8 ფილმი იმის შესახებ, რომ სიყვარული რთულია, მაგრამ უსიყვარულობა - გაცილებით რთული

8 ფილმი იმის შესახებ, რომ სიყვარული რთულია, მაგრამ უსიყვარულობა - გაცილებით რთული

კინო

24 ივლისი 18:00, 2019 წელი

თითქოს მარტოობა უფრო მარტივია, მაგრამ გულს ვერ უბრძანებ...

1. „არა ერთად“
Untogether, 2018
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ემა ფორესტი
მსახიობები: ელის ივი, ჯემი დორნანი, ჯენიფერ გრეი



ანდრეა - მწერალი, რომელმაც მხოლოდ ერთი წიგნი დაწერა, შემდეგ კი თავისი შემოქმედებითი ნიჭი ნარკოტიკულ თრობაში გაფლანგა. რეაბილიტაციის შემდეგ მას უნდა, მუშაობას დაუბრუნდეს და კიდევ ერთი ბესტსელერი შექმნას. ერთ-ერთ წვეულებაზე ანდრეა გაიცნობს ექიმს, რომელმაც ღაზას სექტორში მუშაობის პერიოდზე მემუარების წერით გაითქვა სახელი. ექიმსაც თავისი პეპლები ჰყავს თავში: წარსულში მისი რომანი ტრაგიკულად დამთავრდა და ის დარწმუნებულია, რომ სერიოზული ურთიერთობები აღარ უნდა.


2. „დანიშნულების ადგილი: ქორწილი“
Destination Wedding, 2018
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ვიქტორ ლევინი
მსახიობები: კიანუ რივზე, უაინონა რაიდერი, დიჯეი დალენბახი



უცოლო ფრენკი და ლამაზმანი ლინდსი აეროპორტში გაიცნობენ ერთმანეთს, როცა საერთო ნაცნობის ქორწილში მიემგზავრებიან. მას შემდეგ ბედისწერა მუდმივად ახვედრებს ერთმანეთს: თვითმფრინავის სალონში, ქორწილის სუფრასთან, სასტუმროში. ისინი ნაცნობობის პირველივე წუთიდან ვერ იტანენ ერთმანეთს, თუმცა მათ ერთნაირად აღიზიანებთ გარშემომყოფი ადამიანები. ასე რომ, ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს ურთიერთობისთვის.


3. „ვიქტორია“
Victoria, 2016
ქვეყანა: საფრანგეთი
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: ჯასტინ ტრიეტი
მსახიობები: ვირჟინი ეფირა, ვინსენტ ლაკოსტე, მელვილ კუპო



ვიქტორიას ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან აბურდულ-დაბურდულია. ის მარტოხელა დედაა, ადვოკატად მუშაობს სისხლის სამართლის მიმართულებით, სექსუალურ ცხოვრებაში კი სრული არეულობა აქვს. მისმა მწერალმა შეყვარებულმა მათი ურთიერთობა წიგნად აქცია. ყოფილი ქმარი კი სთხოვს, სასამართლოში მისი წარმომადგენელი იყოს, რადგანაც მკვლელობაში სდებენ ბრალს. ერთადერთი დამხმარე ამ ცხოვრებაში ყოფილი ნარკოდილერი სემია, რომელიც ძიძად დაიქირავა.


4. „ორი ნაბიჯით შორს“
Five Feet Apart, 2019
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: ჯასტინ ბალდონი
მსახიობები: ჰეილი ლუ რიჩარდსონი, კოულ სპროუსი, მიზეს არიასი



რომანტიკული ისტორია საავადმყოფოში. კისტოზური ფიბროზის მქონე პაციენტებს, მკურნალობის წესების მიხდვით, ერთმანეთთან ერთ მეტრზე მიახლოება ეკრძალებათ. თითქოს, არაფერია რთული, მაგრამ არა მაშინ, როცა საუბარია შეყვარებულებზე, რომლებიც მხოლოდ იმაზე ოცნებობენ, რომ ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდონ. წუთიერი სისუტე კი შეიძლება ტრაგიკულად დასრულდეს.


5. „სიახლე“
Newness, 2017
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: დრეიკ დორემუსი
მსახიობები: ლუკ ბაიბაკი, რენე კადე, ევა სეჰა



გაბისა და მარტინისთვის უცხოა სერიოზული ურთიერთობები, ერთფეროვანი ოჯახური ცხოვრება და ვალდებულებებით გამოწვეული სულიერი განცდები. თუმცა მათ ისე მოეწონათ ერთმანეთის საზოგადოებაში ყოფნა, რომ პირველივე ღამის შემდეგ გადაწყვეტენ, არასოდეს დაშორდნენ. და რათა სრულიად არ გამოემშვიდობონ თავისუფალი ცხოვრების წესს, თანხმდებიან, რომ სანქცირებული ღალატის ყველა დეტალს ერთმანეთს მოუყვებიან.


6. „ზოი“
Zoe, 2018
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: ფანტასტიკა
რეჟისორი: დრეიკ დორემუსი
მსახიობები: ლეა სეიდუ, რაშიდა ჯონსი, თეო ჯეიმსი



ზოი და კოული პროფესიონალი გამომგონებლები არიან. ისინი მუშაობენ კომპანიაში, რომელიც წყვილთა თავსებადობის ტესტებს ქმნის. კოული განსაკუთრებულ პროექტზე მუშაობს: ეს არის ადამიანის მსგავსი ანდროიდი, ოღონდ უფრო მგრძნობიარე და გამგები, რომელიც არასოდეს გიღალატებთ და გულს არ გატკენთ.


7. „სიყვარული ზომების გარეშე“
Un homme à la hauteur, 2016
ქვეყანა: საფრანგეთი
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: ლორან ტირარი
მსახიობები: დონი, ვირჟინი ეფირა, სედრიკ კანი



ულამაზესი დიანა გაიცნობს ნახევარმეტრიან ალექსანრს, ის კი მას დაარწმუნებს, მისცეს შანსი. აქ მთავარი აზრი ისაა, რომ ნამდვილი სიყვარულის შემთხვევაში, ძალიან მალევე ვეღარ ამჩნევ საყვარელი ადამიანის ფიზიკურ ნაკლს. მით უმეტეს, რომ სიმაღლის დეფიციტის აღმოფხვრას ის ბრწყინვალე სულიერი თვისებებით ახერხებს. და ყველაფერი კარგადაა, სანამ მარტო ხართ, მაგრამ რა მოხდება, თუკი თქვენი უცნაური მეწყვილე საზოგადოებაში გარევას გადაწყვეტს?


8.  „წიგნის კლუბი“
Book Club, 2018
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: ლორან ტირარი
მსახიობები: დაიან კიტონი, ჯეინ ფონდა, ენდი გარსია



ოთხი მეგობარი, 60 წელს ზემოთ, ყოველ კვირას იკრიბება, რათა წაკითხული წიგნი განიხილონ. როგორც წესი, ეს რესპექტაბელური კლასიკური ლიტერატურაა. მაგრამ ერთხელაც, ერთ-ერთი კლუბში ეროტიკულ რომანს „ნაცრისფერის 50 ელფერს“ მოიტანს. ამ ექსტრავაგანტური ისტორიით შთაგონებული ქალბატონები უკვე აღარ მიიჩნევენ საკუთარ თავს მოხუცებად და მათი ცხოვრება ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც მანამდე იყო.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება ირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“
დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლოგიური ტესტი ქალებისთვის

პასუხებში ამოიკითხავთ, თუ როგორი მამაკაცი გაგაბედნიერებთ...
დღის ჰოროსკოპი

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც წინაპრების კარმა იფარავს

უძველესი დროიდან სჯეროდა ხალხს, რომ თაობებს ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი აქვთ. ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი, თითქოს, თავადაც კი გრძნობს, როგორ იფარავენ მას წინაპრები ყველა ხიფათისგან - დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე. 
ამბები

პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“

●    რეგიონული ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს ●    ონლაინ ჩემპიონატს რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა მასპინძლობს ●    ჩემპიონატში მონაწილეობა „ევროპაბეთზე“ ფასიანი რეგისტრაციითა და უფასო ბილეთით შეიძლება
დღის ჰოროსკოპი

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ურთიერთობა

9 ნაბიჯი, როგორ აღვადგინოთ ურთიერთობა ყოფილთან

ამ სიაში „დათვერი და მიწერე“ რჩევას ვერ ამოიკითხავთ...
დღის ჰოროსკოპი

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?