ბეკი, რომელსაც არც ფული აქვს და არც გვარიშვილობა, სავსეა მოტივაციით, დაიპყროს ყველა და ყველაფერი, რასაც მისი ბრწყინვალე ხელები მისწვდება.


2. „რკინის ვარსკვლავი“
2017, დიდი ბრიტანეთი, დრამა, დეტექტივი



ლონდონელი პოლიციელი ჯიმ უორტი, ოჯახთან ერთად, კანადის პატარა ქალაქში გადადის საცხოვრებლად და იმედი აქვს, რომ ზედმეტი სტრესის გარეშე, წყნარად იმუშავებს ადგილობრივ პოლიციაში. მაგრამ, თითქოს სპეციალურად, იქვე ახლოს იხსნება ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, სამუშაოდ მოდის უამრავი მიგრანტი და გარშემო სიტუაცია იძაბება.


3. „ვიქტორია“
2016, დიდი ბრიტანეთი, დრამა, ისტორიული



ვესტმინსტერისა და ბუკინგემის სასახლის ინტრიგები, ევროპის სამეფო ოჯახების ურთიერთობები, სკანდალები, საიდუმლოები. ეს სერიალი დედოფალი ვიქტორიას ცხოვრებასა და მმართველობაზეა, იმ ხანაზე, საიდანაც იწყება ბრიტანეთის ისტორიის ყველაზე ძლევამოსილი და მდიდარი პერიოდი.


4. „პოლდარკი“
2015, დიდი ბრიტანეთი, დრამა



ბრიტანეთის არმიის ოფიცერი როს პოლდარკი ომიდან შინ ბრუნდება. საკუთარი ადგილ-მამული მას გავერანებული ხვდება - მამა გარდაიცვალა, მეურნეობას კი ლოთი ცოლ-ქმარი უძღვება. რაც მთავარია, როსი ყველას დაღუპული ჰგონია და მისი საცოლე სხვა კაცზეა დანიშნული.


5. „მოქცევა“
2016, შვედეთი, დეტექტივი



სტოკჰოლმის პოლიციის აკადემიის სტუდენტი ოლივია ზაფხულის არდადეგებზე საშინაო დავალებას იღებს - შეისწავლოს 25 წლის წინანდელი დანაშაულები და მოიფიქროს, როგორ შეიძლება ისინი დღევანდელ პირობებში გამოიძიოს. მას შესასწავლად გადაეცა ახალგაზრდა, ორსული ქალის მკვლელობის საქმე, რომელიც მოქცევის დროს ცოცხლად დამარხეს სანაპიროს სილაში. ოლივია თავიდანვე აღმოაჩენს, რომ ამ საქმეს მისი გარდაცვლილი მამა იძიებდა და მთელი მასალები მის გარაჟში ინახება ძველ ნივთებთან ერთად.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?