როგორ მოვუაროთ შეფლერას ოთახის პირობებში?

მებაღის რჩევები

25 ივლისი 12:00, 2015 წელი

გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, რათა ეს არაჩვეულებრივი მცენარე თქვენს ინტერიერს რაც შეიძლება დიდხანს ალამაზებდეს.


შეფლერა (ლათ. Schefflera)
- არალიასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მარადმწვანე, ფოთოლ დეკორატიული მცენარეა, რომელიც 200-ზე მეტ სახეობას აერთიანებს და ძირითადად გავრცელებულია აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
ბუნებაში შეფლერას სახეობები ხეების, ბუჩქებისა და ლიანების სახით გვხვდება და მათი სიმაღლე 60 სმ-დან 2-2,5 მ-მდე მერყეობს. საოთახო  მემცენარეობაში შეფლერას შედარებით მცირე ზომის სახეობებია (Schefflera arboricola,  Schefflera digitata, Schefflera actinophylla, Schefflera oktophylla) გავრცელებული.
შეფლერას მთელი ხიბლი თითისებურად დაყოფილ ფოთლებშია, რომლებიც თითო ყუნწზე 7-10 ცალამდეა და ქოლგისებურადაა შეკრული. ფოთლების შეფერილობა შეიძლება იყოს სადა მწვანე, ან ჭრელი - თეთრი ან ყვითელი ლაქებით დაფარული. რაც შეეხება შეფლერას ყვავილს, ის ძალიან წვრილი, მწვანე, უსახური ყვავილედია და სურნელებითაც არ გამოირჩევა.


 


განათება და ტემპერატურა
შეფლერას კარგი განათება სჭირდება (განსაკუთრებით მის ჭრელფოთოლა ჯიშებს), ამიტომ კარგი იქნება, თუ მას ოთახში ყველაზე ნათელ ადგილას მოათავსებთ.
ფოთლები რომ არ დაეწვას, მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ და შუადღის მზე თხელი ფარდით გაუფანტეთ.
კარგია, თუ ოთახში ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა ზამთარ-ზაფხულ 18-22 გრადუსი იქნება.
დადგენილია, რომ კონდიცირებულ ოთახში შეფლერა თავს გაცილებით კარგად გრძნობს, მხოლოდ ისე დადგით, რომ გრილი ჰაერი პირდაპირ არ უბერავდეს.
მცენარე ორპირ ქარსაც მოარიდეთ.


 


ჰაერის ტენიანობა
შეფლერას ჰაერის მაღალი ტენიანობა მოსწონს, ამიტომ კარგი იქნება, დღეში ორჯერ მაინც ფოთლებზე წყალი შეასხუროთ.
მეტი ტენიანობისთვის შეგიძლიათ, სადგამზე სველი ქვიშა ან კერამზიტიც დაუყაროთ.


 


მორწყვა
შეფლერას ზომიერად მორწყვა სჭირდება, მხოლოდ ისე, რომ ნიადაგი მუდმივად ტენიანი (არა ძალიან სველი) ჰქონდეს.
მოსარწყავად ოთახის ტემპერატურის, ნადგომი წყალი გამოიყენეთ.
გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ დროდადრო გრილ შხაპს მოუწყობთ ან ფოთლებს სველი, რბილი ნაჭრით გაუწმენდთ - ამით მცენარეს მტვერსაც მოაცილებთ და უკეთ სუნთქვაშიც დაეხმარებით.


 


ნიადაგი და გადარგვა
ოთახის მცენარეების უმრავლესობის მსგავსად, ახალგაზრდა შეფლერაც წელიწადში 1-ხელ უნდა გადაირგას, ზრდასრულ მცენარეს კი გადარგვა 2 წელიწადში 1-ხელ, ან უფრო იშვიათად სჭირდება.
ნიადაგი წყლისა და ჰაერის კარგად გამტარი უნდა იყოს, ამიტომ კარგი იქნება სათბურის მიწის, ტორფისა და ქვიშის (3/1/1,5) ერთმანეთში გადარევა.
კარგი დრენაჟისთვის, სასურველია, ქოთნის ძირში ქვიშის სქელი ფენა მოუფინოთ.


 


განოყიერება
ზაფხულის პერიოდში შეფლერას განოყიერება თვეში 2-ჯერ სჭირდება.
ამისთვის შეგიძლიათ, რომელიმე მინერალური სასუქი გამოიყენოთ.
უკეთესია, თუ დეკორატიული პალმებისთვის განკუთვნილ სასუქს შეიძენთ და მცენარეს იმით გაანოყიერებთ.



გამრავლება
შეფლერა შეგიძლიათ, კალმით ან თესლით გაამრავლოთ.
კალმით გამრავლება ყველაზე მარტივი მეთოდია და ამისთვის საჭიროა:
მოაჭრათ მცენარეს ყველაზე კარგად განვითარებული კალამი და 6-8 საათით რომელიმე სტიმულატორში (მაგ., ჰეტეროაუქსინის ხსნარში) ჩადოთ.
ამგვარად დამუშავებული კალამი, დასაფესვიანებლად, ტორფისა და ქვიშის (1/1) ნაზავით სავსე კონტეინერში უნდა ჩარგოთ და 20-220C-ზე  მოათავსოთ.
სასურველი ტემპერატურის შესანარჩუნებლად, შეგიძლიათ, პოლიეთილენის პარკით კალამს პატარა სათბურიც მოუწყოთ - მთავარია, პერიოდულად განიავება და წყლის მოსხურება არ დაგავიწყდეთ.
დაფესვიანების შემდეგ მცენარე პატარა ქოთანში უნდა გადაიტანოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.


რაც შეეხება შეფლერას თესლით გამრავლებას, ესეც მარტივი, მაგრამ შედარებით ხანგრძლივი პროცესია, რომელიც იანვარ-თებერვალში უნდა განახორციელოთ.
თესლით გასამრავლებლად საჭიროა:
მცენარის თესლი რამდენიმე საათით რომელიმე სტიმულატორში (ამისთვის „ელინი“ ან „ცირკონი“ გამოდგება) ან თბილ წყალში მოათავსოთ.
ამის შემდეგ ტორფისა და ქვიშის ნაზავში (1/1) 10-15 სმ-ის სიღრმეზე  მოათავსოთ და ზემოდან პოლიეთილენის პარკი გადააფაროთ.
დროდადრო ნათესი პულვიზატორით უნდა მორწყათ და გაანიავოთ.
ქოთანში გადარგვა შეგიძლიათ მაშინვე, როგორც კი ნათესიდან 2-3  ყლორტი ამოიწვერება.


 


შეწამვლა
იმ შემთხვევაში, თუ შეფლერას ფოთლების უკანა მხარეს ობობას ქსელი ან მავნებლები გაუჩნდება, ფოთლები ჯერ სველი ნაჭრით გაასუფთავეთ, შემდეგ კი მცენარე კარბოფოსის ხსნარით შეწამლეთ (განსაკუთრებით ყურადღებით ფოთლის ქვედა მხარე დაამუშავეთ).
პროცედურა 2 კვირის შემდეგ გაიმეორეთ და ასე მოიქეცით მანამ, სანამ მცენარეს მთლიანად არ გაასუფთავებთ.
კარგი იქნება, თუ მცენარის ფოთლებს პერიოდულად საპნიანი წყლითაც დაამუშავებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?