ინგრედიენტები:
ხაჭო - 350 გრ
თეთრი შოკოლადი - 100 გრ
ნაღები - 2 ს/კ
ნაღების კარაქი - 100 გრ
შაქარი - 3 ს/კ
ვანილი - 5 გრ
ქიშმიში - 50 გრ
მომზადების წესი:
1. ხაჭო, შაქარი, ვანილი, ნაღები და ოთახის ტემპერატურის კარაქი გამოატარეთ წვრილ საცერში. შეიძლება სამზარეულოს კომბაინის გამოყენებაც: ამ შემთხვევაში მასა ბევრად გლუვი გამოვა და არც კორკოშელები შეჰყვება.
2. დაასხით ქიშმიშს ადუღებული წყალი, გააჩერეთ რამდენიმე წუთი და გადაწურეთ საწურზე.
3. გახეხეთ სახეხზე თეთრი შოკოლადის ნახევარი, ნახევარი კი მინანქრისთვის შეინახეთ.
4. შეურიეთ შოკოლადი და ქიშმიში ხაჭოს მასაში.
5. ნახვრეტებიან ფორმაში ჩააფინეთ მარლა ორ ფენად. დადგით ღრმა თეფშზე, გაავსეთ ხაჭოს მასით. გადააფარეთ ზემოდან მარლა და დაადეთ სიმძიმე, რათა კარგად დაიწუროს. შედგით მაცივარში მთელი ღამით (12-14 საათი საკმარისი იქნება).
6. გამოიღეთ მაცივრიდან უკვე ფორმამიცემული პასქა. გადაწურეთ წყალი, გადმოაბრუნეთ თეფშზე, მოხსენით ფორმა და ძალიან ფრთხილად შემოაცალეთ მარლა.
7. გაადნეთ თეთრი შოკოლადი და გადაასხით ზემოდან. პასქა შეგიძლიათ მორთოთ კენკროვანი ხილით, ცუკატებით ან მარმელადით.
გემრიელად მიირთვით!