„მაიმუნი ორქიდეა“ - მცენარე, რომელიც 2016 წელს ბედნიერებას მოგიტანთ

მებაღის რჩევები

23 დეკემბერი 12:00, 2015 წელი

ორქიდეის ამ უჩვეულო სახეობას „მაიმუნი ორქიდეა“ უწოდეს, რადგან მისი ყვავილის თხელ ფოთლებზე საკმაოდ მკვეთრადაა გამოსახული პატარა მაიმუნის სახე. გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ეს მცენარე 2016 წელს ოჯახში ბარაქას, კეთილდღეობასა და ბედნიერებას მოგიტანთ.


დრაკულა (ლათ. Dracula)
- ორქიდეების ოჯახის წარმომადგენელი ეპიფიტი მცენარეა, რომელიც 120-მდე სახეობას აერთიანებს (მცენარის 20-მდე სახეობა წითელ წიგნშიცაა შეტანილი) და  გავრცელებულია, ძირითადად, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, სადაც ის ველურად ხარობს  ტენიან და დაბურულ ტყეებში - მიწაზე ან ძველი ხეების ფუღუროებში.


ორქიდეა დრაკულა - ტანდაბალი, მოკლე ტოტებიანი და გრძელფოთოლა მცენარე. მისი ფოთლების შეფერილობა შესაძლოა, მუქი მწვანიდან ღია მწვანემდე მერყეობდეს. განსაკუთრებით საინტერესო და უჩვეულოა დრაკულას ყვავილი, რომელიც სხვადასხვა სახეობას სხვადასხვა შეფერილობისა (მოწითალო, მუქი ყავისფერი, ყვითელი, ფორთოხლისფერი და ა.შ.) აქვს, ხოლო ფორმით მაიმუნის სახეს მოგაგონებთ. ამის გამო, მცენარეს „მაიმუნი ორქიდეა“ შეარქვეს.




სწორი მოვლის პირობებში (თუ მშობლიურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებს შეუქმნით), „მაიმუნი ორქიდეა“ ყველა სეზონზე ყვავის, მისი ყვავილები კი მწიფე ფორთოხლის სუნს გამოყოფს და ოთახს სასიამოვნო არომატით ავსებს.



განათება
ორქიდეა დრაკულას უყვარს სინათლე, თუმცა მცირე ხნით ჩრდილში ან ნახევრად ჩრდილშიც კარგად ძლებს. არ უყვარს  მზის პირდაპირი სხივები  - ზედმეტი განათებისას ფოთლები ეწვება, ლაქები უჩნდება ან იჭმუჭნება და ჭკნება.
ამიტომ  უმჯობესია, ქოთანი ნათელ ადგილას დადგათ, მხოლოდ ისე, რომ შუადღის მზე არ უდგებოდეს.


ტემპერატურა
ორქიდეა დრაკულა სითბოს მოყვარული მცენარე არ გახლავთ.
აქედან გამომდინარე, ოთახის ტემპერატურა ზაფხულში, მაქსიმუმ, 20-220C უნდა იყოს, ზამთარში კი 12-180C-ს  არ უნდა აჭარბებდეს.
განსაკუთრებით სასარგებლოა დღისა და ღამის ტემპერატურის მონაცვლეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ღამის ტემპერატურა დღისაზე რამდენიმე გრადუსით (დაახლოებით 4-60C-ით) დაბალი უნდა იყოს.
ასე ორქიდეა დრაკულა გაცილებით უხვად იყვავილებს.




ჰაერის ტენიანობა
ორქიდეა დრაკულას სამშობლოში ყოველდღიური ხანმოკლე წვიმები და დილის ნისლი ჩვეულებრივი მოვლენაა, ამიტომ ჰაერის მაღალი ტენიანობა მას სახლის პირობებშიც უნდა შეუქმნათ.
ტენიანობის ხელოვნურად ასამაღლებლად ნებისმიერი თქვენთვის ხელმისაწვდომი მეთოდი გამოგადგებათ. მაგალითად: ორქიდეა ქოთნით ფართო ლანგარზე მოათავსეთ, რომელზეც სველი კენჭები, ნიჟარები და სხვა დეკორატიული მასალა ეყრება; დღის განმავლობაში მცენარე სასხურებლითაც დანამეთ; შეგიძლიათ, წყალი ქოთნის ირგვლივაც მოასხუროთ.
ტენიანობის ხელოვნურად ამაღლების პარალელურად, აუცილებელია ოთახის რეგულარული განიავება, რადგან მაღალი ტენიანობის ჰაერი სხვადასხვა სოკოვანი თუ ბაქტერიული დაავადებებისთვის იდეალურ პირობას წარმოადგენს.





მორწყვა
მორწყვათა შორის პერიოდი და მოსარწყავი წყლის რაოდენობა  ჰაერის ტემპერატურასა და განათების ინტენსიურობაზეა დამოკიდებული.
აქედან გამომდინარე, მცენარე ცხელ და მზიან გარემოში ხშირად და უხვად მორწყეთ, ხოლო თუ ოთახში სიცივეა, მორწყვა გააიშვიათეთ და მხოლოდ 10-15 დღეში ერთხელ მორწყეთ.
შეგიძლიათ, მორწყვის ნაცვლად, მცენარე 20-30 წუთით წყლიან სადგამზე მოათავსოთ. ის საჭირო რაოდენობის წყალს თავად შეიწოვს, სადგამზე დანარჩენი წყალი კი გადაღვარეთ.
მოსარწყავად აუცილებლად წვიმის წყალი ან თოვლის ნალღობი გამოიყენეთ. თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ მცენარე გადადუღებული ან გაფილტრული წყლით მორწყეთ.


ნიადაგი და გადარგვა
ორქიდეა დრაკულა ხშირ გადარგვას არ საჭიროებს, ამიტომ ის მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გადარგეთ. გადარგვა უმჯობესია იმ დროს, როცა მცენარე ფესვებზე ახალ ყლორტებს გამოიღებს.
ორქიდეა დრაკულა სპეციალურ სუბსტრატში უნდა ჩარგოთ (დაუშვებელია ჩვეულებრივი მიწის ან ტორფის გრუნტის გამოყენება).
სუბსტრატის ძირითადი შემადგენელია ხის ქერქის (ქოქოსის, ფიჭვის, მუხის და ა.შ.) ნამტვრევები, რომელსაც ცოტაოდენი ნახშირი, კერამზიტი, კორპის ნამცეცები, თიხის ნამტვრევები და კაკლის ნაჭუჭი უნდა დაამატოთ. დროთა განმავლობაში სუბსტრატის შემადგენელი ნაწილები იშლება და ქოთნიდან გამოირეცხება, ამიტომ საჭიროა, ზემოჩამოთვლილი ნაწილები ქოთანში თქვენ თვითონ ჩაამატოთ.



განოყიერება
ორქიდეა დრაკულა მხოლოდ აქტიური ზრდის პერიოდში უნდა გაანოყიეროთ.
ამ პერიოდში, ყოველი მესამე მორწყვისას, მოსარწყავ წყალში ნახევარი დოზა ორქიდეებისთვის განკუთვნილი სასუქი უნდა ჩაამატოთ.
დოზირებისას ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან დოზის მცირედით გადაჭარბებამაც კი შესაძლოა, მცენარეზე დამღუპველად იმოქმედოს.


გამრავლება
სახლის პირობებში ორქიდეა დრაკულა შეგიძლიათ, ბუჩქის დაყოფის გზით გაამრავლოთ. 
ეს შეგიძლიათ, მცენარის გადარგვისას მოახდინოთ.
ამისთვის საჭიროა: დედა ბუჩქი რამდენიმე ნაწილად გაყოთ (ისე, რომ ყოველ ახალ ეგზემპლარზე 4-5 ყლორტი მაინც იყოს), გადასარგავ მცენარეს გადაჭრის ადგილზე დაფხვნილი ხის ნახშირი უნდა მოაყაროთ, შემდეგ ცალკე ქოთანში გადარგოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.


დაავადებები
არასწორი მოვლის პირობებში, ორქიდეას ადვილად აზიანებს მავნებლები თუ სხვადასხვა დაავადებები. ამიტომ აუცილებელია მოვლის წესების ზედმიწევნით ზუსტად დაცვა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?