ინგრედიენტები:
ქაშაყი - 3 ცალი
კეფირი - 500 მლ
მდოგვი - 2 ს/კ
ხახვი - 3 ცალი
შაქარი - 2 ს/კ
მომზადების წესი:
1. დამარილებული ქაშაყი დააფილევეთ და ულუფებად დაჭერით. ხახვი გაფცქვენით და ალყა-ალყა დაჭრით.
2. აურიეთ ერთმანეთში კეფირი, შაქარი და მდოგვი (თუ მწარე გიყვართ, მდოგვის რაოდენობა გაზარდეთ).
3. ღრმა ჭურჭლის ძირში პირველ ფენად ჩააწყვეთ ხახვის ნახევარი, შემდეგ ქაშაყი (ისიც ნახევარი) და მოასხით კეფირის სოუსი. გაიმეორეთ ფენები. ჭურჭელს გადააფარეთ საკვები ცელოფანი და შედგით მაცივარში 12 საათით.
სუფრასთან მიიტანეთ კარტოფილის პიურესთან ერთად. ამ გარნირით ეს კერძი ყველას მოსწონს, გამონაკლისის გარეშე.
გემრიელად მიირთვით!