„კლეოპატრას“ მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
შვრიის ფანტელი - 2 ს/კ
ვაშლი - ნახევარი
სტაფილო - 1 ცალი
თაფლი - 1 ჩ/კ
ცედრა და ლიმონის წვენი - ½ ჩ/კ
ზეითუნის ზეთი - 1 ჩ/კ
შავი ქლიავი, გარგარის ჩირი (კურაგა), ქიშმიში - გემოვნებით
თხილი და მზესუმზირა - სურვილის მიხედვით
მომზადების წესი:
შვრიის ფანტელს დაასხით ადუღებული წყალი, კეფირი ან რძე (სურვილის მიხედვით) და გააჩერეთ 5 წუთი. ამასობაში, გახეხეთ სტაფილო და ვაშლი, შემდეგ კი დაამატეთ შვრიის ფანტელს.
სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ, დაამატოთ შავი ქლიავი, გარგარის ჩირი (დაჭრილი) და ქიშმიში.
შემდეგ დააყარეთ ლიმონის ცედრა და მოასხით ლიმონის წვენი.
ბოლოს, დაამატეთ თაფლი, ზეითუნის ან მცენარეული ზეთი და კარგად გადაურიეთ. ზემოდან მოაყარეთ თხილი ან მზესუმზირა - სრულფასოვანი, ჯანსაღი საუზმე მზად არის.
შენიშვნა:
ულუფა საკმაოდ მოზრდილი გამოდის, ამიტომ სტაფილოსა და ვაშლის რაოდენობა, შეგიძლიათ, ოდნავ შეამციროთ.
გემრიელად მიირთვით!