ბისკვიტისთვის:
კვერცხი - 5 ცალი
შაქარი - 320 გრ
ფქვილი - 320 გრ
კაკაო - 2 ს/კ
სოდა - 1 ჩ/კ
დანის წვერით ვანილი (კრისტალები)
გამომცხვარი ბეზესთვის:
კვერცხი ს ცილა - 5 ცალი
შაქრის პუდრა - 300 გრ
ხსნადი ყავა (დაფქული და არა გრანულები) – 1 ს/კ
ვანილი - დანის წვერით
კრემისთვის:
მოხარშული შესქელებული რძე - 1 ქილა
კარაქი - 150 გრ
მოხალული და წვრილად დაჭრილი თხილი ან ნიგოზი და ქიშმიში - გემოვნებით.
მომზადების წესი:
1. საშუალო ზომის ჯამში ჩაახალეთ კვერცხები, დააყარეთ შაქარი, ვანილი და დაახლოებით 15 წუთი თქვიფეთ, სანამ კარგად აფუვდება. თქვეფის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, დაამატეთ სოდა და მიქსერი გამორთეთ. კაკაო და ფქვილი გაცერით და გოგლიმოგლს ხის კოვზის დახმარებით, ფრთხილად შეურიეთ. მრგვალ ფორმას ჩაუფინეთ ცხიმწასმული საცხობი ქაღალდი, ცომი ჩაასხით და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შედგით.
2. კვერცხის ცილები ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს, რომ ბეზე სწრაფად ამოიყვანოთ. ცილები კარგად ათქვიფეთ, რომ მყარი კონსისტენციის ღრუბლისებრი მასა მიიღოთ. შემდეგ ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქრის პუდრა და კიდევ რამდენიმე წუთი თქვიფეთ. თქვეფის ბოლოს დაუმატეთ ყავა და ვანილი. საცხობ ქაღალდზე წაუსვით ზეთი და ბეზე ბისკვიტის ზომაზე გაანაწილეთ. აცხვეთ 110 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათის განმავლობაში. ღუმელშივე გააცივეთ.
3. ოთახის ტემპერატურის კარაქი და მოხარშული, შესქელებული რძე კარგად ათქვიფეთ.
4. შოკოლადის ბისკვიტი შუაზე გაჭერით და დანამეთ 1 ჭიქა წყლის, 1 ჭიქა შაქრისა და 1 ს/კ კონიაკის სიროფისგან (სიროფი ადუღებამდე მიიყვანეთ და გააცივეთ) წაუსვით კრემის ნახევარი, მოაყარეთ თხილი და ქიშმიში, დაადეთ გამომცხვარი და გაგრილებული ბეზეს ფენა და კრემის მეორე ნახევარი წაუსვით. თავზე ბისკვიტის მეორე ფენა დაადეთ და გამდნარი შოკოლადი მოასხით. თავზე დარჩენილი თხილი და ქიშმიში მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით.