უცხოური სამზარეულო

კომბოსტოს „ნაპოლეონი“ - ჯანსაღი ვახშამი 10 წუთში

fun time

12:00 ხუთ. 4 ნოემბერი, 2021 წელი

კომბოსტოს მარტივი
რეცეპტი

14
დაკოპირებულია

კომბოსტოს ჭამა თუ არ გიყვართ, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან ბევრ სარგებელს მოგიტანთ, სცადეთ  კომბოსტოს ნამცხვარი „ნაპოლეონი“ - უგემრიელესი და უმარტივესი რეცეპტია... 

საჭირო პროდუქტი:

  • კომბოსტო - საშუალო ზომის 1 თავი (დაახლოებით 1 კილომდე)
  • კვერცხი - 3 ცალი
  • მაიონეზი - 150 გრამი
  • მაგარი ყველი - 100 გრამი
  • ფქვილი - 3 ს/კ
  • კეფირი - 3 ს/კ
  • ნიორი - 2 კბილი
  • კამა - პატარა კონა
  • მარილი, პილპილი - გემოვნებით
  • მზესუმზირის ზეთი - შესაწვავად

მომზადების წესი:

1. კომბოსტოს ამოვაჭრათ შუაგული, მდუღარე წყალში ჩავდოთ ჩავდოთ და წამოვადუღოთ 5-6 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავშალოთ ფურცელ-ფურცელ და მაგარი ადგილები დანით ამოვაჭრათ. კომბოსტოს ფოთოლი რომ მაქსიმალურად გასწორდეს, ოთხივე მხრიდან გავუჭრათ ნაპირები. კიდეებიც შეგიძლიათ, შუსწოროთ და მრგვალი ფორმა მისცეთ.

2. მოვამზადოთ ამოსავლები სოუსი: კვერცხი, კეფირი, მარილი და პილპილი ერთად ავთქვიფოთ და თანდათანობით დავუმატოთ ფქვილი. კარგად მოვურიოთ, რათა ფქვილი ბოლომდე გაიხსნას.

3. კომბოსტოს ფურცლები სათითაოდ ამოვავლოთ ამ სოუსში და წინასწარ გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან შევწვათ, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.

4. წვრილ სახეხზე გავხეხოთ ყველი და დავამატოთ გაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი კამა, მაიონეზი და კარგად გადავურიოთ.

5. კომბოსტოს ფურცლები სათითაოდ დავალაგოთ ლანგარზე და ყველის „კრემი“ წავუსვათ. გამზადებული „ნაპოლეონი“ შეგიძლიათ მორთოთ მწვანილით, ბოსტნეულით და გახეხილი ყველით.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი...

ბატატი ღუმელში

მაშარაფის რეცეპტი - როგორ მოვმზადოთ...

მაშარაფის რეცეპტი

უკრაინული გალუშკები - ნოყიერი საუზმ...

უკრაინული გალუშკები

სასწრაფო დახმარება ნაბახუსევზე - ნი...

ნივრის წვნიანი

თუ ოლივიე მოგბეზრდათ, სცადეთ ეს გან...

განსხვავებული სალათები
საახალწლო სუფრისთვის

განსხვავებული სალათა საახალწლო სუფრ...

განსხვავებული სალათა
საახალწლო სუფრისთვის

სოკოს წვნიანი - მოამზადეთ 20 წუთში

სოკოს წვნიანი