6 ფილმი სიყვარულის მაგიაზე

კინო

19 აპრილი 18:00

რამდენიმე ისტორია იმის შესახებ, როგორ აქცევს სიყვარული ცხოვრებას ზღაპრად...

1. „გახსოვარ?“
Ti ricordi di me? 2014
იტალია, კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: როლანდო რაველო
როლებში: ამბრა ანჟიოლინი, ედოარდო ლეო, პაოლო კალაბრეზი



როდრიგო ხვდება ბეატრიჩეს, რომელიც ნარკოლეპსიითა და მეხსიერებაში ჩავარდნებით იტანჯება. გოგონას სულ თან დააქვს დიდი წითელი წიგნი, სადაც მოკლედ აღწერს საკუთარ ცხოვრებას. ასეთ ქალთან ურთიერთობის აწყობა საკმაოდ რთულია, მას ხომ შეიძლება ნებისმიერ წუთს დაავიწყდე. მაგრამ ჭეშმარიტი სიყვარული ასეთ გამოცდასაც გაუძლებს.


2. „კეიტი და ლეო“
Kate & Leopold, 2001
აშშ, კომედია
რეჟისორი: ჯეიმს მენგოლდი
როლებში: მეგ რაიანი, ჰიუ ჯეკმანი, ლივ შრაიბერი



სიმპათიური ჯენტლმენი მე-19 საუკუნიდან მე-20 საუკუნეში მოხვდება და ემანსიპირებულ კარიერისტს გაიცნობს. აღმოჩნდება, რომ ორივე მათგანს სრული ბედნიერებისთვის გვერდით ისეთი ადამიანი სჭირდება, როგორსაც საკუთარ დროში, სანთლითაც რომ ეძებოს, ვერ იპოვის.


3. „ნოტინგ-ჰილი“
Notting Hill, 1999
დიდი ბრიტანეთი, კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: როჯერ მიშელი
როლებში: ჯულია რობერტსი, ჰიუ გრანტი, რიჩარდ მაკკეიბლი



ლონდონში არის ნოტინგ-ჰილის რაიონი, ამ რაიონში არის პატარა წიგნის მაღაზია, ამ მოკრძალებულ წიგნის მაღაზიაში კი მუშაობს სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი. ერთხელაც, ამ მოკრძალებულ პატარა მაღაზიაში ძალიან ჩვეულებრივ ახალგაზრდა სიმპათიურ მამაკაცთან ნამდვილი კინოვარსკვლავი შედის...


4. „მთვარის შუქის მაგია“
Magic in the Moonlight, 2014
აშშ, კომედია
რეჟისორი: ვუდი ალენი
როლებში: აილინ ეტკინსი, კოლინ ფერტი, ჰამიშ ლინკლეიტერი



ლაჟვარდოვან სანაპიროზე მცხოვრები მდიდარი ოჯახის სახლში ერთი ილუზიონისტი განსაკუთრებული დავალებით მიდის. მან უნდა გამოააშკარაოს მედიუმი ქალი, რომელიც სპირიტისტულ სეანსებს აწყობს და ადამიანებს „აბოლებს“. ოღონდ, რაც უფრო უახლოვდება ის ქალს, მით მეტად ეკარგება სურვილი მისი გამოაშკარავებისა.


5. „სიყვარული ბრმაა“
Shallow Hal, 2001
აშშ, კომედია
რეჟისორები: ბობი ფარელი, პიტერ ფარელი
როლებში: გვინეტ პელტროუ, ჯეკ ბლეკი, ჯეისონ ალექსანდერი



ჰელი ოცნებობს, იდეალურ ქალიშვილზე დაქორწინდეს. მას სულ არ ანაღვლებს, თავად იდეალურისგან ძალიან შორს რომ დგას და არც გოგოები ეკიდებიან კისერზე. საბედნიეროდ, ლიფტში შემთხვევით დამგზავრებული ადამიანი, მისი თანხმობის გარეშე, მას შესძენს უნარს, დაინახოს ადამიანის შინაგანი სილამაზე და არა გარეგნული...


6. „სიყვარული და სხვა წამლები“
Love & Other Drugs, 2010
აშშ, კომედია
რეჟისორი: ედვარდ ცვიკი
როლებში: ჯეიკ ჯილენჰოლი, ენ ჰეთეუეი, ოლივერ ჰლატი



ჯეიმი რენდელი, წამლების გამყიდველი, გაიცნობს გოგონას. საყვარელი, მხიარული მეგი ერთი შეხედვით უზრუნველი ცხოვრებით ცხოვრობს, სინამდვილეში კი პარკინსონის მძიმე დაავადებას ებრძვის. მეგის, რა თქმა უნდა, სჭირდება სიყვარული და ოცნებობს ოჯახზე, ოღონდ არ სჯერა, რომ მისი დიაგნოზის შემთხვევაში ეს შესაძლებელია. ადრე არავინ ჩერდებოდა მის გვერდით დიდხანს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

20 ფილმი, რომელიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს!

ძალიან სასარგებლოა, თუკი ზოგჯერ გვერდიდან შეხედავთ სხვა წყვილების პრობლემებს და მათი ისტორიებიდან დასკვნებს გამოიტანთ... 
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მეტისები - ყველაზე ლამაზი გოგოები

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლების საინტერესო ექსპერიმენტი...
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბერს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადაღებები დასრულდა

adjarabet.com-ის ფილმის „არენას“  გადაღებები  ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო  და თბილსში დასრულდა.
დღის ჰოროსკოპი

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?