ციპერუსი

მებაღის რჩევები

12 აგვისტო 12:00, 2015 წელი

ციპერუსი აქტიურად გამოიყენება საოთახო მემცენარეობაში. ის დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს ნორმალურ ძილს და აუმჯობესებს მეხსიერებას. სწორედ ამიტომ სასურველია, ამ მცენარით საძინებელი, საბავშვო ოთახი ან სამუშაო კაბინეტი დაამშვენოთ.


ციპერუსი (ლათ. Cyperus)
– ისლისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა, რომელიც ბუნებრივად გვხვდება აფრიკის ტროპიკებსა და მადაგასკარში, სადაც ჭაობებსა და მდინარის ნაპირებზე იზრდება და უზარმაზარ ჭალებს ქმნის.


ბუნებრივ პირობებში, ციპერუსი სიმაღლით 1,5-2 მეტრს აღწევს, დეკორატიულ მებაღეობაში კი მისი შედარებით მომცრო ზომის სახეობები გამოიყენება.
ციპერუსს გრძელი და წვრილი ღეროები აქვს, რომელთა ბოლოები გაშლილი ქოლგის მსგავსად შეკრებილი გრძელი და წვრილი ფოთლებით ბოლოვდება. მცენარის ღეროებისგან ძველად პაპირუსს ამზადებდნენ, მისი ძირები კი საკვებად გამოიყენებოდა.  
ციპერუსი განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება დეკორატიული შადრევნებისა და ხელოვნური ჩანჩქერების მოსაწყობად, თუმცა არანაკლებ გავრცელებულია საოთახო მემცენარეობაშიც.
გარდა ამისა, ციპერუსი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს ნორმალურ ძილს და აუმჯობესებს მეხსიერებას. სწორედ ამიტომ, სასურველია, მცენარე საძინებელში, საბავშვო ოთახში ან სამუშაო კაბინეტში დადგათ.


 



განათება და ტემპერატურა
ციპერუსს კარგად განათებული ადგილი სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ღეროები დაურბილდება და ძირს დაეშვება. თუ ბუნებრივი განათების საშუალება არ არსებობს, შეგიძლიათ, მცენარეს ეს პირობა ე.წ. შუქდიოდური ნათურის მეშვეობით შეუქმნათ.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ზაფხულში 18-25 გრადუსი უნდა იყოს, ზამთარში კი 16 გრადუსს არ უნდა ჩამოსცდეს.


 


ჰაერის ტენიანობა
ჰაერის მაღალი ტენიანობა ციპერუსისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს.
ამიტომ სასურველია, ფოთლებზე წყალი ყოველდღიურად შეასხუროთ, ქოთანი კი წყლიან ჭურჭელში მოათავსოთ, ასე მცენარე ყოველდღიურად შეიწოვს საჭირო რაოდენობის წყალს, რაც ტენიანობის ამაღლებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.


 


მორწყვა
ციპერუსი წელიწადის ყველა დროს რეგულარულად და უხვად უნდა მორწყათ - ისე რომ მიწა არ გამოუშრეს.
სასურველია, სადგამზე წყალი მუდმივად ჰქონდეს ან, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ქოთნიანად წყლიან ჭურჭელში მოათავსოთ.


 


ნიადაგი და გადარგვა
მოზრდილ ციპერუსს გადარგვა ზაფხულობით, ძველზე ოდნავ დიდ ქოთანში სჭირდება.
ნიადაგი კი თანაბარი რაოდენობის თიხისგან, კორდის მიწისგან, ტორფისა და ქვიშისგან შეამზადეთ.  
ამ შემთხვევაში, დრენაჟი აუცილებლობას არ წარმოადგენს.


 


განოყიერება
იქიდან გამომდინარე, რომ მცენარეს მოსვენების პერიოდი არ აქვს და მუდმივად იზრდება, საჭიროა რეგულარულად განოყიერდეს - გაზაფხულსა და ზაფხულში ყოველ 10-14 დღეში 1-ხელ, ზამთარში კი თვეში 1-ხელ.
გასანოყიერებლად შეგიძლიათ ნებისმიერი სასუქის გამოყენება.


 


გამრავლება
ციპერუსი შეგიძლიათ, მცენარის დაყოფით და ღეროს დაფესვიანებით გაამრავლოთ.
მცენარის დაყოფა უმჯობესია გაზაფხულზე, გადარგვისას.
ხოლო ღეროს დასაფესვიანებლად წელიწადის ნებისმიერი დრო გამოგადგებათ.
ღეროს დაფესვიანება საინტერესო პროცესია: მცენარეს მოაჭერით „ქოლგა“, ისე რომ ზედ, დაახლოებით, 5 სმ-ს სიგრძის ღერო დაუტოვოთ და წყლიან ჭურჭელში ან სველ ქვიშაში თავქვე (ღეროთი ზემოთ) მოათავსეთ.
2 კვირის შემდეგ ღერო დაფესვიანდება და შეგიძლიათ, მაშინვე სველ მიწაში გადარგათ.
რამდენიმე კვირაში მიწიდან ახალი მწვანე ყლორტები ამოიწვერება.
ამის შემდეგ შეგიძლიათ ახალ მცენარეს ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.


 


 


 


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?