ალოკეზია ოდორა - ულამაზესი გიგანტი აზიის ტროპიკებიდან

მებაღის რჩევები

18 ივლისი 12:00, 2015 წელი

ალოკაზია ნიუკასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლიანი მცენარეა, რომელიც 70-მდე სახეობას აერთიანებს. დღეს, ალოკაზიას ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ სახეობაზე - ალოკაზია ოდორაზე გესაუბრებით:


ალოკაზია ოდორა (Alocasia odora) -
ალოკაზიას ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა, რომელიც ძირითადად ტროპიკულ აზიაშია გავრცელებული. ალოკეზია ოდორას დიდი ზომის, პრიალა ფოთლები ამშვენებს და სიმაღლეში 2-2,5, ხანდახან 3 მეტრსაც აღწევს.
ოთახის პირობებში მცენარე იშვიათად ყვავის, მაგრამ თუ მაინც იყვავილა მოცისფრო-მომწვანო ბუტკოს ინვითარებს, სადაც წვრილ-წვრილი, სურნელოვანი  ყვავილებია მოთავსებული.
ალოკაზია ოდორა ხშირად ერევათ ალოკაზია არმაში.
ეს ორი სახეობა ერთი შეხედვით მართლაც ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ ალოკაზია ოდორასგან განსხვავებით, არმას არც ძალიან დიდი ზომის ფოთლები აქვს და არც მათი სიხშირით გამოირჩევა.
ეს ორი მცენარე ერთმანეთისგან მოვლის პირობებითაც განსხვავდება.
ამიტომ, თუ ალოკაზიას შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაარკვიეთ, მისი ზუსტი დასახელება.


ალოკაზია ოდორა შხამიანია და მისი დაზიანებული ან მოჭრილი ნაწილების ლორწოვან გარსზე მოხვედრას უნდა მოერიდოთ. ამიტომ უმჯობესია, მცენარესთან მუშაობის დროს ხელთათმანი გაიკეთოთ, სამუშაოების დამთავრების შემდეგ კი ხელი აუცილებლად საპნით დაიბანოთ.


 


განათება და ტემპერატურა
ალოკაზია ოდორა ნათელ ადგილას მოათავსეთ, მხოლოდ ისე, რომ მზის პირდაპირი სხივები არ ხვდებოდეს.
დიდი ზომის გამო, ბუნებრივია, მცენარე ფანჯრის რაფაზე კარგად ვერ განვითარდება, ამიტომ კარგი იქნება, თუ მას აივანზე გამავალ კართან, სამზარეულოში ან სააბაზანო ოთახში  მოათავსებთ.
ასეთ ადგილას მცენარე ტენსაც შეინარჩუნებს და გაცილებით უკეთესადაც გაიზრდება.
ალოკაზია ოდორა თავს განსაკუთრებით კარგად  გრძნობს სითბოში.
სიგრილეში ფოთლები სცვივა ან უყვითლდება.
ამიტომ გაზაფხულსა და ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა ოთახში 23-28 0 C  უნდა იყოს, ზამთარში კი 18-20 0 C -ს არ  უნდა ჩამოსცდეს.


 


ჰაერის ტენიანობა
ალოკაზია ოდორას ჰაერის მაღალი ტენიანობა სჭირდება, თუმცა ამ პირობის დაცვა თბილისისა და ზოგადად აღმოსავლეთ საქართველოს ბარის პირობებში ადვილი არ არის. 
ამიტომ კარგი იქნება, ტენიანობის ხელოვნურად ასამაღლებლად მცენარეს ქოთნის სადგამზე სველი ქვიშა ან კერამზიტი დაუყაროთ.


 


მორწყვა
ალოკაზია ოდორა ზაფხულში უხვად და ხშირად (2 დღეში ერთჯერ) უნდა მოირწყას, ზამთარში კი მორწყვა მინიმუმამდე შეამცირეთ.
მოსარწყავად ოთახის ტემპერატურის, ნადგომი წყალი გამოიყენეთ. კარგი იქნება თუ დროდადრო წყალს ფოთლებზეც შეასხურებთ. მცენარეს პერიოდულად ფოთლების სველი, რბილი ნაჭრით გაწმენდაც უხდება -ამით მას მტვერსაც მოაცილებთ და უკეთ სუნთქვაშიც დაეხმარებით.


ნიადაგი და გადარგვა
ახალგაზრდა ალოკაზია ოდორას გადარგვა ყოველ წელს სჭირდება, მოზრდილი მცენარე კი 2-3 წელიწადში ერხელ უნდა გადაირგას. 
ეცადეთ, მცენარე ძველი ქოთნიდან ისე ამოიღოთ, რომ ფესვები არ დაუზიანოთ. 
გადარგვისას არც ის დაივიწყოთ, რომ მცენარე შხამიანია და დაზიანებული ან მოჭრილი ნაწილების ლორწოვან გარსზე მოხვედრას უნდა მოერიდოთ.  
რაც შეეხება ნიადაგს, სასურველია ის შემდეგი შემადგენლობით მოამზადოთ: 
ტორფისა და ქვიშის ნაზავს (4/1) ცოტაოდენი წიწვოვანი და ფოთლოვანი მიწა გადაურიეთ. 
მოზრდილ მცენარეს ნიადაგში შეგიძლიათ, ცოტაოდენი გადამწვარი ნაკელიც ჩაუმატოთ.


 


განოყიერება
გაზაფხულზე და ზაფხულში ალოკაზია ოდორა თვეში 2-ჯერ, ფოთოლდეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე კომპლექსური სასუქით უნდა გაანოყიეროთ. წელიწადის სხვა დროს კი მცენარე არანაირ სასუქს არ საჭიროებს.


 


გამრავლება
ალოკაზია ოდორას გამრავლება შეგიძლიათ გაზაფხულზე - თესლით, ფესვის დაყოფით ან ღეროს კალმით.
თესლით გასამრავლებლად საჭიროა: მცენარის თესლი ტორფითა და ქვიშით მომზადებულ მსუბუქ სუბსტრატში არც ისე ღრმად მოათავსოთ და ზემოდან შუშა ან პოლიეთილენის თხელი ფენა დააფაროთ. ნათესს დროდადრო წყალი უნდა მოასხუროთ.
გაცილებით მარტივია მცენარის ფესვის დაყოფით და ღეროს კალმით გამრავლება.
ამ შემთხვევაშიც, დასაფესვიანებლად, ტორფითა და ქვიშით მომზადებული სუბსტრატი გამოგადგებათ.



შეწამვლა
მშრალი ჰაერი და მაღალი ტემპერატურა ზოგჯერ მცენარეზე მავნებლების გაჩენას იწვევს.
ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ, მცენარეს საპნიანი წყლით  ფოთლები და ღეროები სათითაოდ გაუწმინდოთ ან აკტელიკის ხსნარი (1-2 მლ. / 1 ლ. წყალი) შეასხუროთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?