„ჩინური ფულის ხე“ - კიდევ ერთი მცენარე, რომელსაც ბარაქა მოაქვს

მებაღის რჩევები

26 დეკემბერი 12:00, 2015 წელი

პეპერომიასებრი პილეა ჭინჭრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა, რომელსაც ბარაქის სიმბოლოდ მიიჩნევენ, ამიტომ მას „იაპონურ დოლარსა“ და „ჩინურ ფულის ხესაც“ ეძახიან.


პილეა (ლათ.
Pilea) - ჭინჭრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ერთ ან მრავალწლოვანი ბალახოვანი (ზოგჯერ ბუჩქოვანიც) მცენარეა, რომელიც 400-მდე სახეობას აერთიანებს და ავსტრალიის გარდა, დედამიწის ყველა ტროპიკულ რაიონშია გავრცელებული.
ამჯერად, პილეას ერთ-ერთი სახეობის - პეპერომიასებრი პილეას (ლათ. Pilea peperomioides) შესახებ ვისაუბრებთ, რომელსაც ბარაქის სიმბოლოდ მიიჩნევენ, ამიტომ „იაპონურ დოლარსა“ და „ჩინურ ფულის ხესაც“ ეძახიან.


პეპერომიასებრი პილეა მცირე ზომის - 30 სმ-მდე სიმაღლის მცენარეა, რომელიც ოვალური, თითქმის მრგვალი და ხორცოვანი ფოთლებითაა დაფარული. ფოთლების შეფერილობა მკვეთრი მწვანეა.
პეპერომიასებრი პილეა იშვიათად ყვავილობს და თუ იყვავილა, ისიც მხოლოდ წვრილ-წვრილი, მოყვითალო-მომწვანო, თითქმის შეუმჩნეველი ყვავილებით.  


 


განათება
პეპერომიასებრი პილეა უპირატესობას მკვეთრ განათებას, ან ნახევრად ჩრდილს ანიჭებს, თუმცა მზის პირდაპირი სხივები არ უყვარს. ამიტომ თუ მას მზიან ფანჯარასთან მოათავსებთ, შუადღის მწველი მზე აუცილებლად ფარდით მოუჩრდილეთ.



ტემპერატურა
ზაფხულში ოთახის ტემპერატურა 20-220C უნდა იყოს,
ზამთარში კი - 16-180C-ს არ უნდა აჭარბებდეს.
ზაფხულის თბილ დღეებში შეგიძლიათ, მცენარე სუფთა ჰაერზეც გაიტანოთ, მხოლოდ მზის პირდაპირ სხივებსა და ორპირ ქარს მოარიდეთ.


 


ჰაერის ტენიანობა
პეპერომიასებრი პილეა წარმოშობით ტენიანი ტროპიკებიდანაა, ამიტომ ჰაერის მაღალ ტენიანობას საჭიროებს. ტენიანობის ხელოვნურად ასამაღლებლად, კარგი იქნება, თუ ზამთარში - კვირაში 1-ხელ, ხოლო ზაფხულში - კვირაში 3-ჯერ ფოთლებზე ოთახის ტემპერატურის წყალს შეასხურებთ.
ეცადეთ, წყლის შესხურების დროს მცენარეს მზის პირდაპირი სხივები არ ხვდებოდეს, რადგან ეს ფოთლების დაზიანებას (დაწვას) გამოიწვევს.




მორწყვა
პეპერომიასებრი პილეა ტენის მოყვარული მცენარეა, ამიტომ ზაფხულში ხშირად - 7-9 დღეში 3-ჯერ, ზამთარში კი შედარებით ზომიერად - 10 დღეში 1-ხელ მორწყეთ.


 


განოყიერება
პეპერომიასებრი პილეა განოყიერებას მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულში (მარტიდან აგვისტოს ბოლომდე) საჭიროებს.
ამისთვის საკმარისია 15-20 დღეში 1-ხელ მოსარწყავ წყალში მცირე რაოდენობით რომელიმე კომპლექსური სასუქი ჩაამატოთ.


 


ნიადაგი და გადარგვა
მცენარე ყოველწლიურად, გაზაფხულზე ან ზაფხულში გადარგეთ.
ნიადაგი შემდეგი შემადგენლობის მოამზადეთ: 3 წილ კორდის მიწას თითო წილი ტორფი, გადამწვარი ნაკელი და ქვიშა გადაურიეთ.


 


გამრავლება
პეპერომიასებრ პილეას ძირეული ამონაყარით, ან მწვანე კალმის დაფესვიანებით ამრავლებენ.
ძირეული ამონაყარი მცენარის გადარგვისას გააცალკევეთ.
კალმით გამრავლებისას კი მოაჭერით მცენარეს მწვანე ტოტი და ფხვიერ სუბსტრატში - ქვიშაში, ტორფში ან პერლიტში დააფესვიანეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?