კლივია - მოვლისა და გამრავლების წესები

მებაღის რჩევები

2 სექტემბერი 12:00, 2015 წელი

კლივია ამარილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ულამაზესი მცენარეა, რომელიც მხოლოდ სამ სახეობას აერთიანებს და სამივე მათგანი ფართოდაა გავრცელებული საოთახო მემცენარეობაში.

კლივია (ლათ. Clivia) - ამარილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე და მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც მხოლოდ სამ სახეობას (Clivia miniata, Clivia gardenia, Clivis nobilis) აერთიანებს და, ძირითადად, სამხრეთ აფრიკის ტენიან სუბტროპიკულ ტყეებშია გავრცელებული.
კლივიას მუქი მწვანე, ქამრისებურად წაგრძელებული ფოთლები აქვს, რომლებიც ღეროზე როზეტისებურადაა განლაგებული და ერთმანეთს მჭიდროდ ებჯინება. ზანზალაკის ფორმის თეთრი, ფორთოხლისფერი, ყვითელი ან წითელი ყვავილები კი გრძელ ღეროზე თაიგულივითაა შეკრებილი და ძალიან ლამაზ სანახაობას წარმოადგენს.


 


განათება და ტემპერატურა
კლივიას კარგი განათება სჭირდება, მხოლოდ  მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ.
ზაფხულობით უმჯობესია, სუფთა ჰაერზე გაიტანოთ ან ნახევრად ჩრდილში დადგათ და ოთახი ხშირად გაანიავოთ.
ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა გაზაფხულსა და ზაფხულში 20-25 გრადუსია, ხოლო ოქტომბრიდან 12-14 გრადუსიც კი კმარა.


 


ჰაერის ტენიანობა
ჰაერის ტენიანობის მხრივ კლივია მაინცდამაინც მომთხოვნი არ გახლავთ და დაბალი და საშუალო ტენიანობის პირობებშიც ნორმალურად იზრდება.



მორწყვა
კლივიას ვეგეტაციის პერიოდში ზომიერი მორწყვა სჭირდება.
ყურადღება მიაქციეთ, რომ მორწყვის შემდეგ სადგამზე წყალი არ დარჩეს.
მოსვენების პერიოდში კი (შემოდგომის დაწყებისთანავე) მორწყვა საერთოდ შეწყვიტეთ ან მინიმუმამდე შეამცირეთ. მოსარწყავად ოთახის ტემპერატურის, ნადგომი წყალი გამოიყენეთ.


 


ნიადაგი და გადარგვა
კლივიას გადარგვა მხოლოდ მაშინ სჭირდება, როცა მისი ფესვები ძველ ქოთანს გადაავსებს.
ეცადეთ, მცენარე ქოთნიდან ფრთხილად ამოიღოთ, რადგან მისი წვნიანი, ხორცოვანი ფოთლები შესაძლოა, ადვილად დაზიანდეს.
კლივია ნიადაგის მიმართ მაინცდამაინც მომთხოვნი არ არის და ღარიბ ნიადაგშიც კარგად ხარობს, თუმცა უკეთესი იქნება, თუ მცენარეს ჩვეულებრივი კორდის მიწის, ნაკელის, ტორფისა და ქვიშის ნარევში ჩარგავთ.
ქოთნის ფსკერზე კარგი დრენაჟისთვის კენჭები ან კერამზიტის ნატეხის თხელი ფენა მოუფინეთ.
ასე ფესვებში წყლის ჩადგომასა და მცენარის ლპობას აიცილებთ თავიდან.


 


განოყიერება
კლივიას განოყიერება აქტიური ზრდისა და ყვავილობის პერიოდში სჭირდება.
ყვავილობისას მცენარე ორ კვირაში ერთხელ რომელიმე ორგანული და მინერალური სასუქით (შენაცვლებით) უნდა გაანოყიეროთ.
ყურადღება მიაქციეთ, რომ სასუქი დიდი რაოდენობით აზოტს არ შეიცავდეს, რადგან ჭარბი აზოტის მიღება ხელს უშლის მცენარის ხელმეორედ ყვავილობას და მხოლოდ ფოთლების ზრდას ასტიმულირებს.


 


გამრავლება
კლივია შეგიძლიათ, თესლით ან მცენარის ირგვლივ განვითარებული ამონაყარით გაამრავლოთ.
თესლით გასამრავლებლად საჭიროა: მცენარის კარგად დამწიფებული თესლი ქვიშისა და ტორფის ნაზავში დათესოთ, ზემოდან შუშის ქილა, ან პოლიეთილენის ბოთლი დააფაროთ და თბილ ადგილას მოათავსოთ. ნათესს დროდადრო წყალი უნდა მოაპკუროთ და გაანიავოთ. დაახლოებით 4-6 კვირაში მიწიდან პირველი ყლორტებიც ამოიწვერება და შეგიძლიათ მცენარე ცალკე ქოთანში გადარგოთ.
რაც შეეხება, მცენარის ამონაყარით გამრავლებას, ამისთვის დედა მცენარეს ამონაყარი (ზედ 4 ფოთოლი მაინც უნდა იყოს) ფრთხილად უნდა მოაშორო და ნეშომპალისა და ქვიშის ნაზავში ჩარგოთ. როცა ამონაყარი მოძლიერდება, ცალკე ქოთანში უნდა გადაიტანოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.



დაავადებები
არასწორი მოვლის პირობებში, კლივიას შეიძლება მავნებლები გაუჩნდეს.
მავნებლებთან საბრძოლველად ეფექტურია მცენარის საპნიანი წყლით გაწმენდა და ფოთლებზე აკტელიკის ხსნარის შესხურება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?