აგლაონემა - მცენარე, რომელიც ბინაში აუცილებლად უნდა იყოლიოთ

მებაღის რჩევები

5 აგვისტო 12:00, 2015 წელი

დიფენბახიას მონათესავე ეს ფოთოლდეკორატიული მცენარე ჯერჯერობით არცთუ ისე ფართოდაა გავრცელებული საოთახო მემცენარეობაში, თუმცა, დარწმუნებული ვარ, როცა მის სასარგებლო თვისებებზე შეიტყობთ, აუცილებლად გამოუყოფთ ერთ-ერთ საპატიო ადგილს თქვენს ბინაში.


აგლაონემა (ლათ. Aglaonema)
- ნიუკასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მარადმწვანე მცენარე, რომლის სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. აქ ის ტყეების ქვედა იარუსზე და მდინარისა და ნაკადულის ნაპირებზეა გავრცელებული.
დიფენბახიისგან განსხვავებით, აგლაონემა შედარებით ტანდაბალია (70 სმ-მდე იზრდება) და მოკლე, ხორცოვანი ტოტებით გამოირჩევა. ვარჯი ძალიან მოკლე, თითქმის შეუმჩნეველი აქვს და ძალიან ხშირად ძირიდანვე იტოტება. ფოთლები ლანცეტისებური აქვს, 10-15 სმ სიგრძის და შეიძლება იყოს, როგორც სადა მწვანე, ისე ჭრელი - ფერადი ხაზებით ან ლაქებით მოხატული.
აგლაონემა ოთახის პირობებში იშვიათად ყვავის, თუმცა კარგი მოვლის პირობებში შეიძლება, ზაფხულობით აყვავდეს კიდეც. ყვავილები უსახური და წვრილი აქვს, ამიტომ მცენარის მთელი სილამაზე მისი მკვრივი და მოხატული ფოთლებია. აგლაონემას ნაყოფს მომწიფების შემდეგ აშრობენ და მცენარის გასამრავლებლად იყენებენ.
ნიუკასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეების უმეტესობის მსგავსად, აგლაონემას წვენი ლორწოვანს აღიზიანებს და ამიტომ მასთან მუშაობისას აუცილებლად ხელთათმანი გამოიყენეთ, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ხელები საპნით კარგად დაიბანეთ.


 


სასარგებლო თვისებები
აგლაონემას სასარგებლო თვისებების შესახებ არაერთი პუბლიკაცია არსებობს, სადაც აღნიშნულია, რომ მცენარე ეფექტურად ასუფთავებს ოთახის ჰაერს მომწამვლელი მინარევებისგან - მეთანი, ბენზოლი, ავეჯის, პლასტიკატისა და საღებავებისგან გამოყოფილი ნივთიერებები და ა.შ.
აგლაონემა, ასევე, ანადგურებს სტრეპტოკოკურ ინფექციას, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, არაერთ ინფექციურ და ინფექციურ-ალერგიულ დაავადებას იწვევს.


 


განათება და ტემპერატურა
აგლაონემას მწვანე ფოთლიანი სახეობები ჭრელფოთოლა ჯიშებზე ნაკლებ განათებას საჭიროებენ.
ჭრელფოთოლა ჯიშები კი აუცილებლად ნათელ ადგილას უნდა მოათავსოთ, სადაც არც მზე დააცხუნებს და შუქიც გაფანტული იქნება.
ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა 20-25 გრადუსი უნდა იყოს, ზამთარში კი 16 გრადუსს არ უნდა ჩამოსცდეს.
დაუშვებელია ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ან მცენარის ორპირ ქარში მოთავსება.


 


ჰაერის ტენიანობა
აგლაონემას მაღალი ტენიანობის ჰაერი ურჩევნია, ამიტომ კარგი იქნება, თუ ზაფხულობით წყალს შეასხურებთ ან გრილ შხაპს მოუწყობთ.
დროდადრო ფოთლები სველი ტილოთიც გაუწმინდეთ - ასე მცენარეს მტვერსაც მოაცილებთ და სუნთქვაშიც დაეხმარებით.


 


მორწყვა
ზაფხულობით აგლაონემა რეგულარულად და უხვად უნდა მოირწყას, შემოდგომა-ზამთარში კი მორწყვა შედარებით უნდა შეამციროთ და მიწის ზედაპირის გამოშრობას დაელოდოთ.
ეცადეთ, მიწა ზედმეტად არ გამოუშრეს, თორემ მცენარე ჭკნობას დაიწყებს.
ცივ პერიოდში კი ზედმეტი მორწყვისგან  ფესვებში წყალი ჩაუდგება და დალპება.
ამიტომ ეცადეთ, მორწყვის წესები ზედმიწევნით ზუსტად შეასრულოთ.


 


ნიადაგი და გადარგვა
აგლაონემა ნელა მზარდი მცენარეა, ამიტომ ხშირი გადარგვა არ ესაჭიროება.
სანამ ახალგაზრდაა, შეგიძლიათ, ყოველ გაზაფხულზე გადარგოთ, ზრდასრულ მცენარეს კი გადარგვა 3-5 წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად სჭირდება.
აგლაონემას მსუბუქი და ფხვიერი ნიადაგი მოსწონს, რომელიც წყალსა და ჰაერს კარგად ატარებს.
ამიტომ კარგი იქნება, თუ 1 წილ მსუბუქ, კორდის მიწას, 1 წილი ტორფით, 2 წილი ქვიშითა და 1 წილი ნეშომპალით გადააზავებთ.


 


განოყიერება
აგლაონემა აქტიური ზრდის პერიოდში, თვეში 2-ჯერ რომელიმე თხევადი მინერალური სასუქით გაანოყიერეთ.
ზამთარში მცენარეს განოყიერება არ სჭირდება.


 


გამრავლება
აგლაონემა შეგიძლიათ თესლით, კალმით ან ძირის დაყოფით გაამრავლოთ.
ა) ყველაზე მარტივი ძირის დაყოფის მეთოდია, რისთვისაც უკვე კარგად დაფესვიანებული, 3-4 ფოთლიანი „შვილეული“ ძირები გამოგადგებათ. სასურველია, ამ წესით გამრავლება „დედა“ მცენარის გადარგვისას განახორციელოთ.
თესლითა და კალმით გამრავლება კი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რადგან მცენარე ნელა იზრდება და შესაბამისად, თესლიცა და კალამიც ნელა განვითარდება. თუმცა თუ ენთუზიასტი ხართ და თანაც არსად ჩქარობთ, შეგიძლიათ, ეს მეთოდებიც სცადოთ:
ბ) აგლაონემას თესლი გაზაფხულზე (თებერვალი-მარტი) მსუბუქ და ფხვიერ მიწაში უნდა ჩათესოთ და ზემოდან შუშის ქილა დააფაროთ. დროდადრო ნათესს წყალი უნდა მოასხუროთ და გაანიავოთ. როგორც კი პირველი ყლორტი კარგად ამოიწვერება, შეგიძლიათ, ცალკე ქოთანში გადარგოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.
გ) რაც შეეხება კალმით გამრავლებას, ამისთვის 4-5 სმ. სიგრძის კალამი გამოგადგებათ, რომელიც ასევე მსუბუქ, ფხვიერ მიწაში უნდა ჩარგოთ და დროდადრო წყალი დაასხუროთ. კალმის დასაფესვიანებლად წელიწადის თბილი დრო გამოგადგებათ.


 


დაავადებები
აგლაონემას ყველაზე ხშირად ობობის ტკიპა ან სხვა მავნებელი მწერები უჩნდება, ამიტომ კარგი იქნება, ფოთლები რეგულარულად დაუთვალიეროთ და სველი ტილოთი ხშირ-ხშირად გაუწმინდოთ.
იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს სოკოვანი დაავადება გაუჩნდა და ფოთლები დაულაქავდა, ფუნგიციდის ხსნარი შეასხურეთ.


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?