რეალურ მოვლენებზე გადაღებული 10 უახლესი ფილმი

კინო

21 ივნისი 18:00

მათი სცენარები თავად ცხოვრებამ დაწერა, მთავარი პერსონაჟების პროტოტიპები რეალური ადამიანები არიან. ეს დიდი პასუხისმგებლობაა რეჟისორებისა და მსახიობებისთვის, რათა სწორად გადმოსცენ გმირების განცდები და მთავარი სათქმელი...

1. „პროფესორი და შეშლილი“
The Professor and the Madman, 2018
ქვეყანა: ირლანდია
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ფარად საფინია
როლებში: მელ გიბსონი, შონ პენი, ნატალი დორმერი



ინგლისი. მე-19 საუკუნის ბოლო. თვითნასწავლი ლინგვისტი ჯეიმს მიურეი ოცნებობს, შეადგინოს ინგლისური ენის უდიდესი ლექსიკონი და სამუშაოდ იწვევს სულიერ ავადმყოფს ციხის კლინიკიდან.


2. „ბოჰემური რაფსოდია“
Bohemian Rhapsody, 2018
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ბრაიან სინგერი
როლებში: რემი მალეკი, ლუსი ბაინტონი, გვილიმ ლი



ყველა დროის ყველაზე გამორჩეული როკ-ჯგუფის „ქვინისა“ და მისი ლიდერის ფრედი მერკურის ისტორია. ფილმმა 4 „ოსკარი“ აიღო. მათ შორის - რემი მალეკმა მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.


3. „ვიცე“
Vice, 2018
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ადამ მაკეი
როლებში: ემი ადამსი, ქრისტიან ბეილი, სტივ ქარელი



ეს არის ისტორია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის კარიერული სვლისა. 2000-იანი წლების დასაწყისში ის ხდება ჯორჯ ბუში-უმცროსის მარჯვენა ხელი და უდიდესი მოთამაშე მსოფლიო პოლიტიკისა.


4. „მწვანე წიგნი“
Green Book, 2018
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: პიტერ ფარელი
როლებში: მაშარჰალა ალი, ვიგო მორტენსენი, ლინდა კარდელინი



2019 წლის „ოსკარის“ მთავარი პრიზის მფლობელი - საუკეთესო დრამატული ფილმისთვის. ყოფილი „ვიშიბალა“ ტონი მძღოლად იწყებს მუშაობას ფერადკანიან მუსიკოსთან დონი შირლისთან. ისინი ამერიკის სამხრეთ შტატებში გასტროლებზე მიემგზავრებიან, სადაც 1960-იან წლებში ჯერ კიდევ ძალიან მძაფრი იყო რასობრივი განწყობები და სეგრეგაციის კანონი მოქმედებდა.


5. „თეთრი ბიჭი რიკი“
White Boy Rick, 2018
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: იან დემანჟი
როლებში: რიჩი მერიტი, მეთიუ მაკკონახი, ბელ პაული



1980 წელი. რიჩარდ ვერშ-უმცროსი თავისი 14 წლის ასაკში „ეფბიაის“ ყველაზე მცირეწლოვანი ინფორმატორი ხდება, რომელიც, ამასთანავე, ნარკოტიკული საშუალება „კრეკის“ გამავრცელებელია დეპრესიული წლების დეტროიტში. შემდეგ კი, იოლი ფულის შოვნის ხიბლით, რიჩარდი თავად ხდება ნარკობარონი.


6. „კერძო ომი“
A Private War, 2018
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: მეთ ჰეიმანი
როლებში: როზამუნდ პაიკი, ჯეიმი დორნანი, სტენლი ტუჩი



სამხედრო ჟურნალისტის მარი კოლვინის რეალური ისტორია, რომელსაც მსოფლიოს ცხელი წერტილებიდან მიჰყავდა რეპორტაჟები. მარის მიზანი იყო, საზოგადოებისთვის მოეთხრო სიმართლე თანამედროვე ომების შესახებ და ამისთვის საკუთარი სიცოცხლითაც კი რისკავდა.


7. „საუკუნის რბოლა“
The Mercy, 2018
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ჯეიმს მარში
როლებში: კოლინ ფერტი, რეიჩელ ვაისი, დევიდ ტიულისი



ნამდვილი ისტორია მეოცნებე ბიზნესმენის დონალდ კროუჰიორსტისა, რომელმაც ყველაფრით გარისკა მსოფლიოს გარშემო რეგატაში მონაწილეობისთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ამისთვის მზად არ იყო.


8. „მერი, შოტლანდიის დედოფალი“
Mary Queen of Scots, 2018
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ჯოზი რურკი
როლებში: მარგო რობი, სირშა რონანი, დევიდ ტენანგი



შოტლანდიის დედოფალი მარია სტიუარტი სამშობლოში ბრუნდება საფრანგეთში გატარებული მრავალი წლის შემდეგ. ის კონფლიქტში შედის მტრულად განწყობილ სამეფო კარსა და თავის ბიძაშვილთან, ინგლისის დედოფალ ელიზაბეტ პირველთან.


9. „მთავარი კანდიდატი“
The Front Runner, 2018
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ჯეისონ რაიტმანი
როლებში: ჰიუ ჯეკმანი, ვერა ფარმიგა, ჯ.კ. სიმონსი



ისტორია სენატორ გერი ჰარტის პოლიტიკური კრახისა, რომელიც 1980-იან წლებში აშშ-ის პრეზიდენტობაზე აცხადებდა პრეტენზიას. წარმატებულმა პოლიტიკოსმა არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მაშინ მოხსნა, როცა ის ქორწინების გარეშე რომანში დაადანაშაულეს.


10. „გოტი“
Gotti, 2018
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: კევინ კონოლი
როლებში: ჯონ ტრავოლტა, სპენსერ ლოფრანკო, კელი პრესტონი



განგსტერული დრამა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მაფიოზზე ჯონი გოტზე. დროთა განმავლობაში გოტი ხელისბიჭობიდან 1980-იანი წლების ამერიკის დანაშაულებრივი სამყაროს მეფედ იქცა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-მა პროექტ „არიქას“ გამარჯვებულები გამოავლინა

კომპანია adjarabet.com-მა მხიარული და აზარტული პროექტის, „არიქას“ გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოავლინა.
კულინარია

რატატუი ქათმის ფილეთი - უმარტივესი და უგემრიელესი

ეს ძალიან სასარგებლო და ნაკლებკალორიული კერძი მოსამზადებლადაც უადვილესია. თანაც ნატურალური პროდუქტისგან მომზადებული ბალიში ხორცს არა მარტო გასტრონომიულ სრულყოფილებას შესძენს, არამედ ესთეტიკურსაც.
დღის ჰოროსკოპი

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com პროექტ „არიქას“ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც იაპონიაში გაემგზავრება

21 აგვისტოს 18:00 საათზე ლისის ტბაზე adjarabet.com-ის მხიარული პროექტის „არიქას“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ცენტრალური გამარჯვებული იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.
კინო

ოდრი ტოტუს 7 საუკეთესო როლი გიფებში

ამ ფაიფურივით ნაზმა, ულამაზესმა და უნიჭიერესმა ფრანგმა მსახიობმა მთელი მსოფლიოს მონუსხვა შეძლო. მისი უსაზღვროდ მომხიბვლელი ღიმილისა და გამოხედვის წინაშე ყველა მამაკაცია უძლურია.
დღის ჰოროსკოპი

21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა არის ის, რაც ქალს მამაკაცში ყველაზე მეტად მოსწონს

მამაკაცმა რომ ქალის გული დაიპყროს, აუცილებელი არაა, ლამაზი იყოს. ბევრად ფასეულია მისი ძალა, ხასიათი, კეთილშობილება, სიმტკიცე და ურყევი ნება. ამ თვისებების წინაშე ყველა ქალი უძლურია. 
დღის ჰოროსკოპი

20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

18 იშვიათი ფოტო 90-იანების არქივიდან, რომლებიც საეჭვოა, ნანახი გქონდეთ

30 წლის განმავლობაში ყველაფერი ძალიან შეიცვალა: მსოფლიოს ინტერნეტი მართავს, მოდა სულ სხვანაირი გახდა და ვარსკვლავებიც სულ სხვანაირად გამოიყურებიან. ეს იშვიათი  ფოტოები თვალნათლივ დაგანახვებთ, როგორი სისწრაფით იცვლება ცხოვრება.
დღის ჰოროსკოპი

19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ - ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისია

ხვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია.