არაუკარია - მცენარე, რომელიც ახალი წლის დღესასწაულს კიდევ უფრო გაგილამაზებთ

მებაღის რჩევები

9 დეკემბერი 12:00, 2015 წელი

არაუკარია იმ მცირერიცხოვანი წიწვოვანი მცენარეების ერთ-ერთი წარმომადგენელია, რომელიც შეგიძლიათ, ქოთანში გამოზარდოთ და ახალი წლის დღეებში ხელოვნური ნაძვის ხის ნაცვლად მორთოთ.

არაუკარია (ლათ. Araucaria) - არაუკარიისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მარადმწვანე წიწვოვანი მცენარე, რომელიც 20-მდე სახეობას აერთიანებს, თუმცა საოთახო პირობებში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა - სხვადასხვა ფოთლოვანი არაუკარია (Araucaria heterophylla).
სხვადასხვა ფოთლოვან არაუკარიას პირამიდის ფორმა აქვს და ოთახის პირობებში სიმაღლით 1-1,5 მ-ს არ აჭარბებს (ამ სიმაღლესაც მცენარე მხოლოდ 10-12 წლის შემდეგ აღწევს).
სხვა წიწვოვანთა მსგავსად, არაუკარიაც გამოყოფს სასარგებლო ნივთიერებებს - ფიტონციდებს, რაც ჰაერს ადეზინფიცირებს და ოთახს სასიამოვნო არომატით ავსებს.


 


განათება
არაუკარია კარგად ვითარდება ოთახის ნათელ ადგილას, თუმცა ნახევრად ჩრდილში ყოფნასაც მშვენივრად უძლებს. ოთახის მცენარეების უმრავლესობათა მსგავსად, არც მას უყვარს მზის პირდაპირი სხივები, ამიტომ თუ ფანჯარასთან გიდგათ, შუადღის მწველი მზე ფარდით გაუფანტეთ.
ზაფხულობით შეგიძლიათ, მცენარე ღია გარემოში - აივანზე, ბაღში ან ტერასაზე გაიტანოთ, თუმცა მზის პირდაპირი სხივებისგან მოჩრდილებას ნურც ამ შემთხვევაში დაივიწყებთ.


 


ტემპერატურა
არაუკარიას შედარებით გრილი ოთახი უყვარს, თანაც ეს ოთახი კარგად უნდა ნიავდებოდეს. ზაფხულში ოპტიმალური ტემპერატურა 15-22 გრადუსია, ზამთარში კი - 15 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს. ზამთარში მცენარე გამათბობელი საშუალებებისგან შორს მოათავსეთ.


 


ჰაერის ტენიანობა
არაუკარიას მაღალი ტენიანობის ჰაერი მოსწონს, ამიტომ დროდადრო ფოთლებზე წყალი შეასხურეთ (მით უმეტეს, თუ ოთახში მშრალი ჰაერია).
ტენიანობის ხელოვნურად ასამაღლებლად, კარგი იქნება, თუ ქოთნის სიახლოვეს სველი კერამზიტით სავსე ჯამსაც მოათავსებთ (არ დაუყაროთ კერამზიტი სადგამზე).



 


მორწყვა
არაუკარია ზაფხულში ხშირად (კვირაში 1-2-ჯერ) უნდა მორწყათ. წყალი ჭარბად დაუსხით, ისე რომ ნიადაგი მთლიანად გაიჟღინთოს. სადგამზე გამოჟონილი წყალი კი მაშინვე გადაღვარეთ.
ზამთარში (განსაკუთრებით, გრილ ოთახში გამოზამთრების შემთხვევაში) მორწყვა შედარებით შეამცირეთ და მცენარე მხოლოდ მიწის ზედა ფენის გამოშრობის შემდეგ მორწყეთ.


 


ნიადაგი და გადარგვა
ახალგაზრდა მცენარე მხოლოდ 2-4 წელიწადში 1-ხელ, გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში უნდა გადაირგას. ახალი ქოთანი ძველზე გაცილებით ფართო უნდა იყოს, თუმცა, თუ გსურთ, მცენარის ზრდა კიდევ უფრო შეანელოთ, გადარგვისას მხოლოდ ნიადაგი გამოცვალეთ, ქოთანი კი იგივე ზომის დატოვეთ.
ნიადაგი შემდეგი შემადგენლობის მოამზადეთ: კორდის მიწას ფოთლოვანი მიწა, ტორფი და ქვიშა (1/2/2/1) გადაურიეთ. თუმცა შეგიძლიათ, საქმე გაიადვილოთ და მაღაზიებში წიწვოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი სპეციალური მზა სუბსტრატი შეიძინოთ.


 


განოყიერება
არაუკარია 3 კვირაში 1-ხელ, მხოლოდ ვეგეტაციის პერიოდში (გაზაფხულ-ზაფხულში) გაანოყიერეთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამ მცენარეს არ უყვარს კალციუმი, ამიტომ სასუქი ამ ნივთიერების მინიმალური შემცველობის შეარჩიეთ.


 


ფორმირება და გასხვლა
არაუკარია ფორმირებასა და გასხვლას არ საჭიროებს.
მოვლისა და გადარგვის დროს ფრთხილად იყავით, მცენარეს შემთხვევით კენწერო არ დაუზიანოთ, რადგან ზრდის წერტილი სწორედ კენწეროშია.


 


გამრავლება
არაუკარია შეგიძლიათ, გაამრავლოთ ორი მეთოდით: კალმითა და თესლით.
გასამრავლებლად გამოდგება მხოლოდ ზრდასრული ეგზემპლარები, რომელთა ასაკი 8-10 წელს აჭარბებს.
კალმით გასამრავლებლად საჭიროა:
მოაჭრათ მცენარეს კენწეროს კალამი (გაითვალისწინეთ - კენწეროს კალამი და არა კენწერო!), დღე-ღამის განმავლობაში მშრალ და გრილ ოთახში გამოაშროთ და ამის შემდეგ, თანაბარი რაოდენობის ქვიშისა და ტორფის ნაზავში ჩარგოთ. კალამი დაახლოებით 2-5 თვის განმავლობაში დაფესვიანდება, რის შემდეგაც ის წიწვოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილ სუბსტრატში უნდა გადაიტანოთ.
რაც შეეხება თესლით გამრავლებას, ამისთვის საჭიროა: არაუკარიას ნედლი თესლი (მოგროვებისთანავე) ქვიშის ტორფისა და ხის ნახშირის ნაზავში ჩათესოთ. ნათესს ზემოდან სფაგნუმის ფენა მოაფინოთ და დროდადრო წყალი მოასხუროთ. შენობა, სადაც ნათესს მოათავსებთ, დროდადრო უნდა გაანიავოთ. როგორც კი ნათესი ამოიწვერება, თითოეული ცალ-ცალკე ქოთანში გადაიტანეთ და ჩვეულებრივი წესით მოუარეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?