ორქიდეა - როგორი პირობებში სჭირდება ოთახში?

მებაღის რჩევები

29 აპრილი 12:00, 2015 წელი

ორქიდეა ულამაზესი ტროპიკული მცენარეა, რომელიც სხვადასხვა ფერისა და ფორმის სურნელოვანი ყვავილებით გამოირჩევა და  ჩვენში საოთახო დეკორატიულ მცენარედ გამოიყენება.

როგორ მოვუაროთ ორქიდეას ოთახის პირობებში და როგორ შევუქმნათ სასურველი გარემო?! ამ საკითხზე სამების საკათედრო ტაძრის მებაღე მაია ქურდაძე გვესაუბრება:


 


ორქიდეა
ორქიდეა ტროპიკული მცენარეა, რომელიც ორიგინალური ფორმის, ულამაზესი და უპირატესად სურნელოვანი ყვავილებით გამოირჩევა. ის ჩვენში, ძირითადად, საოთახო დეკორატიულ მცენარედ გამოიყენება, მაგრამ ველურ ბუნებაში – ტყეებში, ხეებზე  იზრდება და დიდი ხეების ფუღუროებსა და ტოტებს შორის შექმნილ უბეებში სახლობს, სადაც დროთა განმავლობაში უხვად გროვდება ხეებიდან ჩამოცვენილი ქერქი, ფოთლები და სხვა მცენარეული ნარჩენები. ასეთ ადგილებში მათი თესლი ხან ქარს, ხანაც რომელიმე ცხოველს ან ფრინველს მიაქვს, ხელსაყრელ გარემოში მოხვედრილი თესლი კი ადვილად ღივდება და მიწიდან საკმაოდ დიდ სიმაღლეზე იწყებს განვითარებას.


 


მორწყვა
ორქიდეების საარსებო გარემო სიმყუდროვეს, ჰაერის მაღალ ტენიანობასა და იშვიათად მორწყვას გულისხმობს. ხშირი ფოთლებით დაფარული ორქიდეები მხოლოდ წვიმის დროს ირწყვება, ოთახშიც ეს პირობა უნდა დაიცვათ: 
მცენარე მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ ორპირ ქარს და მხოლოდ 10-15 დღეში ერთხელ უნდა მორწყათ. მოსარწყავად საჭიროა, ორქიდეის ქოთანი წყლიან ჭურჭელში ჩადგათ, ყოველ მეორე-მესამე მორწყვაზე კი წყალში ორქიდეებისთვის განკუთვნილი სპეციალური სასუქი ან ჩვეულებრივი სასუქის ნახევარი დოზა ჩაამატეთ. ქოთანი პირთამდე წყალში 15-20 წუთი უნდა იდგეს, რომ სუბსტრატით კარგად გაიჟღინთოს, შემდეგ ამოიღეთ და ნათელ ადგილზე მოათავსეთ. 
სიცხის დროს, ორქიდეას შედარებით ხშირად სჭირდება მორწყვა, ხოლო თუ ოთახში სიცივეა, მორწყვაც უნდა შემცირდეს.


 


ჰაერის ტენიანობა
ორქიდეისთვის ჰაერის მაღალი ტენიანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, ამიტომ საჭიროა, მშრალი ჰაერის პირობებში მცენარეს სასურველი გარემო ხელოვნურად შეუქმნათ. ამისთვის ორქიდეა ქოთნით ფართო ლანგარზე უნდა მოათავსოთ, რომელზეც კენჭები, ნიჟარები და სხვა დეკორატიული მასალა ეყრება. კენჭებიან ლანგარზე წყალს ისე დაასხამთ, რომ ქოთანი წყალს არ ეხებოდეს. 
ასე, დროთა განმავლობაში, ქვემოდან აორთქლებული წყალი მცენარეს ტენიან მიკროკლიმატს შეუქმნის და საარსებო გარემოს გაუუმჯობესებს. 
დღის განმავლობაში მცენარე სასხურებლითაც შეგიძლიათ დანამოთ.


 


განათება და ტემპერატურა
ორქიდეას არ მოსწონს შუადღის მზის სხივები (ზედმეტი განათებისას ფოთლები ეწვება, ლაქები უჩნდება ან იჭმუჭნება და ჭკნება), ამიტომ მწველი სინათლე თხელი ფარდით უნდა გაუფანტოთ. სინათლის ნაკლებობისას მცენარეს ფოთლები მუქი მწვანე უხდება. ორქიდეას საჭირო ტემპერატურული რეჟიმი უნდა ჰქონდეს – მისთვის ოპტიმალური დღის ტემპერატურა 18-24C0 -ია, თუმცა ცოტათი უფრო მაღალ ტემპერატურასაც კარგად იტანს. იმისთვის, რომ მცენარემ კარგად იყვავილოს, აუცილებელია ღამის ტემპერატურა დღისაზე რამდენიმე გრადუსით დაბალი იყოს.



ნიადაგი
ორქიდეა სპეციალურ სუბსტრატში ირგვება, მათთვის დაუშვებელია ჩვეულებრივი მიწის ან ტორფის გრუნტის გამოყენება. სუბსტრატის ძირითადი შემადგენელია ხის ქერქის (ქოქოსის, ფიჭვის, მუხის და ა.შ.) ნამტვრევები, ამას შეიძლება ნახშირი, კერამზიტი, კორპის ნამცეცები, თიხის ნამტვრევები  და კაკლის ნაჭუჭიც დაემატოს. დროთა განმავლობაში სუბსტრატის შემადგენელი ნაწილები იშლება და ქოთნიდან გამოირეცხება, ამიტომ საჭიროა, ზემოჩამოთვლილი ნაწილები ქოთანში თქვენ თვითონ ჩაამატოთ.


 


გადარგვა

ორქიდეის გადარგვა საჭიროა მაშინ, როცა მიწისზედა ნაწილი გაიზრდება და არა მაშინ, როცა ქოთნიდან ფესვები გამოეზრდება. 
გადაზრდილი მცენარე ქოთნიდან ფრთხილად უნდა ამოიღოთ, გადაზრდის წინ დაჩუტული, მკვდარი ფესვები უნდა მოაჭრათ, ფესვებზე სუბსტრატის ის ნაწილი უნდა დაუტოვოთ, რომელზეც ფესვებით შეზრდილია, დანარჩენი კი მსუბუქად ჩამოფერთხოთ. 
გადარგვის შემთხვევაში მცენარე ძველ ქოთანზე 2-4 სმ-ით დიდ ქოთანში უნდა ჩარგოთ. წყალი ზემოდან უნდა გადაასხათ და გადარგვიდან 5-7 დღის განმავლობაში არ მორწყათ. ამ დროის გასვლის შემდეგ,  მცენარეს ჩვეულებრივად უნდა მოუაროთ.
რაც შეეხება მცენარისთვის განკუთვნილ ქოთანს, ორქიდეების ერთ სახეობას – ფალენოპსისს - განსაკუთრებული, გამჭვირვალე ქოთანი სჭირდება, რადგან მცენარის ეს სახეობა ფესვებიდანაც ითვისებს სინათლეს. ორქიდეების სხვა სახეობებისთვის კი გამჭვირვალე ქოთანი საჭირო არ არის, რადგან მათ ფესვებს სინათლე არ სჭირდებათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?