საჭირო ინგრედიენტები:
სტაფილო - 4 ცალი
კვერცხი - 5 ცალი
არაჟანი - 1-2 ს/კ
ნიორი - 2 კბილი
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. მოხარშეთ კვერცხი;
2. უმი სტაფილო და მოხარშული კვერცხი გახეხეთ სახეხზე;
3. გამოატარეთ ნიორი ნივრის საჭყლეტში;
4. სტაფილო და კვერცხი შეაზავეთ მარილით, ნივრითა და არაჟნით. გადაურიეთ.
სულ ეს არის.
გემრიელად მიირთვით!