1. იმისთვის, რომ ყველის კვერები ფუმფულა გამოვიდეს, დაამატეთ მათ ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი. შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
2. თუ გსურთ, ბორში წითელი გამოვიდეს, მზარეულები გირჩევენ, ქვაბში მთელი ჭარხალი ჩააგდოთ მოსახარშად. როგორც კი მოიხარშება, ქვაბიდან ამოიღეთ, შემდეგ გახეხეთ ან დაჭერით.
3. თუკი ქონი ოდნავ გაყვითლდება, ნუ გადააგდებთ. გახეხეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაამატეთ მარილი და გამოიყენეთ სხვადასხვა კერძებში - ის საჭმელს სასიამოვნო გემოს შესძენს.
4. იმისთვის, რომ ხილის ნამცხვრის ცხობის დროს ხილის წვენი არ გადმოვიდეს, ნამცხვრის შუაგულში ჩაარჭვეთ რამდენიმე ცალი მაკარონი („ტრუბოჩკის“ ფორმით). არც ხილის წვენი გადმოგივათ და აღარც დამწვარი შაქრის სუნი შეგაწუხებთ.
5. თუ გსურთ, მარინადებს შენახვის ვადა გაუხანგრძლივოთ, საკმარისია, მათ ცოტაოდენი მშრალი მდოგვი დაამატოთ.
6. იმისთვის, რომ სუნელები იდეალურ მდგომარეობაში შეინახოთ, ყიდვისთანავე გადაიტანეთ შუშის ან ფაიფურის ჭურჭელში.
7. თუ გსურთ, გემრიელი ხორცი მოამზადოთ, შეწვით ბანანის ქერქში (ბანანი მოათავსეთ ტაფაზე და დადეთ ზედ ფილე). მიღებული დელიკატესი უჩვეულო გემოთი გაგაკვირვებთ. უგემრიელესი ხორცის მომზადებაში ალუბლის ტოტებიც დაგეხმარებათ. მოიმარაგეთ ზაფხულში ალუბლის ტოტები და გამოაშრეთ. ხორცის მოთუშვის ან შეწვის დროს ალუბლის ტოტები ქვაბში ან ტაფაზე დაწყვეთ და ხორცის სრულ მომზადებამდე დატოვეთ. შედეგით პროფესიონალი კულინარებიც კი გაოცდებიან.
8. იმისთვის, რომ ფარში წვნიანი გამოვიდეს, საკმარისია გატარებულ ხორცს 1 ჩაის კოვზი შაქარი დაამატოთ.