როგორი მოვუაროთ ყავის ხეს საქართველოს პირობებში

მებაღის რჩევები

20 ივნისი 12:00, 2015 წელი

ყავის ხე მარადმწვანე, მარცვლოვანი მცენარეა, რომლის არომატული მარცვლებისგან ყველასთვის ცნობილ და საყვარელ სასმელს - ყავას ამზადებენ. როგორც აღმოჩნდა, ამ მცენარის მოყვანა ჩვენს ქვეყანაშიცაა შესაძლებელი, თანაც ოთახის პირობებში.

ასე რომ, თუ ყველაფერს ქვემოთ მოყვანილი წესისამებრ შეასრულებთ, 3-4 წლის შემდეგ, საკუთარი ყავის ხიდან დაკრეფილი მარცვლებით მომზადებული ყავის დალევასაც შეძლებთ. 

ყავის ხე
(ლათ. Coffea) - მარადმწვანე, მარცვლოვანი მცენარეა, რომელიც აფრიკისა და აზიის ტროპიკულ მთებში ველურად იზრდება. 
არსებობს მისი 90-მდე სახეობა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მათგანია კულტივირებული მარცვლეულის მისაღებად (მოგეხსენებათ, რომ ყავის მარცვლებს ხალავენ, ფქვავენ და მისგან ყველასათვის ცნობილ სასმელს - ყავას ხარშავენ). 
ამ მიმართულებით, განსაკუთრებული ინტერესი ყავის ხის ორი სახეობის მიმართაა, ესენია: არაბული და კონგოლეზური ყავის ხეები, რომელთა მარცვლეულისგან უმაღლესი ხარისხის ყავას - „არაბიკასა“ და „რობუსტას“ აწარმოებენ. 



მარცვლეულის მისაღებადაა კულტივირებული ასევე, კამერუნული (აფრიკული) და ბენგალური ყავის ხე.
ყავის ხის სახეობების უმრავლესობა, მომცრო ზომის ხეებს ან მოზრდილ ბუჩქებს წარმოადგენს, ველურ ბუნებაში ხშირად 8 მ-მდეც იზრდება, თუმცა ოთახის პირობებში შეგვიძლია, მცენარეს ბუჩქის ფორმა მივცეთ, ისე რომ მისი სიმაღლე 1-15 მეტრს არ აღემატებოდეს. 
ყავის ხეს მომცრო, თეთრი ზომის ყვავილი აქვს, რომელიც ძლიერი ტროპიკული სურნელებით გამოირჩევა. ყავის ხის ყვავილს გააჩნია როგორც მდედრობითი (ბუტკოიანი), ისე მამრობითი (მტვრიანიანი) სასქესო ორგანოები და თვითდამტვერვა შეუძლია. რაც შეეხება ნაყოფს, ის ყვავილობიდან 3-4 თვეში მწიფდება და მომწიფებულ მდგომარეობაში მკვეთრი წითელი ან ბორდოსფერია.  
ყავის ხის თითქმის ყველა ნაწილი (ღერო, ფოთლები, ნაყოფი და ა.შ.)  შეიცავს კოფეინს, რომლითაც მცენარე თავს მავნებლებისგან იცავს.


განათება და ტემპერატურა

ყავის ხეს ზომიერად ნათელი ადგილი უყვარს.
მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ, რადგან მცხუნვარე მზეზე ფოთლები უყვითლდება და შეიძლება, საერთოდაც დაჭკნეს. ჩრდილიან ადგილას ყოფნით კი მცენარე, მართალია, არ დაიღუპება, მაგრამ ზრდას შეაჩერებს.
მიუხედავად იმისა, რომ სინათლე უყვარს, ზაფხულში უნდა მოუჩრდილოთ (ფანჯარას თხელი ტიულის ფარდა უნდა ჩამოაფაროთ), სწორედ ასე იქცევიან მის სამშობლოშიც და საჩრდილობლად ყავის ხის სიახლოვეს სხვა სახეობის ხეებს რგავენ.
მცენარის ტროპიკული წარმოშობიდან გამომდინარე, ყავის ხის ვეგეტაციისთვის ყველაზე სასურველი ტემპერატურა 25-300C-ია, თუმცა ზრდას არც ოთახის ტემპერატურაზე შეაჩერებს.
ზამთარში კი გაცილებით დაბალი ტემპერატურა ურჩევნია და საკმარისია ოთახში სადაც ყავის ხე დგას თერმომეტრი 15-160C-ს აჩვენებდეს.



მორწყვა
ზაფხულში ყავის ხე უხვად უნდა მორწყათ, ზამთარში კი შედარებით ზომიერად.
მორწყვის დროს  ოთახის ტემპერატურაც უნდა გაითვალისწინოთ.
ეცადეთ, ნიადაგი მუდამ ტენიანი იყოს, მაგრამ არა ზედმეტად სველი, რადგან ზედმეტი ნესტი მცენარისთვის ისევე არასასურველია, როგორც გამოშრობა.
გაითვალისწინეთ, რომ ყავის ხეს ტენიანი ჰაერი სჭირდება, ამიტომ ხანგამოშვებით ფოთლები ოთახის ტემპერატურის, რბილი (არა ხისტი) წყლით დაუნამეთ.
გარდა ამისა, კარგი იქნება თუ ქოთანს წყლით სავსე,  ფართო სადგამზე მოათავსებთ.


ნიადაგი და გადარგვა

ყავის ხე მჟავა რეაქციის ნიადაგში უნდა დავაბინაოთ, ამისთვის კი კარგია, თუ მცენარისთვის განკუთვნილ მიწას სფანგანუმს, ტორფს და ქვიშას გადაურევთ.
თვეში ერთხელ რომელიმე მინერალური ან ორგანული სასუქით უნდა  გაანოყიეროთ.
ამისთვის შეგიძლიათ, ვარდებისთვის განკუთვნილი სასუქები გამოიყენოთ.
მშრალი სასუქი მცენარეს ქოთანში, პირდაპირ მიწის ზედაპირზე უნდა მოაყაროთ.
რაც შეეხება მცენარის გადარგვას - ახალგაზრდა მცენარე (3 წლამდე) ყოველ წელს უნდა გადაირგოს, 3 წლის შემდეგ კი შეგიძლიათ, 2-3 წელიწადში ერთხელ გადარგოთ.
როცა მცენარე იმდენად გაიზრდება, რომ გადარგვას ვეღარ შეძლებთ, მიწის ზედა ფენა მაინც უნდა გამოუცვალოთ: დაახლოებით, 5-10 სმ-ის სიღმეზე ძველი მიწა მოაცალოთ და მის ნაცვლად ახალი ნაზავი დაყაროთ.



გამრავლება
ყავის ხე მარცვლით ან კალმით მრავლდება.
იმ შემთხვევაში, თუ მარცვლით გამრაველბას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ მაღაზიაში ნაყიდი მარცვლები არ გამოგადგებათ (თუდაც ის მოუხალავი იყოს).
მარცვალი უშუალოდ ყავის ხიდან უნდა ჩამოიკრიბოს (თუ თქვენს მეგობარს ან ნათესავს აქვს ყავის ხე, მაშინ გაგიმართლათ), შემდეგ გარსი შემოაცალოთ და ცოტა ხნით რომელიმე სტიმულატორში (მაგ: „ეპინში“, „კორნევინში“ ან „სტიმულინში“) უნდა ჩაალბოთ.
ასეთი წასით დამუშავებული ყავის მარცვალი, მსუბუქ და ფხვიერ მიწაში, 1,5-2 სმ. სიღრმეზე უნდა ჩათესოთ, ქოთანი კი მზიან ადგილას მოათვსოთ.
დათესვისთვის საუკეთესოა მაისის თვე.
პირველი ყლორტები კი, დაახლოებით 1-2 თვეში ამოიწვერება.
რაც შეეხება კალმით გამრავლებას, ამისთვის საჭიროა: მოაჭრათ მცენარეს შემაგრებული ზედა კალამი, ქვედა ნაწილით 5-8 საათის განმავლობაში ჰეტეროაუქსინის ხსნარში მოათავსოთ (1/4 აბი ჰეტეროაუქსინი უნდა გახსნათ 200 მლ.წყალში),  შემდეგ კი სუბსტრატში ჩარგოთ.
კალამს ზემოდან შუშის ქილა ან პოლიეთილენის გადაჭრილი ბოთლი უნდა დააფაროთ.
დაახლოებით, 1-1,5 თვეში კალამი  დაფესვიანდება და შეგიძლიათ, ჩვეულებრივი წესით მოუაროთ. დაფესვიანებისთვის ხელსაყრელი პერიოდია გაზაფხული.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?