პუანსეტია, იგივე „შობის ვარსკვლავი“ - აყვავილეთ საშობაოდ

მებაღის რჩევები

16 დეკემბერი 12:00, 2015 წელი

პუანსეტია, იგივე რძიანა, ულამაზესი დეკორატიული მცენარეა, რომელიც ზამთრის ცივ და ყინვიან დღეებში იწყებს ყვავილობას და შობის დღესასწაულზე ვარსკვლავისებური ფორმისა და მკვეთრი შეფერილობის ულამაზესი ყვავილებით ყვავის. სწორედ ამიტომ ხალხში „შობის ვარსკვლავი“ შეარქვეს და მისი შეძენა საშობაოდ ხდება განსაკუთრებით აქტუალური.  


პუანსეტია
(ლათ. Poinsettia), იგივე რძიანა (ლათ. Euphorbia pulcherrina) - რძიანასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა, რომელიც ძირითადად, მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაშია გავრცელებული. ის ყვავილობას დეკემბრის ცივ და ყინვიან დღეებში იწყებს და შობის დღესასწაულზე ვარსკვლავისებური ფორმისა და მკვეთრი შეფერილობის ულამაზესი ყვავილებით ყვავის. სწორედ ამიტომ ხალხში „შობის ვარსკვლავი“ შეარქვეს და მისი შეძენა საშობაოდ ხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.  
ყველაზე აქტუალური წითელი ფერის ყვავილებიანი პუანსეტიაა, თუმცა არსებობს მცენარის ყვითლად, ვარდისფრად, თეთრად და კრემისფრად მოყვავილე სახეობები. ამ სახეობების შეჯვარებით გამოყვანილია ჰიბრიდებიც - წინწკლებიანი, ზოლებიანი, ლაქებიანი და ა.შ. ყვავილებით.


 


განათება
პუანსეტიას ნათელი, გაფანტული შუქი სჭირდება, მხოლოდ მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ. ამიტომ კარგი იქნება, შუადღისას მცენარეს ფარდით მოუჩრდილოთ, ან ნახევრად ჩრდილში გადაიტანოთ.
თუ პუანტესია ფანჯრის რაფაზე გიდგათ, ყურადღება მიაქციეთ, მისი რომელიმე ნაწილი ფანჯრის მინას არ ეხებოდეს, რადგან გრილ მინაზე შეხებამ შესაძლოა, მცენარის ეს ნაწილი დააზიანოს.
ოთახი, სადაც მცენარე გიდგათ, ზაფხულობით რეგულარულად გაანიავეთ. შეგიძლიათ, წელიწადის ამ დროს მცენარე აივანზეც გაიტანოთ, მხოლოდ ამ შემთხვევაშიც აუცილებელია მზის პირდაპირ სხივებსა და ორპირ ქარს მოარიდოთ.


ტემპერატურა
პუანტესიას ყვავილობის დროს (ზამთარში), ოთახში ჰაერის ტემპერატურა 14-16 გრადუსს არ უნდა ჩამოსცდეს, წლის დანარჩენ პერიოდში კი მცენარე ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურაზე (18-25 გრადუსზე) ამყოფეთ.


ჰაერის ტენიანობა
პუანსეტიას საშუალო ტენიანობის ჰაერი სჭირდება, თუმცა პერიოდულად ფოთლებზე წყლის შესხურებაც არ აწყენს - რაც უფრო მშრალია ჰაერი ოთახში, წყალიც მით უფრო ხშირად შეასხურეთ, განსაკუთრებით კი ყვავილობის პერიოდში. მხოლოდ წყალი აუცილებლად ოთახის ტემპერატურის, ნადგომი უნდა იყოს.


მორწყვა
მორწყვიდან მორწყვამდე პუანსეტიას ნიადაგი კარგად უნდა გამოუშრეს, რადგან ფესვთა სისტემაში ზედმეტი ტენიანობა მცენარის ლპობას გამოიწვევს.


განოყიერება
მომდევნო ყვავილობისთვის „ძალების მოსაკრებად“, მოსვენების პერიოდის დასრულებისთანავე (გაზაფხულიდან შემოდგომამდე), ყვავილდეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე მინერალური სასუქით უნდა გაანოყიეროთ.


მოსვენების პერიოდი
ყვავილობის დასრულების შემდეგ, პუანსეტია მცირე ხნით (დაახლოებით, 2 თვით) მოსვენების პერიოდში გადადის.
ამ დროს საჭიროა მცენარეს შეუწყვიტოთ ყველანაირი განოყიერება, შეუმციროთ მორწყვა, ოთახის ტემპერატურა კი 12-14 გრადუსს არ უნდა აჭარბებდეს.


ფორმირება
ფორმის შესანარჩუნებლად, საჭიროა მცენარეს ტოტები ოდნავ დაუმოკლოთ ხოლმე. ასე ის უფრო მეტად გახშირდება და „ფუმფულა ბუჩქის“ სახეს მიიღებს.


გადარგვა
პუანსეტია გაზაფხულზე (აპრილ-მაისში) უნდა გადარგოთ.
გადარგვის წინ მცენარეს ტოტები 1/3-ით დაუმოკლეთ, ხოლო მსხვილ ტოტებზე 3-5 ყველაზე ძლიერი განშტოება დაუტოვეთ. შემდეგ გადასარგავი მცენარე კარგად განათებულ, თბილ ოთახში მოათავსეთ და დროდადრო ოთახის ტემპერატურის, ნადგომი წყლით მორწყეთ.
როგორც კი მცენარე ახალ ფოთლებს გამოიღებს, გადასარგავად მზად არის და ნეიტრალური მჟავიანობის ნიადაგში გადარგეთ. გადარგვისას ნურც კარგ დრენაჟს დაივიწყებთ - ქოთნის ძირში მსხვილი კენჭები ან აგურის ნატეხები ჩაუფინეთ.
გადარგვის შემდეგ მცენარე სითბოში დადგით, რეგულარულად მორწყეთ და წყალი შეასხურეთ.
მცენარე მალე ახალ ტოტებს განივითარებს.
ამ ტოტებიდან მხოლოდ 5-6 ყველაზე ძლიერი ტოტი დაუტოვეთ, დანარჩენი ფრთხილად მოაჭერით და ახალი მცენარის დასაფესვიანებლად გამოიყენეთ.




გამრავლება
პუანსეტია გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში გაამრავლეთ. გასამრავლებლად კი კენწეროს კალამი გამოიყენეთ.
ეს შემდეგი წესების დაცვით უნდა მოახდინოთ: მოაჭერით პუანსეტიას კენწეროს კალამი, გადაჭრის ადგილიდან გამოსული წვენი რბილი ხელსახოცით მოაცილეთ და გადაჭრის ადგილზე ხის ნახშირი მოაყარეთ.
ამის შემდეგ დამუშავებული კალამი წყალში ან სველ, ფხვიერ სუბსტრატში მოათავსეთ, უკეთ დაფესვიანებისთვის კი რომელიმე ზრდის სტიმულატორიც გამოიყენეთ.
დასაფესვიანებელ კალამს შეგიძლიათ, მინისათბურიც მოუწყოთ, თუმცა ყურადღება მიაქციეთ, რომ სათბურში ტემპერატურა 28 გრადუსს არ აჭარბებდეს.
კალამი რეგულარულად მორწყეთ და გაანიავეთ. დაახლოებით, 1 თვეში (ამ დროისთვის კალამი უკვე დაფესვიანებული იქნება) საშუალო ზომის ქოთანში გადაიტანეთ და ჩვეულებრივი წესით მოუარეთ.


ახლა გადავიდეთ მთავარზე:
თუ გსურთ, რომ თქვენი პუანსეტია შობის ღამეს წითელი იყოს, სექტემბრიდან დღის მეორე ნახევარში ბნელ ადგილას დადგით ან მუქი ფერის ნაჭერი გადააფარეთ. მცენარე იგრძნობს, რომ ყვავილობის დრო მოვიდა და მომზადებას დაიწყებს:
კენწეროების ფოთლები ნელ-ნელა ფერს შეიცვლის, 2-2,5 თვეში კი კაშკაშა წითელ შეფერილობას მიიღებს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?