„მაისის სალათა“ - მარტივი, გემრიელი და ჯანსაღი

კულინარია

10 მაისი 12:00, 2018 წელი

ეს საგაზაფხულო სალათა, ბოლოკით, კიტრითა და კვერცხით, არა მხოლოდ გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი, არამედ სასარგებლოცაა.

„მაისის სალათის“ მოსამზადებლად საჭიროა:


ბოლოკი - 5-6 ცალი
კვერცხი - 5 ცალი
კიტრი - 2 ცალი
მწვანე ხახვი - 2 ღერი
არაჟანი - 4 ს/კ
მარილი, პილპილი და მწვანილი - გემოვნებით


„მაისის სალათის“ მომზადების წესი:


დადგით კვერცხი მოსახარშად.
სანამ კვერცხი მოიხარშება, გაასუფთავეთ ახალი ბოლოკი, კარგად გარეცხეთ ცივ წყალში და დაჭერით მრგვლად. გადაიტანეთ ჯამში.


გასუფთავებული და გარეცხილი კიტრიც, ბოლოკის მსგავსად, მრგვლად დაჭერით. ასევე, დაჭერით მწვანე ხახვი, ოღონდ წვრილად და გადაიტანეთ ბოლოკიან ჯამში. 


ამასობაში კვერცხიც მოიხარშებოდა. გააგრილეთ ცივ წყალში. ზოგი დაჭერით წვრილად, ზოგიერთი კი მრგვლად. ახლა სალათის გალამაზებას შეუდექით:


ბოლოკი, კიტრი და მრგვლად დაჭრილი კვერცხი დაალაგეთ მოზრდილ სასალათეზე. შემდეგ, ზემოდან მოაყარეთ მწვანე ხახვი, მარილი და პილპილი. ბოსტნეულს მოასხით არაჟანი, შემდეგ - წვრილად დაჭრილი კვერცხი და თუკი სურვილი გაქვთ, ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი - კამა და ოხრახუში. 


სულ ეს არის. 


შენიშვნა: 
კერძი შეგიძლიათ, სალათის ფურცლებით გააფორმოთ;


„მაისის სალათის“ მოსამზადებლად 10 წუთი საკმარისია.

გემრიელად მიირთვით!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?