ამ გემრიელ სალათს ერთი დიდი მინუსი აქვს: მომზადების პროცესი დიდხანს გრძელდება. მარტო ჭარხალი იხარშება ლამის ერთი საათი.
ჩვენ გასწავლით, როგორ შეიძლება მოხარშოთ ბოსტნეული 3 წუთში. და სანამ ისინი მოიხარშება, დანარჩენი ინგრედიენტები დაჭერით.
ინგრედიენტები:
ჭარხალი - 1 ცალი
კარტოფილი - 2 ცალი
სტაფილო - 2 ცალი
ხახვი - 1 ცალი
ბარდა - 300 გრ
კიტრის მწნილი - 2 ცალი
მზესუმზირის ზეთი - 3 ს/კ
წყალი - 3 ს/კ
პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. გაასუფთავეთ ჭარხალი, კარტოფილი და სტაფილო. დაჭერით კუბიკებად, ისე როგორც ჩვეულებრივ ჭრით ხოლმე, როცა ვინეგრეტს ამზადებთ.
2. ჩაყარეთ ჭარხალი სქელძირიან ქვაბში. დაასხით მცენარეული ზეთი და აურიეთ. გადაასწორეთ ფენა.
3. ზემოდან დააყარეთ უმი სტაფილო და ისევ გადაასწორეთ ფენა. მესამე ფენად დააყარეთ კარტოფილის კუბიკები.
4. დაამატეთ წყალი. გადააფარეთ ქვაბს ფოლგა და შედეგ დაახურეთ თავსახური, რათა ჰერმეტულობა დაიცვათ.
5. დადგით მაქსიმალურად მაღალ ცეცხლზე. როცა ქვაბში სითხე წამოდუღდება, ადუღეთ სამი წუთის განმავლობაში. შემდეგ ცეცხლი გამორთეთ და დატოვეთ პროდუქტი თავდახურულ ქვაბში გასაცივებლად.
6. დაჭერით კიტრის მწნილი და ხახვი. გახსენით კონსერვირებული ბარდა და გადაუწურეთ წყალი.
7. გადაურიეთ ინგრედიენტები, შეაზავეთ მარილითა და პილპილით და მიიტანეთ სუფრასთან!
გემრიელად მიირთვით!