ზებრინა - ჰაერის საუკეთესო გამწმენდი

მებაღის რჩევები

21 ოქტომბერი 12:00, 2015 წელი

ზებრინა საოთახო მემცენარეობაში ფართოდ გავრცელებული მცენარეა, რომელიც, გარდა დეკორატიული დანიშნულებისა, სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. სწორედ ამ თვისებების გამო უძველესი დროიდან მოჰყავდათ ბუდისტური მონასტრების ეზოებში.


ზებრინა (ლათ. Zebrina)
- კომელინასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც, ძირითადად, გავრცელებულია ამერიკის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში, ანტილიის კუნძულებსა და მექსიკაში.
საოთახო მემცენარეობაში გავრცელებულია ზებრინას მხოლოდ რამდენიმე სახეობა - Zebrina pendula, Zebrina purpusii და Zebrina flocculosa. აღნიშნული სახეობები გამოირჩევა გრძელი და ხვიარა ღეროებით, რომლებიც ულამაზესი ფოთლებით მთლიანადაა დაფარული. ფოთლები ქვემოთა მხრიდან მოლურჯო-იასამნისფერია, ზემოდან კი - პრიალა და მწვანე, ზოგიერთ სახეობას ფოთლის მთელ სიგრძეზე გასდევს ვერცხლისფერი ან თეთრი ხაზები. ფოთლების სიმკვეთრე განათების ინტენსივობაზეა დამოკიდებული.
როგორც წესი, მცენარე გაზაფხულსა და ზაფხულში ყვავილობს - მკვეთრი ვარდისფერი, იასამნისფერი ან მოთეთრო ფერის, წვრილ-წვრილი ყვავილებით.
კომელინასებრთა ოჯახის სხვა წარმომადგენელთა (ტრადესკანცია, „ოქროს ულვაში“ და სხვ.) მსგავსად, ზებრინასაც აქვს სამკურნალო თვისებები - მისი წვენი შეიცავს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც ანადგურებს მიკრობებსა და ვირუსებს, ხოლო სისხლში შაქრის შემცველობას ამცირებს. გადმოცემის მიხედვით, საუკუნეების წინ ამ მცენარეს სამკურნალო მიზნით ბუდისტი სასულიერო პირებიც იყენებდნენ.
ზებრინა ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებითაც გამოირჩევა  და მის ფოთოლს ჭრილობების, ნაკაწრების, წყლულების სამკურნალოდ იყენებენ (დაზიანებულ ადგილზე ფოთოლი აუცილებლად ქვემოთა (იასამნისფერი) მხრიდან უნდა დაიფინოთ).
სამკურნალო თვისებების გარდა, ზებრინა ერთი არანაკლებს სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა - ის ოთახის ჰაერის საუკეთესო გამწმენდია და ჰაერს ბაქტერიებისგან და სხვადასხვა მავნე მინარევებისგან ასუფთავებს. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ მცენარეს სამზარეულოში ან საძინებელ ოთახში მოათავსებთ.



განათება
ზებრინა უპირატესობას მზიან ადგილს ანიჭებს, ამიტომ კარგი იქნება, თუ მას ოთახის ყველაზე განათებულ ფანჯარასთან მოათავსებთ. მხოლოდ ზაფხულის ცხელ დღეებში მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ და შუადღის მზე ფარდით გაუფანტეთ ან მცენარე შედარებით ნაკლებად განათებულ ადგილზე გადაიტანეთ. შუქის ნაკლებობა მცენარეს არაფერს ავნებს - მხოლოდ ღეროები დაუგრძელდება, ფოთლები კი ოდნავ ღია ფერს მიიღებს.


ტემპერატურა
რაიმე განსაკუთრებულ ტემპერატურულ რეჟიმს ზებრინა არ საჭიროებს და ნებისმიერ ოთახის ტემპერატურაზე კარგად ძლებს, მთავარია, ტემპერატურა 8-10 გრადუსს არ ჩამოსცდეს.
ზაფხულობით შეგიძლიათ, მცენარე აივანზე გაიტანოთ, ან თუ ეზო გაქვთ - ღია გრუნტშიც მშვენივრად გამოაზაფხულებთ.


ჰაერის ტენიანობა
ზებრინას ჰაერის მაღალი ტენიანობა სჭირდება, ამიტომ ზაფხულობით დროდადრო ფოთლებზე ოთახის ტემპერატურის წყალი შეასხურეთ.


მორწყვა
ზებრინა ტენის მოყვარული მცენარეა, ამიტომ ეცადეთ, ზაფხულობით მიწა ყოველთვის სველი ჰქონდეს. ტემპერატურის კლებისთანავე მორწყვა შეამცირეთ და მცენარე მხოლოდ მიწის გამოშრობის შემდეგ მორწყეთ. მოსარწყავად აუცილებლად ოთახის ტემპერატურის, ნადგომი წყალი გამოიყენეთ.



ნიადაგი და გადარგვა
ზებრინა სწრაფად მზარდი მცენარეა და სწრაფადაც „ბერდება“ (დეკორატიულობას კარგავს), ამიტომ საჭიროა, დედა მცენარე ყოველ წელს ახალ მიწაში გადაირგას. ეს ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ, რადგან მცენარეს სუსტი ღეროები და ფოთლები აქვს და შეიძლება გადარგვისას შემთხვევით დაამტვრიოთ.
რაც შეეხება ნიადაგს, მის მიმართ მცენარე მაინცდამაინც მომთხოვნი არ გახლავთ და ყვავილებისთვის განკუთვნილ ჩვეულებრივ სუბსტრატშიც კარგად ხარობს, თუმცა უკეთესი იქნება, თუ ჩვეულებრივ კორდის მიწას ცოტაოდენ ნეშომპალას, გადამწვარ ნაკელსა და ქვიშას დაამატებთ (2/1/1/1).



განოყიერება
აქტიური ზრდის პერიოდში (მარტიდან სექტემბრის ჩათვლით) ზებრინა თვეში 2-ჯერ, რომელიმე მინერალური სასუქით უნდა გაანოყიეროთ.
გვიან შემოდგომასა და ზამთარში მცენარე განოყიერება აღარ საჭიროებს.


გამრავლება
ზებრინას კალმით მრავლდება და ეს იმდენად მარტივია, რომ დამწყებ მეყვავილეებსაც გამოსდით. ამისთვის საჭიროა: მცენარეს ღერო მოატეხოთ და წყალში მოათავსოთ ფესვების გამოღებამდე. დაფესვიანებული კალამი მიწაში უნდა გადარგოთ, შემდეგ კი ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.


დაავადებები
თუ ზებრინას მავნებლები გაუჩნდება, ფოთლები საპნიანი წყლით უნდა გაუწმინდოთ (შეგიძლიათ, ფოთლების გასაწმენდად ნივრიანი წყალიც გამოიყენოთ) ან ინსეკტიციდით დაამუშაოთ.
მხოლოდ ეცადეთ, ეს ძალიან ფრთხილად გააკეთოთ, რადგან, როგორც მოგახსენეთ, მცენარეს ძალიან სუსტი ფოთლები აქვს და შეიძლება შემთხვევით დააზიანოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?