გუსმანიას მოვლისა და გამრავლების აუცილებელი წესები

მებაღის რჩევები

7 ოქტომბერი 12:00, 2015 წელი

გუსმანია მარადმწვანე დეკორატიული მცენარეა, რომელსაც როგორც ღია გრუნტში, ისე ოთახის პირობებშიც მარტივად ახარებენ, თუმცა მოვლის დროს გარკვეული წესების დაცვაა უცილებელი.

გუსმანია (ლათ. Guzmania) - ბრომელიისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მარადმწვანე ბალახოვანი მცენარე, რომელიც 130-მდე ეპიფიტ და მიწისზედა სახეობებს აერთიანებს და, ძირითადად, გავრცელებულია სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ტყეებში, ინდოეთში, ბრაზილიასა და ვენესუელაში.
გუსმანიას შეცდომით გუზმანიასაც უწოდებენ, არადა მცენარის სახელწოდება ესპანელი ბოტანიკოსის ა. გუსმანის გვარისგან წარმოდგება, რომელმაც 1902 წელს პირველად აღწერა ეს სახეობა თავის ნაშრომებში. 
გუსმანია მეტად დეკორატიული მცენარეა - მისი მუქი მწვანე ან დახაზული ფოთლები როზეტისებურადაა შეკრული, როზეტის ცენტრიდან კი ამოზრდილია ღერო, რომელზეც გირჩისებური ფორმის, ვარდისფერი, ფორთოხლისფერი ან  წითელი ფერის ყვავილებია განლაგებული.
ბუნებრივ პირობებში გუსმანიას სახეობები ხეებსა და მიუვალ კლდეებზე ხარობენ, თუმცა ნიადაგშიც ადვილად ფესვიანდებიან და მცენარის ზოგიერთი სახეობა ფართოდაა გავრცელებული როგორც ღია გრუნტში, ისე ორანჟერეებსა და საოთახო მემცენარეობაში.



განათება და ტემპერატურა
გუსმანია, სხვა ტროპიკული მცენარეების მსგავსად, კარგ განათებას საჭიროებს, თუმცა მზის პირდაპირი სხივები არ უყვარს და ამიტომ ზაფხულის მწველი მზე ფარდით უნდა გაუფანტოთ.
ზაფხულში ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა - 250C-მდე უნდა იყოს, ზამთარში კი - 180C -ზე ქვემოთ არ უნდა ჩამოდიოდეს.
ყვავილობის დაწყების წინ უკეთესი იქნება, თუ ოთახის ტემპერატურა 250C -ს გადააჭარბებს, ხოლო მას შემდეგ, რაც იყვავილებს, შეგიძლიათ, კვლავ ნორმალურ ტემპერატურაზე დააბრუნოთ.


ჰაერის ტენიანობა
გუსმანიას ჰაერის მაღალი ტენიანობა სჭირდება, ამიტომ შეგიძლიათ, ფოთლებისა და ღეროების რეგულარული დანამვით მცენარეს ტენიანობა ხელოვნურად აუმაღლოთ.


 


 


მორწყვა
ბრომელიისებრთა სხვა წარმომადგენლების მსგავსად, გუსმანიასაც სუსტი ფესვთა სისტემა აქვს, ამიტომ ფესვებში წყლის ჩადგომა ვნებს (ზედმეტი წყლისგან ფესვები ულპება).
აქედან გამომდინარე, რეკომენდებულია, მცენარე წელიწადის ნებისმიერ დროს როზეტიდან მორწყათ (როზეტის ცენტრალურ ნაწილს (2 სმ-ზე) ოთახის ტემპერატურის, რბილი წყლით ავსებენ);
შემოდგომასა და ზამთარში კი, როცა ტემპერატურა 200C-ზე დაბალია ან მცენარე ისვენებს, მორწყვა შედარებით გააიშვიათეთ.


 


ნიადაგი და გადარგვა
გუსმანია ხანმოკლე დროით ცხოვრობს, ამიტომ, როგორც წესი, გადარგვას არ საჭიროებს.
რაც შეეხება ნიადაგს, აუცილებლად წყლისა და ჰაერის კარგად გამტარი უნდა იყოს და კარგი იქნება, თუ მას დაფხვნილი გვიმრის ფესვებისა და სფანგუმისგან (3/1) ან თანაბარი რაოდენობის ტორფის, ხის ნახშირისა და ქვიშისგან მოამზადებთ.
შეგიძლიათ, ორქიდეებისთვის განკუთვნილი მზა ნიადაგიც შეიძინოთ.
კარგი დრენაჟის მოწყობაც არ დაგავიწყდეთ.


 



განოყიერება
გუსმანია ყოველ 3 კვირაში 1-ხელ უნდა განოყიერდეს, რისთვისაც ბრომელიისებრთა  ან ოთახის ყვავილოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი უნივერსალური სასუქი გამოიყენეთ.
ყვავილობის პერიოდში კარგი იქნება, თუ უფრო ხშირადაც (10 დღეში 1-ჯერ) გაანოყიერებთ, რადგან ეს მას ყვავილობას გაუხანგრძლივებს.
სასუქი აუცილებლად წყალში უნდა გახსნათ (მითითებულზე 4-5-ჯერ მცირე დოზებით) და მორწყვის მსგავსად, მცენარეს როზეტიდან უნდა მისცეთ.


 


გამრავლება
გუსმანია ყველაზე მარტივად შეგიძლიათ, ამონაყარით გაამრავლოთ, რომელსაც დედა მცენარე თავის გარშემო იკეთებს.
თუმცა, ამონაყარის განცალკევება მანამ არ უნდა იჩქაროთ, სანამ ფესვთა სისტემას კარგად არ განივითარებს.


 



დაავადებები
გუსმანია შესაძლოა, სოკოვანი დაავადებით დაავადდეს ან ობობას ტკიპა გაუჩნდეს.
ასეთ შემთხვევებში კარგი იქნება, თუ მცენარეს აკტელიკის ხსნარს შეასხურებთ (1-2 მლ/1 ლ.წყალზე), ფოთლებს კი საპნიანი წყლით დაუმუშავებთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?