„ბოთლის ხე“ - რა უნდა ვიცოდეთ ამ სასარგებლო მცენარის შესახებ?

მებაღის რჩევები

7 ნოემბერი 12:00, 2015 წელი

ბოკარნეა, იგივე „ბოთლის ხე“, აგავისებრთა ოჯახის წარმომადგენელი დეკორატიული მცენარეა, რომელიც ფორმით მართლაც ბოთლს წააგავს და ინტერიერის გალამაზების გარდა, ზოგიერთი დაავადებისგან ადამიანის დაცვაც შეუძლია. სწორედ ამიტომ, ბოკარნეა საოთახო მემცენარეობაში ორმაგად პოპულარულია.

ბოკარნეა (ლათ. Beaucarnea) - აგავისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა, რომელიც 30-მდე სახეობას აერთიანებს და გავრცელებულია, ძირითადად, ტეხასსა და მექსიკის ჩრდილოეთით მდებარე პროვინციებში.
ბუნებრივ პირობებში ბოკარნეა ძალიან დიდი ზომის იზრდება - სიმაღლით 9 მეტრს, ხოლო ვარჯის გარშემოწერილობით - 1-1,5 მეტრსაც შეიძლება აღწევდეს. თუმცა, ოთახის პირობებში მცენარე ნელა იზრდება და სიმაღლით 1,5 მეტრს არ აჭარბებს.


საოთახო მემცენარეობაში  ყველაზე გავრცელებულია გადაზნექილი ბოკარნეა (Beucarnea recurvata), რომელიც ვარჯის ფორმით ძალიან ჰგავს ბოთლს და სწორედ ამიტომ ხალხში „ბოთლის ხე“ შეარქვეს.


ოთახის პირობებში, ბოკარნეას სარგებელიც მოაქვს - ის ჰაერს მავნე მინარევებისგან წმენდს და ჟანგბადითა და ოზონით ამდიდრებს. შესაბამისად, თუ სახლში ბოკარნეა გყავთ, რესპირატორული დაავადებები ნაკლებად შეგაწუხებთ.


 


განათება
ოთახის ის კუთხე, სადაც ბოკარნეა გიდგათ, მკვეთრად განათებული უნდა იყოს. ზაფხულობით მცენარე აივანზე გაიტანეთ, მხოლოდ წვიმასა და ორპირ ქარს მოარიდეთ. მზის პირდაპირი სხივები მცენარეს არ ვნებს.


 


ტემპერატურა
ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა ზაფხულში 20-25 გრადუსი უნდა იყოს, ზამთარში კი სასურველია, ბოკარნეა შედარებით დაბალ ტემპერატურაზე (10-15 გრადუსზე) გამოაზამთროთ.


 


ჰაერის ტენიანობა
ჰაერის მაღალი ტენიანობა ბოკარნეასთვის აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს და ის ოთახის მშრალ ჰაერზეც მშვენივრად ძლებს.



მორწყვა
ბოკარნეას ვარჯის „გაბერილი“ ნაწილი წყალს საკმაო დროით იმარაგებს, ამიტომ მცენარე რაღაც პერიოდი მოურწყველობასაც უძლებს. ის კი არა, ხშირი და ჭარბი მორწყვით მცენარე ფორმასაც დაკარგავს (ვარჯი ისე გაბერილი აღარ ექნება) და შესაძლოა, ფესვები და ვარჯიც დაულპეს.
აქედან გამომდინარე, აჯობებს, ბოკარნეა იშვიათად მორწყათ - ზაფხულში მხოლოდ მიწის გამოშრობის შემდეგ, ზამთარში კი (იმ შემთხვევაში, თუ გრილ ოთახში აზამთრებთ) - მხოლოდ თვეში ერთხელ.


 


ნიადაგი
ბოკარნეასთვის რეკომენდებულია ნიადაგი, რომელიც უნდა მოამზადოთ:
ა) კორდის მიწის, ნეშომპალას, ტორფის, გადამწვარი ნაკელისა და ქვიშისგან (2/1/1/1/1)
ან
ბ) ტორფის, ნეშომპალასა და ქვიშისგან (1/1/2) .


 


გადარგვა
ახალგაზრდა მცენარე - 2-3 წელიწადში ერთხელ, ზრდასრული კი 5 წელიწადში ერთხელ უნდა გადაირგოს.
გადარგვისას, მცენარის „გაბერილი“ ნაწილი აუცილებლად მიწის ზემოთ დატოვეთ, ქოთნის ძირში კი დრენაჟისთვის წვრილი კენჭების ან კერამზიტის სქელი ფენა მოაყარეთ.


 


განოყიერება
გაზაფხულის ბოლოდან შუაგულ შემოდგომამდე ბოკარნეა კომპლექსური მინერალური სასუქის სუსტი ხსნარით გაანოყიერეთ.


 


ფორმირება
იმისთვის, რომ მცენარე პატარა ზომის გაიზარდოს, „გამობერილი“ ნაწილი კი დიდი ჰქონდეს, საჭიროა, კარგად განათებულ ადგილას მოათავსოთ და რაც შეიძლება იშვიათად, მაგრამ უხვი რაოდენობის წყლით მორწყათ.


 


გამრავლება
ბოკარნეა შეგიძლიათ, თესლით ან გვერდითი ამონაყარით გაამრავლოთ, თუმცა ეს იოლი არ გახლავთ.
მცენარის თესლით გამრავლებისთვის საჭიროა: დათესვამდე თესლი ორი დღით კალიუმის პერმანგანატის, ე.წ. „მარგანცოვკის“ სუსტ ხსნარში (ხსნარი თბილი უნდა იყოს) მოათავსოთ, შემდეგ კი კორდის მიწისა და ქვიშის ნაზავში 1 სმ-ის სიღრმეზე უნდა ჩათესოთ. ნათესს ზემოდან შუშის ქილა უნდა დააფაროთ, რომელსაც პირველი ფოთლების ამოწვერისთანავე გადახდით და ამის შემდეგ შეგიძლიათ მცენარეს ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.


რაც შეეხება, მცენარის გვერდითი ამონაყარით გამრავლებას, ამისთვის საჭიროა:
„დედა“ მცენარეს გვერდითი ამონაყარი ფრთხილად, რაც შეიძლება ძირში მოაჭრათ. მოჭრის ადგილზე აქტივირებული ნახშირი მოაყაროთ და 5-6 საათით მშრალ და გრილ ადგილას მოათავსოთ. ამის შემდეგ, ამონაყარი ფესვების სტიმულაციისთვის განკუთვნილი, სპეციალური ფიტოჰორმონით დაასველოთ და ოდნავ გადახრილ მდგომარეობაში ნიადაგში ჩარგოთ. ნარგავი თბილ ადგილას უნდა მოათავსოთ, ზემოდან პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი დააფაროთ და ხშირად გაანიავოთ. როდესაც ნარგავი ახალ ფოთლებს გამოიღებს, პოლიეთილენის პარკი სასწრაფოდ უნდა მოაშოროთ და ახალ მცენარეს ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.


 


მავნებლები
ბოკარნეა ხშირად სხვადასხვა მავნებლით ავადდება. მათ საწინააღმდეგოდ მცენარეს ჯერ მავნებლები მექანიკური წესით (საპნიან წყალში ან თუთუნიან ხსნარში დასველებული ტამპონით) უნდა მოაშოროთ, შემდეგ კი ფოთლები სპეციალური პრეპარატებით (მაგ., კარბოფოსით, ან აკტელიკით) შეუწამლოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?