ოლეანდრა - როგორ მოვუაროთ ოთახის პირობებში?!

მებაღის რჩევები

30 სექტემბერი 12:00, 2015 წელი

ეს რჩევები ოლეანდრას მოვლისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ! 


ოლეანდრა (ლათ. Nerium)
- ეს მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე, ძირითადად, დედამიწის სუბტროპიკულ რაიონებშია გავრცელებული. ოლეანდრის ჭალები გვხვდება ევროპის სამხრეთ ნაწილში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ჩინეთსა და იაპონიაში - უმეტესად,  მდინარეებისა და ჩანჩქერების ნაპირებთან.
ოლეანდრას ტოტები მსხვილი, ხუთფოთოლა ყვავილებითაა დაფარული, რომლებიც ყვავილედზე ფუნჯისებურადაა შეკრული და მკვეთრი სურნელით გამოირჩევა.
ყვავილების შეფერილობა მრავალნაირია - წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, თეთრი და ა.შ.
არსებობს, ასევე, სახეობები ბარხატისებური ყვავილებით.
ბუჩქის სიმაღლე დამოკიდებულია კონკრეტულ სახეობაზე და, შესაძლოა, 1მ-დან 3 მ-მდე მერყეობდეს. საოთახო მემცენარეობაში გავრცელებულია ოლეანდრას შედარებით ტანმომცრო სახეობები.
ოლეანდრას თითქმის ყველა ნაწილი შხამიანია, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს, მცენარის რომელიმე ნაწილი შემთხვევით პირში არ ჩაიდონ. მცენარესთან მუშაობა რეკომენდებულია ხელთათმანებით, ხოლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ ხელები აუცილებლად საპნით დაიბანეთ.


 


განათება
ოლეანდრას ყვავილობისთვის კარგი განათება სჭირდება, ამიტომ საუკეთესოა მცენარის სამხრეთ ფანჯარაზე მოთავსება.
შუქის უკმარისობისას ოლეანდრას ღეროები უგრძელდება, ფოთლები სცვივა, ხოლო საყვავილე კვირტები (თუ ისინი საერთოდ განვითარდნენ) აღარ იშლება.
მაისიდან შეგიძლიათ მცენარე აივანზე გაიტანოთ - სადაც შუქიც მეტია, სუფთა ჰაერიც და დღისა და ღამის ტემპერატურაც იცვლება. ეს ყველაფერი სუბტროპიკულ მცენარეზე დადებითად აისახება, მხოლოდ ხანგრძლივ წვიმებს უნდა მოარიდოთ.


ტემპერატურა
გაზაფხულსა და ზაფხულში ოპტიმალური ტემპერატურა 20-27 გრადუსია.
სიცხეში მცენარე რომ არ გადახურდეს, სასურველია, აივანზე გაიტანოთ.
ზამთარში კი მცენარე 2-დან 150C-მდე ტემპერატურასაც მშვენივრად უძლებს.




ჰაერის ტენიანობა
ზაფხულობით ოლეანდრასთვის ჰაერის მაღალი ტენიანობა აუცილებლობას არ წარმოადგენს და ასეთ დროს შეგიძლიათ, ფოთლებზე წყალი არ შეასხუროთ.
თუმცა, თუ მცენარეს თბილ ოთახში აზამთრებთ, საჭიროა, ჰაერის ტენიანობა ხელოვნურად აუმაღლოთ და კარგი იქნება, თუ დროდადრო ფოთლებზე ოთახის ტემპერატურის წყალს შეასხურებთ.



მორწყვა
ოლეანდრას მოურწყველობა არ აშინებს, მაგრამ უკეთესად იზრდება, როდესაც მიწა ტენიანი აქვს.
ამიტომ გაზაფხულსა და ზაფხულში (განსაკუთრებით, თუ მცენარე დიდი ზომისაა) უხვი მორწყვა სჭირდება, ზამთარში კი - იშვიათი, განსაკუთრებით მაშინ, თუ მცენარეს დაბალ ტემპერატურაზე აზამთრებთ.


 



ნიადაგი და გადარგვა
ოლეანდრა გაზაფხულზე, მაისში უნდა გადაირგოს: ახალგაზრდა ბუჩქი - ყოველ წელს, ხოლო შედარებით მოზრდილი - მხოლოდ მაშინ, როცა ფესვები ქოთანს გადაავსებს.
თუ მცენარე იმდენად დიდი ზომისაა, რომ გადარგვა ჭირს, ყოველწლიურად მიწის ზედა ფენა გამოუცვალეთ. არ დაგავიწყდეთ - გადარგვისას მცენარეს ძველი ფესვები უნდა შეუმოკლოთ.
რაც შეეხება ნიადაგს, ოლეანდრასთვის ის შემდეგნაირად მოამზადეთ:
2 წილ კორდის მიწას თითო-თითო წილი ნეშომპალა, გადამწვარი ნაკელი, ტორფი და ქვიშა გადაურიეთ.


 


განოყიერება
აქტიური ზრდის პერიოდში (გაზაფხულსა და ზაფხულში) მცენარე ორ კვირაში 1-ხელ უნდა გაანოყიეროთ. ამისთვის შეგიძლიათ, ოთახის მცენარეებისთვის განკუთვნილი კომპლექსური სასუქები გამოიყენოთ. ოლეანდრა ასევე კარგად რეაგირებს ორგანულ სასუქებზეც, თუმცა ორგანული სასუქი მცენარეს მხოლოდ ზაფხულში უნდა მიაწოდოთ - მაშინ, როცა სუფთა ჰაერზე მოათავსებთ.
 



გასხვლა
ოლეანდრა ყვავილობის დასრულებისთანავე (ზაფხულის მიწურულს ან შემოდგომის დასაწყისში) უნდა გაისხლას. რეგულარული გასხვლით მცენარე გაცილებით ლამაზი ფორმის გაიზრდება და ბუჩქის სიმაღლესაც სურვილისამებრ დაარეგულირებთ. იქიდან გამომდინარე, რომ მცენარე შხამიანია, გასხვლის დროს აუცილებელია ხელთათმანი გაიკეთოთ, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ხელები საპნით კარგად დაიბანეთ.


 


გამრავლება
ოლეანდრა შეგიძლიათ თესლით, კალმის დაფესვიანებით ან საჰაერო ფესვებით გაამრავლოთ.
თუმცა, ყველაზე ადვილი კალმით გამრავლებაა. ამისთვის საჭიროა: მოაჭრათ მცენარეს 10-15 სმ სიგრძის ტოტი, გადაჭრის ადგილი ხის ნახშირით დაუმუშაოთ და რამდენიმე საათით მშრალ და გრილ ადგილას მოათავსოთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ, ტოტი დასაფესვიანებლად წყალში ან ჩვეულებრივ ნიადაგში ჩარგოთ (კარგი იქნება, ხის ნახშირი ნიადაგშიც ჩაამატოთ).


 


 


.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?