თაკო ნაცვლიშვილი არმანის გრანდიოზულ ჩვენებამდე საატესტატო გამოცდებისთვის ემზადება

13 აპრილი 16:00, 2015 წელი

კრისტი Buon viaggio-სთვის დღევანდელი სტუმარი ახალგაზრდა, წარმატებული მოდელი თაკო ნაცვლიშვილია - მოდელისა და სამოდელო სააგენტო LOOK MODELS-ის დამფუძნებელ ნინო ცქიტიშვილის ქალიშვილი, რომელიც ამჯერად, სამოდელო საქმიანობას მოდის დედაქალაქში - პარიზში აგრძელებს.


- თაკო, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის ჩემ თვალწინ გაიზარდე. ბავშვობაში ხშირად ესწრებოდი ნინოს ჩვენებებს LOOK MODELS-ში, სადაც მეც ვატარებდი ხოლმე ვორკშოპებს. მახსოვს, მაშინ სპორტით იყავი გატაცებული და მოდელობა არ გინდოდა.

- გეთანხმები, ბავშვობაში სპორტისკენ უფრო ვიყავი მიდრეკილი - შვიდი წელი დავდიოდი ჩოგბურთზე, შემდეგ პრობლემები შემექმნა, წელშიც მოვიხარე და ჩოგბურთს თავი დავანებე. მართალია, მოდელები არასდროს მომწონდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნინომ სამოდელო სააგენტო გახსნა, გამუდმებით თავის მოდელებზე და ჩვენებებზე მელაპარაკებოდა. თან, რომ გავიგე, მოდელ გოგოებს ჩვენებებზე საზღვარგარეთ უშვებდა, მოტივაცია გამიჩნდა და ბედის საცდელად LOOK MODELS-ს მივაკითხე.


- თავიდან, ოთხი თვე ჰონგ-კონგში იყავი, მერე პარიზში - მოდის მთავარ ქალაქში, მთავარ პოდიუმზე გადაინაცვლე... ამის შესახებ მოგვიყევი?
- ჰონგ-კონგით დავიწყე, სადაც პატარ-პატარა გადაღებები მქონდა. იქ დავიხვეწე და ბევრი რამ ვისწავლე. შეიძლება ითქვას, ჰონგ-კონგმა გზა გამიკვალა.
პარიზში რომ ჩავედი, კასტინგებზე დავდიოდი, დონატელა ვერსაჩესთანაც ასე მოვხვდი... კასტინგის დირექტორმა რამდენიმე გოგო აგვარჩია, შემდეგ მე დამიძახა და დონატელასთან შემიყვანა. დიდი სცენა გავიარე, სადაც დონატელა და სტილისტი ისხდნენ. როგორც კი გავიარე, წამოიძახეს wow, Bella... მივხვდი, რომ მოვეწონე და ძალიან გამიხარდა, უბრალოდ, ვცდილობდი, არ შემემჩნია. შემდეგ, მომაზომეს „ცნობილი“ ლურჯი კაბა და მადლობა გადამიხადეს. იქედან ისე წამოვედი, არ ვიცოდი, ამირჩიეს თუ არა.

- როდის გაიგე, რომ აგირჩიეს?
- სანამ სააგენტოდან დამირეკავდნენ, ძალიან ვინერვიულე... დედას ვეუბნებოდი - ალბათ, აღარ ამირჩევენ და აქედან სასწრაფოდ წამიყვანე, ხომ ხედავ, აქ არავის ვუნდივარ-მეთქი. ამ დროს, დედაჩემს უკვე სცოდნია, რომ ამიყვანეს, მაგრამ, სააგენტოს თხოვნით, არაფერს მიმხელდა. სააგენტოდან რომ დამირეკეს და მითხრეს - იამამოტოს შოუ გაქვსო, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ იმავე დღეს ვერსაჩეს ჩვენებაც იყო დანიშნული და მეგონა, იქ გამოსვლას ვეღარ მოვასწრებდი (არ ვიცოდი, რომ მოდელები ჩვენებაზე შუალედებში მოტოციკლეტით მიჰყავდათ). ამ დროს, მომდის შეტყობინება: გილოცავთ, ძალიან ვამაყობთ შენით. ხვალ გაქვს ვერსაჩეს ჩვენება.

- ანუ პირველი სერიოზული ჩვენება ვერსაჩე იყო?
- იამამოტოსა და ვერსაჩეს ჩვენება ერთ დღეს ჩატარდა, მაგრამ ვთვლი, რომ პირველი ტრამპლინი მაინც ვერსაჩე იყო.

- ცნობილ მოდელებთან, დიზაინერებთან და თავად დონატელასთან მუშაობის პროცესი როგორი იყო?
- ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა არმანისთან, ვერსაჩესთან... დონატელას ძალიან მოვწონდი -რამდენჯერაც დამინახავდა Bella-ს მეძახდა. დოლჩე გაბანა - Tako Bella-ს... თავიდან ტელევიზორში მეგონა თავი, რადგან ვინც კი ეკრანზე მყავდა ნანახი, ყველას „ლაივში“ ვუყურებდი  და არ მჯეროდა. ანტონიო ბერარდის კასტინგზე, ვიქტორია სეკრეტის კასტინგ-დირექტორთან სოფია ნეფიტოუსთან მოვხვდი. დამინახა თუ არა დაიძახა - Wow, Amazing  და სამივე ჩვენება მე მომცა. მითხრა, რომ შოუს მე დავხურავდი.

- როგორ ფიქრობ, შეიძლება ვიქტორია სეკრეტის ჩვენებებში გიხილოთ?
- 18 წლამდე ვერ შევძლებ. სრულწლოვანი უნდა იყო, რადგან ქვედა საცვალით გამოდიხარ. ისე კი, გამორიცხული არაფერია.

- ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებ უპირატესობას?
- გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ და სად მივდივარ. ხანდახან ნიუ-იორკული სტილი მომწონს - გრძელი ტყავის და ჯინსის ქურთუკები... ხანდახან სპროტულადაც მაცვია. ქუსლიანი ფეხსაცმელი არ მიყვარს, მაგრამ რა თქმა უნდა მათი ჩაცმა მიწევს ხოლმე.


- შენი საყვარელი ფერი?
- ყველაზე მეტად ელექტრიკი ლურჯი და შავი მიყვარს. შავი თითქოს ბანალურია და ყველას მოსწონს, მაგრამ მართლა განსაკუთრებული ფერია და თითქმის ყველა ქალს უხდება.


- აქსესუარი რომელსაც მუდმივად ატარებ?
- სათვალის გარეშე არ შემიძლია. განსაკუთებით მომწონს არმანის სათვალე... საერთოდ, არმანი ყველაზე დახვეწილ ბრენდად მიმაჩნია - ძალიან ქალურია, დახვეწილი, კლასიკური... რაც შეეხება სამკაულებს, დიდად არ მომწონს და რაც უფრო ნაკლები მიკეთია, მით უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. თან მათ გარეშე გაცილებით ბავშვურად და თინეიჯერულად გამოვიყურები...


- როგორი ჩანთები მოგწონს? ვიცი, რომ შენი ერთ-ერთი ჩანთა დოლჩე გაბანას ნაჩუქარია...
- კი - ჩანთაც და ყელსაბამიც... დოლჩე გაბანას ჩანთა ფინალურ ჩვენებაზე მეჭირა და ბოლოს ყველა ფინალისტ გოგონას  საჩუქრად გადმოგვცეს.


- განსაკუთრებულ წესებს თუ იცავ? ბეჯითი მოდელი ხარ?
- კი ვიცავ და ძალიან მოსწონთ, როცა ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც მეუბნებიან. ვცდილობ, წონაში არ მოვიმატო და  ისეთი იმიჯი მქონდეს, როგორშიც დიზაინერებს მოვწონვარ - თმას არ ვიჭრი, ვცდილობ, ზომიერად გავირუჯო...


- სამომავალი გეგმებიც გაგვიმხილე?

- მაისის დასაწყისში დაგეგმილია არმანის გრანდიოზული ჩვენება, რომელშიც მონაწილეობას მივიღებ. გარდა ამისა, ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას ერთ-ერთ ესპანურ სააგენტოსთან. მოლაპარაკებები გვაქვს სააგენტოებთან გერმანიაში, ჰამბურგში... ჯერჯერობით თბილისი ვარ და საატესტატო გამოცდებისთვის ვემზადები, სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.


-დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან მიყვარხარ და ვამაყობ შენი მიღწევებით.
წარმატებებს გისურვებ!

ფოტოები გადაღებულია სამოდელო სააგენტო LOOK MODELS-ში.

რჩევები დიასახლისებს

7 შეცდომა კარტოფილის პიურეს მომზადებისას

ზოგჯერ ნაზი და ჰაეროვანი პიურეს ნაცვლად კორკოშელებიანი ან მაგარი მასა თუ გამოგსვლიათ, ნახეთ, რა არის ამის მიზეზი...
საკნატუნო ამბები

რას აკეთებენ წყვილები სექსის შემდეგ?

აი, მაგალითად, თქვენ რას აკეთებთ? ის, თუ რით ხართ დაკავებული სექსის შემდეგ, ბევრ რამეს ამბობს თქვენი წყვილის ურთიერთობაზე...
დღის ჰოროსკოპი

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის ყველა რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

სალომე ზურაბიშვილი - ტურისტული გზა სახლ-მუზეუმებზე ტურისტებს გააცნობს, რომ საქართველოში იბადებოდნენ და იბადებიან ძალიან ნიჭიერი ადამიანები

ტურისტული გზა სახლ-მუზეუმებზე ტურისტებს გააცნობს, რომ საქართველოში იბადებოდნენ და იბადებიან ნიჭიერი ადამიანები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა აბაშაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საკნატუნო ამბები

კატები - რეალური არსებები თუ უნიკალური სუბსტანცია?..

ამ ოთხფეხა ფუმფულებს შეუძლიათ, ისეთი რამ დამართონ საკუთარ სხეულს, რომ დაიჯერებთ - კატა მართლაც არაამქვეყნიური არსებაა!
ამბები

სალომე ზურაბიშვილი სენაკში ამომრჩეველს შეხვდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სენაკში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა.
ამბები

გულიკო ჩაფიძე: სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა როგორც ექიმისთვის ძალიან საინტერესო იყო

 „სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა როგორც ექიმისთვის  ძალიან საინტერესო იყო“,-ამის შესახებ აკადემიკოს.გ ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გულიკო ჩაფიძემ განაცხადა.
ამბები

ჯონი ჯანაშია: სალომე ზურაბიშვილის შემართებამ და ერუდიციამ, გააკეთა ის, რომ საქართველოდან გავიდა რუსეთის ბაზები

ბავშვთა ინფექციური კლინიკის დირექტორმა  ჯონი ჯანაშიამ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა იმაზე თუ რატომ უჭერს მას მხარს.
ამბები

სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
დღის ჰოროსკოპი

21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები  21 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

სალომე ზურაბიშვილი თბილისის მოსახლეობას შეხვდა

დღეს, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის სხვადასხვა უბანში შეხვედრები გამართა.