სედუმის მოვლისა და გამრავლების წესები

მებაღის რჩევები

26 სექტემბერი 12:00, 2015 წელი

სედუმი მსუქანისებრთა ოჯახის ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენელია, რომელიც მარტივად შეგიძლიათ, გამოზარდოთ როგორც ღია გრუნტში, ისე ოთახის პირობებში.

სედუმი (Cedum) - მსუქანისებრთა ოჯახის მცენარე, რომელიც 600-მდე სახეობას აერთიანებს და წარმოდგენილია როგორც ბალახოვანი, ისე ნახევრად ბუჩქების სახით.
სედუმის სახეობების უმრავლესობა სუკულენტია და ფართოდაა გავრცელებული დედამიწის სხვადასხვა კლიმატურ ზონაში. ზოგიერთი სახეობა ზომიერ ყინვასაც უძლებს და შეგიძლიათ, ღია გრუნტში გამოზარდოთ. თუმცა, მცენარის სუბტროპიკული სახეობები, ძირითადად, საოთახო მემცენარეობაშია გავრცელებული.
სედუმების ზოგიერთ სახეობას გრძელი, დატოტვილი ღეროები აქვს, ზოგს კი - მოკლე, როზეტისებური. ფოთლები ხორცოვანია, მათი ფორმა კი დამოკიდებულია კონკრეტულ სახეობაზე და შესაძლოა იყოს - წაგრძელებული, მრგვალი და ამობურცული, ცილინდრისებური, ნიჩბის ფორმის და ა.შ.
ფოთლების შეფერილობაც სხვადასხვაა - ღია მწვანე, მოცისფრო-მომწვანო, კრემისფერი, მოწითალო და ა.შ. ზოგიერთ სახეობას ფოთლები ორ ფერში აქვს - ფოთოლი მწვანეა, ხოლო ბოლოები - მოწითალო ვარდისფერი.
სედუმის ყვავილობა ხანმოკლეა, მოკლე ყვავილედზე შეკრებილი, წვრილ-წვრილი ყვავილები კი თითქმის შეუმჩნეველი.
სედუმის პრაქტიკულად ყველა სახეობა მარტივი მოსავლელია, ადვილად მრავლდება და განსაკუთრებით მიმზიდველია სხვადასხვა კომპოზიციებისთვის. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ 2-3 წლის შემდეგ (ზოგიერთი სახეობა 4-6 წლის შემდეგ) მცენარე დეკორატიულობას კარგავს და ამიტომ აუცილებლად უნდა დაიყოს და კალმებით ხელახლა გამრავლდეს.


 


განათება და ტემპერატურა
სედუმი სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ კარგად განათებულ ადგილას უნდა მოთავსდეს.
კარგად იტანს სიცხეს, შუქის უკმარისობისას კი ღეროები უგრძელდება და უშიშვლდება.
ჩრდილში მცენარე ყვავილობასაც წყვეტს.
რაც შეეხება ტემპერატურას, სედუმი ამ მხრივ პრეტენზიული არ გახლავთ და ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებსაც კარგად უძლებს.
ზოგიერთი სახეობა შეგიძლიათ, ღია გრუნტში გამოაზამთროთ, ზოგი სახეობა ზამთარში +5 გრადუსსაც კარგად უძლებს. თუმცა, სედუმის აბსოლუტურად ყველა სახეობისთვის იდეალური იქნება, თუ ზაფხულში სუფთა ჰაერზე გაიტანთ, ზამთარში კი ოთახის ტემპერატურა 8-12 0C -ის ფარგლებში უნდა მერყეობდეს.


 


ჰაერის ტენიანობა
ჰაერის მაღალი ტენიანობა სედუმისთვის მნიშვნელოვან პირობას არ წარმოადგენს.
დროგამოშვებით ფოთლებზე წყლის შესხურება კი  ფოთლებიდან მტვრის მოსაშორებლადაა რეკომენდებული.



 


მორწყვა
სედუმი ზაფხულში ზომიერად უნდა მოირწყას, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიწის ზედაპირი გამოუშრება. ზამთარში კი მორწყვა შედარებით უნდა გააიშვიათოთ, რადგან ფესვებში წყლის ჩადგომა მათ გაყინვასა და მცენარის კვდომას გამოიწვევს.


 


ნიადაგი და გადარგვა
სედუმი იშვიათად უნდა გადაირგას: ახალგაზრდა მცენარე - 2 წელიწადში 1-ხელ, ხოლო ზრდასრული - 3-4 წელიწადში 1-ხელ.
ქოთანი აუცილებლად ფართო და არა ღრმა უნდა იყოს, რადგან სედუმი ფესვთა სისტემას ჰორიზონტალურად ივითარებს.
რაც შეეხება ნიადაგს, კარგი იქნება, თუ მცენარეს კაქტუსებისთვის განკუთვნილ ნიადაგში გამოზრდით. შეგიძლიათ, კორდის მიწის, ნეშომპალასა და მსხვილი ქვიშის ნაზავიც გამოიყენოთ. კარგი დრენაჟისთვის აუცილებელია ქოთნის ძირში მსხვილი კენჭებიც მოათავსოთ.


 


განოყიერება
სედუმი გაზაფხულსა და ზაფხულში უნდა განოყიერდეს, ამისთვის შეგიძლიათ, კაქტუსებისთვის და სიკულენტებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი სასუქი გამოიყენოთ.


 


გამრავლება
სედუმის გამრავლება ბუჩქის დაყოფით ან ღეროსა და ფოთლის კალმის დაფესვიანებით შეგიძლიათ.
ღეროს დაფესვიანებისთვის საჭიროა: კალამი ჯერ რამდენიმე საათით მშრალ და ბნელ ადგილას მოათავსოთ, შემდეგ კი ქვიშაში ან პერლიტში დააფესვიანოთ. დაფესვიანებისთვის საჭირო ტემპერატურა 16-20 გრადუსია.  
რაც შეეხება ფოთლის დაფესვიანებას, იმავე წესით უნდა მოხდეს, მხოლოდ ფოთლის კალმებს ზემოდან პოლიეთილენი უნდა დააფაროთ და რეგულარულად მორწყათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?