ინგრედიენტები:
დაკონსერვებული თინუსი - 1 ცალი
სტაფილო - 1 ცალი
კრეკერი - 20 ფირფიტა
მაიონეზი - 2 ს/კ
არაჟანი - 2 ს/კ
ლიმონის წვენი - 1 ს/კ
მარილი - გემოვნებით
შავი პილპილი - 0.25 ჩ/კ
კამა - 1 კონა
მომზადების წესი:
1. სტაფილო გაასუფთავეთ და გამოაცხვეთ ღუმელში 180 გრადუს ტემპერატურაზე 40-50 წუთი. ან მოხარშეთ წყალში დარბილებამდე. დააბლენდერეთ პიურეს კონსისტენციამდე. აურიეთ 1 ს/კ მაიონეზთან, 0.5 ს/კ ლიმონის წვენთან, მარილთან და პილპილთან ერთად.
2. თევზს გადაუწურეთ სითხე, დაამატეთ 1ს/კ არაჟანი, დაასხით 0.5 ს/კ ლიმონის წვენი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა, მარილი და პილპილი, გემოვნებით, და გადაურიეთ.
3. კრეკერის ფირფიტაზე გადაუსვით თევზის მასა, დააფარეთ ზემოდან მეორე ფირფიტა და წაუსვით სტაფილოს პიურე. ზემოდან კიდევ ერთი თევზიანი ფირფიტა დაადეთ და დაახურეთ სუფთა კრეკერი. გამოგივათ ერთი სტაფილოს ფენა ორ თევზის ფენას შორის.
გემრიელად მიირთვით!