10 ფილმი ძალიან მაგარ ქალებზე!

კინო

13 მარტი 18:00, 2019 წელი

ძლიერები, ძალაუფლების მოყვარენი, ჭკვიანები, ინტელექტუალები, განუმეორებლები და, რა თქმა უნდა, ულამაზესები - ქალები, რომელთაც შეუძლიათ, ნებისმიერი მამაკაცი მოაჯადოონ და... გააცურონ კიდეც.

1. „მკვლელი ნაცია“, 2018
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: თრილერი
რეჟისორი: სემ ლევინსონი
როლებში: ოდესა იუნგი, ჰარი ნეფი, სიუკი უოტერჰაუსი



სოციალურ ქსელში ვიღაც ერთი პატარა ქალაქის მცხოვრებთა საიდუმლოებებს ავრცელებს. კიბერდანაშაულში მთავარი ეჭვმიტანილი სკოლის მოსწავლე ლილია. გაბოროტებული ქალაქელები მზად არიან, ჩაქოლონ გოგონა, რომელიც თავადაც მსხვერპლია. მაგრამ ლილი დანებებას არ აპირებს.


2. „ოუშენის 8 მეგობარი“, 2018
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: თრილერი, კომედია
რეჟისორი: გარი როსი
როლებში: სანდრა ბალოკი, დირდრი გუდვინი, ქეით ბლანშეტი



ციხიდან გამოსული დები ოუშენი გრანდიოზულ ძარცვას გეგმავს. მაგრამ ჯერ პროფესიონალთა გუნდი უნდა შეკრიბოს, ისეთების, რომელთაც სინდისი არ შეაწუხებთ. მით უმეტეს, რომ თითოეულს რამდენიმე მილიონი დოლარი შეხვდება.


3. „ქვრივები“, 2018
ქვეყანა: შშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: სტივ მაქუინი
როლებში: კერი კუნი, ელიზაბეტ დებიკი, ვიოლა დევისი



ძარცვის დროს პოლიციასთან შეტაკებისას იღუპება სამი ბანდიტი და, შესაბამისად, სამი ქალი - ვერონიკა, ლინდი და ალისა - ქვრივდება. ქვრივები მემკვიდრეობით რამდენიმემილიონიან ვალსა და საშიშ არაკეთილისმსურველებს იღებენ. ასე რომ, ქალებს ისღა დარჩენიათ, ქმრების არარეალიზებული ძარცვა განახორციელონ.


4. „ფავორიტი“, 2018
ქვეყანა: აშშ, დიდი ბრიტანეთი
ჟანრი: ისტორიული
რეჟისორი: გეორგის ლატიმოსი
როლებში: ემა სტოუნი, რეიჩელ უაისი, ოლივია კოლმანი



მე-18 საუკუნე. ინგლისსა და საფრანგეთს შორის ომია გაჩაღებული. დედოფალი ანა, რომლისგანაც ყველა გადამწყვეტ ნაბიჯებს ელის, ღრმა დეპრესიაში ვარდება. სამეფო კარის ქალბატონები ყველანაირად ცდილობენ, ისარგებლონ მმართველის მძიმე მდგომარეობით. მანიპულაციებისა და ინტრიგების დახმარებით ისინი ირიბად მართავენ ქვეყანას, მაგრამ ფავორიტი მხოლოდ ერთი უნდა იყოს...


5. „ფუმფულა“, 2018
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ენ ფლეტჩერი
როლებში: ჯენიფერ ანისტონი, ოდეია რაში, დავ კამერონი



უილოუდინი მთელი ცხოვრება მსუქანა იყო, ამის გამო ულამაზეს დედასთან, სილამაზის კონკურსებში არაერთხელ გამარჯვებულთან, სულ კონფლიქტი ჰქონდა. მუდმივი დაცინვებით დაღლილი გოგონა გადაწყვეტს, ადგილობრივ სილამაზის კონკურსში მიიღოს მონაწილეობა და პრაქტიკულად ბიუთი-რევოლუციას აწყობს.


6. „ჯულიეტა“, 2016
ქვეყანა: ესპანეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: პედრო ალმოდოვარი
როლებში: ემა სუარესი, ადრიანა უგარტე, ინმა კუესტა



ჯულიეტა 55 წლისაა. გარდაცვლილ ქმართან მისი ურთიერთობა არც ისე სახარბიელო იყო, მაგრამ ამ ქორწინების წყალობით მას ჰყავს საყვარელი შვილი ანტია. მამისა და მეუღლის სიკვდილმა არა თუ დააახლოვა, არამედ, პირიქით, კიდევ უფრო დააშორა დედა-შვილი. როგორც კი 18 წლის გახდა, ანტია გაქრა, ისე რომ პატარა წერილიც კი არ დაუტოვა დედას. ჯულიეტა ცდილობს, იპოვოს ქალიშვილი და შემოირიგოს, მაგრამ ღირს კი ამის გაკეთება?


7. „მხიარული დედები“, 2016
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: გარი მარშალი
როლებში: ჯენიფერ ანისტონი, შეი მიტჩელი, ჯულია რობერტსი



ისეთ მშვენიერ დღესასწაულზე, როგორიც დედის დღეა, შეიძლება ყველაფერი მოხდეს. დედამ შეიძლება იპოვოს დიდი ხნის წინათ დაკარგული ქალიშვილი. დებს შეუძლიათ მშობლებს გამოუტყდნენ, რომ ერთი მათგანი მრავალი წელია, ქორწინებაშია არასასურველ მამაკაცთან, მეორეს კი ქალი უყვარს. ასევე, ახალგაზრდა ქვრივს შეუძლია, დაუვიწყარი საღამო მოუწყოს თავის ქალიშვილებს.


8. „მარტოხელა ქალები“, 2012
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ლესლი ჰედლანდი
როლებში: ქრისტენ დანსტი, რებელ უილსონი, ლიზი კაპლანი



ოდესღაც რეგანი, კეტი და ჯენა სკოლაში ყველაზე ლამაზი და სასურველი გოგოები იყვნენ. ბეკი კი - მათი საშინელი დაქალი, რომელსაც სულ დასცინოდნენ. გავიდა რამდენიმე წელი და ეს სამეული მოულოდნელად იგებს, რომ „სკოლის ყველაზე მახინჯი გოგო“ თხოვდება, ისინი კი ჯერაც მარტოხელები არიან! გოგოები ცუდ რამეს გადაწყვეტენ: წავიდნენ და ქორწილი ჩაუშალონ საძულველ პატარძალს.


9. „აკრძალული ილეთი“, 2011
ქვეყანა: აშშ, კანადა
ჟანრი: თრილერი, ზღაპრული
რეჟისორი: ზაკ სნაიდერი
როლებში: ემილი ბრაუნინგი, ები კორნიში, ჯენა მლოუნი



უდანაშაულო გოგონა, მეტსახელად თოჯინა, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდება. მას ერთი კვირა აქვს, რომ მოიფიქროს და განახორციელოს გაქცევა, რათა ლობოტომია აიცილოს. მაგრამ ის არ ეძებს მარტივ გზას - გამოიგონებს მთელ სამყაროს, მონსტრებითა და და საფრთხეებით სავსეს და მათთან ბრძოლის ფონზე ნელ-ნელა მიიწევს გასაღებისკენ, რომელიც მისი პალატის კარს აღებს.


10. „ბურლესკი“, 2010
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა, მიუზიკლი
რეჟისორი: სტივ ენტინი
როლებში: შერი, კრისტინა აგილერა, ჯულიანა ჰაფი



პროვინციელი ალისა ლოს-ანჯელესში ჩადის, რათა სანუკვარი ოცნება აიხდინოს - გახდეს ცნობილი მომღერალი. მაგრამ ხმის ჩამწერი სტუდიები უარს ეუბნებიან, კლუბებსა და რესტორნებში გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ... და ფულიც და ძალაც ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება. შემთხვევით ალისა ღამის კლუბში მოხვდება, სახელად „ბურლესკი“. მაგრამ სანამ „ბურლესკის“ სცენის ვარსკვლავი გახდება, მან უნდა მოაჯადოოს კლუბის მმართველი - „ბურლესკის“ დივა ტესი.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?