სტრელიცია - „სამოთხის ჩიტი“ ქოთანში

მებაღის რჩევები

30 დეკემბერი 12:00, 2015 წელი

სტრელიცია მთელ მსოფლიოში პოპულარული დეკორატიული მცენარეა, რომლის ულამაზესი ყვავილები ფორმითა და შეფერილობით ტროპიკულ ჩიტებს მოგვაგონებს. სწორედ ამიტომ ამ მცენარეს „სამოთხის ჩიტს“ უწოდებენ.


სტრელიცია (ლათ. Strelitzia)
- სტრელიციასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლოვანი მცენარეა, რომელშიც მხოლოდ ხუთი სახეობა - თეთრი სტრელიცია (ლათ. Strelitzia alba), მთის სტრელიცია (ლათ. Strelitzia caudate), აფრიკული უდაბნოს ბანანი (ლათ. Strelitzia juncea), ნიკოლაის სტრელიცია (ლათ. Strelitzia nicolai) და სამეფო სტრელიციაა (ლათ. Strelitzia reginae), ანუ წვრილფოთოლა სტრელიციაა გაერთიანებული. ამათგან ყველაზე დიდი ზომისაა ნიკოლაის სტრელიცია, რომელიც სიმაღლით 10 მ-მდე არწევს, ხოლო დანარჩენი სახეობები შედარებით პატარა ზომისაა და 1-2 და 3,5 მ-ს არ აღემატება. საოთახო მემცენარეობაში ყველაზე გავრცელებულია სამეფო სტრელიცია, რომელსაც მეორენაირად „სამოთხის ჩიტს“ უწოდებენ. ეს სახელწოდება ულამაზესი ყვავილების ფორმასა და შეფერილობას მართლაც რომ სავსებით შეესაბამება.
სტრელიცია მთელ მსოფლიოში პოპულარულია, თუმცა მას განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ლოს-ანჯელესში ზრდიან და ამ ქალაქის სიმბოლოსაც კი წარმოადგენს.
სტრელიცია ძირითადად გაზაფხულობით (თებერვალ-მარტში) ყვავის და მისი ყვავილობა 1-1,5 თვე გრძელდება. თუმცა, სწორი მოვლის პირობებში, შესაძლოა, მცენარე ოქტომბერ-ნოემბერშიც აყვავდეს.


 


განათება
სტრელიცია ნათელ და მზიან ადგილას უნდა მოათავსოთ, მხოლოდ ისე, რომ მზის პირდაპირი სხივები არ ხვდებოდეს.
ზაფხულობით მცენარე სუფთა ჰაერზე - ბაღში, ან აივანზე გაიტანეთ, ეს მომავალში მის უხვ ყვავილობას შეუწყობს ხელს. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, მაშინ ოთახი, სადაც სტრელიცია დგას, ხშირ-ხშირად გაანიავეთ.


ტემპერატურა
სტრელიცია სითბოს მოყვარული მცენარეა, თუმცა ზამთარში შედარებით გრილად გამოზამთრებას ამჯობინებს. ამიტომ ეცადეთ, ოთახის ტემპერატურა ზაფხულში 22-25 გრადუსი იყოს, ზამთარში კი - 14-16 გრადუსი.
ზაფხულობით სასარგებლოა დღისა და ღამის ტემპერატურის მონაცვლეობა, რასაც თავისთავად დაარეგულირებს მცენარის სუფთა ჰაერზე - აივანზე ან ბაღში გატანა.


 


ჰაერის ტენიანობა
სტრელიციასთვის ჰაერის მაღალი ტენიანობა აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუმცა კარგი იქნება, თუ ხანდახან ფოთლებზე წყალს შეასხურებთ.
ამით მცენარეს სუნთქვაშიც დაეხმარებით და მტვრისგანაც გაწმენდთ.


 


მორწყვა
ზაფხულობით სტრელიცია ხშირად მორწყეთ ისე, რომ მიწა სულ მუდამ ნოტიო ჰქონდეს.
შემოდგომის ბოლოდან მორწყვა ეტაპობრივად შეამცირეთ, მით უმეტეს, თუ მცენარეს გრილ ოთახში აზამთრებთ. თუმცა ყურადღებით იყავით, რომ მიწა ძალიანაც არ გამოშრეს.
მოსარწყავად აუცილებლად გადადუღებული, ოთახის ტემპერატურის წყალი გამოიყენეთ.


 


ნიადაგი და გადარგვა
ახალგაზრდა მცენარე ყოველწლიურად უნდა გადარგოთ, ზრდასრული ეგზემპლარები კი გადარგვას მხოლოდ 2-3 წელიწადში 1-ხელ საჭიროებს.
გადარგვა დიდი სიფრთხილით მოახდინეთ, რადგან შეიძლება შემთხვევით მცენარის ნაზი ფესვები დააზიანოთ. თუ ეს მაინც მოხდა, დაზიანებული ადგილი ხის ნახშირით დაამუშავეთ და მცენარე მხოლოდ ამის შემდეგ გადარგეთ.
ნიადაგი შემდეგი შემადგენლობისა მოამზადეთ:
თანაბარი რაოდენობის კორდის მიწა, გადამწვარი ნაკელი და ფოთლოვანი მიწა ერთმანეთში გადაურიეთ. მეტი ფხვიერებისთვის სუბსტრატში ცოტაოდენი ქვიშა დაამატეთ.
ქოთნის ფსკერზე კარგი დრენაჟისთვის კენჭების მოთავსებაც ნუ დაგავიწყდებათ.



განოყიერება
სტრელიცია თვეში 3-ჯერ, ორგანული და მინერალური სასუქების მონაცვლეობით გაანოყიერეთ.
მცენარე განოყიერებას მხოლოდ მოსვენების პერიოდში აღარ საჭიროებს.


 


გამრავლება
სტრელიცია შეგიძლიათ, ბუჩქის გაყოფით ან თესლით გაამრავლოთ.
ბუჩქის გაყოფა ძველი მცენარის გადარგვისას უნდა მოახდინოთ.
თესლით გამრავლებისთვის: უნდა მოაგროვოთ ზრდასრული (7-8 წლის) მცენარის თესლი და ფოთლოვანი მიწისა და ტორფის ნაზავში ჩათესოთ. თუმცა სტრელიციას თესლით გამრავლება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და ის რამდენიმე თვიდან ერთ წლამდე მიმდინარეობს.


 


ყვავილობა
როგორც წესი, სტრელიცია ყვავილობას 4-5 წლის ასაკში იწყებს, მაგრამ ზოგჯერ სხვადასხვა მიზეზთა გამო ყვავილობა გვიანდება.
ასეთ დროს საჭიროა, მცენარეს ტემპერატურული სტრესი მოუწყოთ: ქოთანი ზამთარში ან ადრიან გაზაფხულზე დახურულ აივანზე ან ვერანდაზე გაიტანოთ (სადაც ჰაერის ტემპერატურა მხოლოდ 10-12 გრადუსი იქნება), მცირე ხნის შემდეგ კი კვლავ ოთახში დააბრუნოთ და კარგად განათებულ ადგილზე მოათავსოთ. ამ პროცედურის შემდეგ, მცენარე მალე აყვავდება და ყვავილობაც შედარებით ხანგრძლივი ექნება.


 


დაავადებები
არასწორი მოვლის პირობებში სტრელიცია შესაძლოა, სხვადასხვა მავნებლებით დაავადდეს.
ასეთ დროს საჭიროა მცენარის ინსექტო-აკარიციდით შეწამვლა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?