აგავა - მცენარე ტეკილას სამშობლოდან

მებაღის რჩევები

10 ივნისი 12:00, 2015 წელი

აგავა დეკორატიული მცენარეა, რომელიც ველურად მექსიკაში ხარობს და სამშობლოში მისგან უგემრიელეს სპირტიან სასმელებს ამზადებენ. ოთახის პირობებში შეგიძლიათ, მისი ნელა მოზარდი, შედარებით მცირე ზომის ჯიშები ახაროთ. გაგაცნობთ მცენარის მოვლისა და გამრავლების წესებს.

აგავა (Agave) - ამარილისისებრთა ოჯახის დეკორატიული მცენარეა (ზოგი მეცნიერი აგავასებრთა ოჯახს აკუთვნებს), რომელიც  ველურად მექსიკაში ხარობს. ცნობილია აგავას სამასამდე სახეობა. მათგან ყველაზე გავრცელებულია ამერიკული აგავა (Agava Americana), რომელიც გაშენებულია ყირიმისა და კავკასიის შავი ზღვის სანაპიროს პარკებში.


აგავას მოკლე ღერო და როზეტისებრად შეკრული, დიდი და ხორციანი ფოთლები აქვს. ზოგიერთ სახეობას შეიძლება ეკლიანი და ჭრელი ფოთლებიც ჰქონდეს. მცენარე მხოლოდ ერთხელ ყვავის - 6-15 წლის ასაკში, დაახლოებით, მაისიდან აგვისტომდე პერიოდში. ეზრდება 10-12 მ სიმაღლის ყვავილედის ყუნწი, რომელზეც უხვი რაოდენობის (17 ათასამდე) ყვავილი ვითარდება. ნაყოფის მომწიფების შემდეგ მცენარის ყველა მიწისზედა ორგანო ხმება, თუმცა ზოგიერთ სახეობას გახმობის შემდეგ ფესვებიდან ახალი მცენარე უვითარდება.
აგავას ფოთლებისაგან იღებენ ბოჭკოს და ამზადებენ თოკებს, ჯაგრისებს, უხეშ ქსოვილს და ა.შ. ნარჩენებისაგან კი შესაფუთი ქაღალდი მზადდება. საყოველთაოდ ცნობილია ისიც, რომ აგავის შაქრიანი წვენისაგან შესანიშნავ ალკოჰოლურ სასმელებს აყენებენ. მაგალითად: აგავას მუქი-მწვანე სახეობებისგან მექსიკური ტრადიციული ალკოჰოლური სასმელი - პულკე მზადდება, ხოლო მცენარის შუაგულისგან ასევე ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს - ტეკილასა და მესკალს ამზადებენ. ტეკილას დასამზადებლად, ძირითადად, ცისფერი აგავა (Agave tequilana) გამოიყენება. აგავას ზოგიერთი სახეობის ფესვებისგან მექსიკაში სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატებს ამზადებენ.


 


განათება და ტემპერატურა


ეცადეთ, აგავას ბუნებრივ პირობებთან მიახლოებული გარემო შეუქმნათ, ამისთვის კი საჭიროა, მცენარე რაც შეიძლება ნათელ ადგილას მოათავსოთ. მისთვის პრობლემას არც მზის პირდაპირი სხივები წარმოადგენს, ამიტომ ზაფხულობით
შეგიძლიათ გარეთ, ღია ცის ქვეშ გაიტანოთ. მცენარისთვისთვის საჭირო ოპტიმალური ტემპერატურა - ზაფხულში 20-250C, (თუმცა მცენარე უფრო ცხელ ზაფხულსაც მშვენივრად უძლებს), ზამთარში კი - 10-120C .
არსებობს მცენარის ყინვაგამძლე სახეობებიც, რომლებიც 6-80C -ც მშვენივრად იზამთრებენ. იმ შემთხვევაში, თუ აგავას ღია გრუნტში ახარებთ, ზამთარში აუცილებლად უნდა შეიფუთოს.


 


მორწყვა


აქტიური ვეგეტაციის პერიოდში აგავა ზომიერად - კვირაში 1-2-ჯერ უნდა მორწყათ, თუმცა მორწყვამდე მიწას ოდნავ შეშრობა დააცადეთ. ზამთარში კი მორწყვა მინიმუმამდე შეამცირეთ, ისე კი შეგიძლიათ, ზამთარში მცენარე საერთოდ არ მორწყათ.  ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ მორწყვის დროს წყალი როზეტის ცენტრში არ დაგროვდეს, ეს მცენარის ლპობას გამოიწევს. ამ შემთხვევაში ლპობის თავიდან ასაცილებლად მცენარე ქოთნიდან ამოიღეთ, გააშრეთ და ხელახლა ჩარგეთ.


 


ნიადაგი და გადარგვა


აგავა ადრე გაზაფხულზე, ძველთან შედარებით უფრო დიდი ზომის ქოთანში უნდა გადაირგას. ნიადაგის მიმართ ძალიან მომთხოვნი არ არის და თითქმის ყველა სახის ნიადაგს ეგუება, მაგრამ თუ გსურთ, რომ თქვენმა მცენარემ უფრო კარგად გაიხაროს, სასურველია, ნიადაგი ტორფით, ნაკელითა და ქვიშით შეაზავოთ. კარგი იქნება, თუ სამ კვირაში ერთხელ ამ ტიპის მცენარეებისთვის განკუთვნილ, რომელიმე კომპლექსურ სასუქსაც მიაწოდებთ.


გამრავლება


აგავა, ძირითადად, ამონაყარით მრავლდება, რომელიც მცენარეს გვერდითა ფოთლებზე უვითარდება.
ამისთვის საჭიროა: ამონაყარი მცენარეს მოსცლიდეს და ისეთივე გრუნტში დაირგას, როგორშიც დედა მცენარე იმყოფება.  


 


დაავადებები


აგავა გამძლეა მავნებლებისა და დაავადებების მიმართ, მაგრამ ხანდახან ქვედა ფოთლის კიდეებში მავნებელი მწერები - ე.წ. ცრუფარიანები უჩნდება, რომელთა მოცილება შესაძლებელია ფოთლების სპირტით ჩამოწმენდით, რის შემდეგაც ფოთლები აუცილებლად მშრალი ნაჭრით გაუწმინდეთ.


 


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?