დრაცენას მოვლისა და გამრავლების წესები

მებაღის რჩევები

13 ივნისი 12:00, 2015 წელი

დრაცენა აფრიკული მცენარეა, რომელიც ჩვენს ქვეყანაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ფართოდაა გავრცელებული საოთახო მემცენარეობაში. როგორ მოვუართ დრაცენას საქართველოს პირობებში და როგორია მისი გადარგვისა და გამრავლების წესები?! ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მებაღე მაია ქურდაძე გვესაუბრება.


დრაცენა
(Dracaena)  აფრიკული მცენარეა, რომელსაც სამშობლოში „დრაკონის ხე“ შეარქვეს იმის გამო, რომ ქვედა ფოთლები გახმობის შემდეგ დრაკონის ქერცლებივით რჩება. ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში დრაცენას ადგილობრივ სახეობას „ბედნიერების ხეს“ ეძახიან. სწორედ ამ სახეობის ტოტებია, ჩვენში რომ „ჩინურ ბამბუკს“ უწოდებენ და სინამდვილეში Dracaena sanderiana ჰქვია.


დრაცენა ბუნებაში მაღალ ხეებად იზრდება, ოთახის პირობებშიც კი, შეიძლება, სიმაღლით 3 მეტრს მიაღწიოს. სწორი მოვლის პირობებში შესაძლოა, დეკორატიული ეფექტი 15 წელიც არ დაკარგოს. საოთახო მემცენარეობაში დრაცენას რამდენიმე გამოყვანილ სახეობას იყენებენ, ესენია მცენარის  წვრილფოთოლა, ბრტყელფოთლებიანი და ჭრელფოთოლა კულტივარები. მცენარის ჭრელფოთოლა სახეობები ძალიან ლამაზი სანახავია და მათში ხშირად 2, 3 და ზოგჯერ 4 ფერიც კია გაერთიანებული.
საოთახო დრაცენებისთვის დამახასიათებელია მაგარი ღერო, რომელიც მანამ არ იტოტება, სანამ არ გადაჭრიან. ღეროს, ზრდის პარალელურად კი, ქვედა ფოთლები უხმება, რომლებიც ჩამოცვენის შემდეგ ღეროზე დამახასიათებელ  ნაჭდევებს ტოვებს. ღეროს წვერში ფოთლები როზეტად იზრდება, რომელიც გაბურძგნულ ქოჩორს მოგაგონებთ. მცენარის სახეობები ერთმანეთისგან ღეროს სისქითა და ფოთლების სიბრტყით განსხვავდება. მოვლის წესები კი ყველა სახეობისთვის ერთნაირია.


 




განათება
და ტეპერატურა


დრაცენას არც ერთ სახეობას  მზის პირდაპირი სხივები არ უყვარს (ფოთლები უხუნდება), მაგრამ ჭრელფოთლებიან სახეობებს მწვანეფოთლებიანებზე ცოტათი მეტი სინათლე სჭირდება. 
ამიტომ ჭრელფოთლიანი დრაცენა შედარებით ნათელ და მზიან ადგილას უნდა მოათავსოთ, მაგრამ არა კაშკაშა მზეზე. თუ ოთახში შესაბამისი განათება არ გაქვთ, შეგიძლიათ, დრაცენებს დღის სინათლე ხელოვნური განათებითაც შეუცვალოთ, ამისთვის ჩვეულებრივი ნათურა უნდა გამოიყენოთ.
დრაცენა ვერ იტანს ორპირ ქარს, სითბოც ზომიერი ურჩევნია. მაღალი ტენიანობის პირობებში ზაფხულის სიცხესაც უპრობლემოდ უძლებს, მაგრამ თუ ჰაერი მშრალია და ამას მაღალი ტემპერატურაც ემატება, მცენარის ფოთლის წვეროები ხმობას იწყებს.  რაც შეეხება ზამთრის ტემპერატურას, მცენარე აუცილებლად თბილ ოთახში უნდა გამოაზამთროთ, მაგრამ აუცილებლად მოარიდეთ გამათბობელ ხელსაწყოებს.


 


მორწყვა


დრაცენას ზომიერი მორწყვა სჭირდება. ზედმეტი წყლისგან ლპობას დაიწყებს და ამ მდგომარეობას ვეღარაფრით გამოასწორებთ. ამიტომ უმჯობესია, წყალი დააკლოთ, ვიდრე ზედმეტი მოგივიდეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მორწყვიდან მორწყვამდე მიწის ზედაპირი 2-3 სმ-ის სიღრმეზე გაშრეს. იმ შემთხვევაში, თუ დრაცენას წყალი მოაკლდება, ფოთლებს ქვემოთ დაუშვებს, მაგრამ, როგორც კი მორწყავთ, კვლავ ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება. მთავარია, ეს სისტემატურად არ ხდებოდეს, თორემ თუ მცენარე გამოშრა, ფოთლები ასეთ მდგომარეობაში დარჩება და დეკორატიულობას დაკარგავს. ზაფხულობით შეგიძლიათ, გრილი შხაპიც მოუწყოთ. ამით მცენარეს გაასუფთავებთ და გაახალისებთ.


 


ნიადაგი და გადარგვა


დრაცენა 2-3 წელიწადში ერთხელ უნდა გადაირგას და უმჯობესია, გაზაფხულზე, თუმცა თუ თბილი ამინდებია, წელიწადის სხვა დროსაც შეიძლება. საარსებოდ მსუბუქი და წყლის კარგად გამტარი ნიადაგი სჭირდება, ამისთვის კარგი იქნება, მიწა ხშირად გაუფხვიეროთ ან მასში თავიდანვე ცოტაოდენი ქვიშა, წვრილი ხრეში და დაფხვნილი აგური შეურიოთ. მეტი ნოყიერებისთვის კარგი იქნება დროდადრო  ოთახის მცენარეებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სასუქითაც გამოკვებოთ.  


 


გამრავლება


დრაცენა ყველაზე ადვილად კენწეროს კალმით მრავლდება. 
ამისთვის საჭიროა: მცენარე გადაჭრათ ისე, რომ ღეროს ქვედა ნაწილი სუსტი და ნედლი არ იყოს. 
მოჭრილი კალამი 1-2 საათით მშრალ ადგილას უნდა მოათავსოთ, შემდეგ კი წყალში ან მორწყულ პერლიტში ჩადოთ. კალამი მალე დაფესვიანდება და შეგიძლიათ მაშინვე ნიადაგში გადარგოთ. 
რაც შეეხება ძველ, გადაჭრილ მცენარეს ის გადაჭრილი ადგილის ქვემოდან ახალ ყლორტებს გამოიღებს და უფრო მეტად გახშირდება.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?