ანიგოზანტოსი, ანუ „კენგურუს თათი“ - ორიგინალური ავსტრალიური მცენარე

მებაღის რჩევები

27 იანვარი 12:00, 2016 წელი

ანიგოზანტოსი საოთახო მემცენარეობაში ახლახან გავრცელებული მცენარეა, რომელსაც უცნაური ფორმის გამო მეორენაირად „კენგურუს თათს“ ეძახიან. როგორ უნდა მოვუაროთ ამ მცენარეს ჩვენი ქვეყნის პირობებში და რომელი სახეობები გამოგვადგება ოთახის პირობებში გამოსაზრდელად?!

ანიგოზანტოსი (ლათ. Anigozanthos) – მარადმწვანე მრავალწლოვანი მცენარე, რომელიც 13-მდე სახეობას აერთიანებს და, ძირითადად, სამხრეთ ავსტრალიაშია გავრცელებული.
ველურ ბუნებაში ანიგოზანტოსი სიმაღლით 2-2,5 მ-ს აღწევს, ოთახის პირობებში კი გაცილებით დაბალი (1-1,5 მ) იზრდება, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ - როცა მცენარე 1,5 მ-ს გადააჭარბებს, უმჯობესია, ეზოში გადარგოთ.
ბოლო დროს გამოჩნდა ანიგოზანტოსის ჯუჯა ჰიბრიდებიც, რომლებიც სიმაღლეში მხოლოდ 25-50 სმ-ს თუ აღწევს. ასეთი სახეობები ძალიან ნელა იზრდება და თავისუფლად შეგიძლიათ, ოთახის პირობებში გამოზარდოთ.
ანიგოზანტოსის სახეობებს ლანცეტისებური ან ქამრისებური ფოთლები აქვს, რომელთა შეფერილობა ღია ან მუქი მწვანეა და წვრილ ტოტებზე როზეტისებურადაა შეკრული.
ანიგოზანტოსის ყვავილები, ძირითადად, ყვითელი, ვარდისფერი ან მწვანეა. თუმცა არცთუ იშვიათად გვხვდება მცენარის ჭრელყვავილიანი (წითელ-მწვანე, იასამნისფერ-მწვანე, ყვითელ-ფორთოხლისფერი და შავ-წითელი) სახეობებიც.
რაც შეეხება ანიგოზანტოსის ყვავილების ფორმას, ის მცენარის სამშობლოში (ავსტრალიაში) გავრცელებული ჩანთოსანი ცხოველის - კენგურუს თათს მოგვაგონებს და სწორედ ამის გამო „კენგურუს თათსაც“ ეძახიან.

განათება
ანიგოზანტოსს მკვეთრი შუქი უყვარს, ამიტომ ოთახის ყველაზე განათებულ ფანჯარასთან მოათავსეთ.
ზაფხულობით სუფთა ჰაერზე - ეზოში ან აივანზე გაიტანეთ და მზიან ადგილას დადგით, რადგან ჩრდილში თანდათან უფერულდება და ყვავილობას წყვეტს.

ტემპერატურა
ანიგოზანტოსი სიცხეს ადვილად იტანს, ასევე, ადვილად შეუძლია მცირედი სიცივის ატანაც.
თუმცა, სასურველი ტემპერატურა ზაფხულში 20-22 გრადუსს უნდა აღწევდეს, ზამთარში კი შეგიძლიათ, 10-14 გრადუსზე გამოაზამთროთ.

ჰაერის ტენიანობა
ანიგოზანტოსი ჰაერის დაბალ ტენიანობაზეც კარგად ძლებს.
ამიტომ შეგიძლიათ, მშრალ ოთახში იყოლიოთ, ზამთარში კი გამათბობლით გამთბარ ოთახში გამოაზამთროთ.

მორწყვა
ზაფხულობით მცენარე უხვად მორწყეთ, მხოლოდ ისე, რომ ფესვებში წყალი არ ჩაუდგეს.
მორწყვის დროს, ეცადეთ, წყალი ფოთლებზე არ მოახვედროთ.

გადარგვა
ახალგაზრდა (4 წლამდე) ანიგოზანტოსი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარგეთ, როცა ქოთანი ფესვებით გადაევსება. ზრდასრულ მცენარეს კი გადარგვა ყოველ 2-3 წელიწადში 1-ხელ სჭირდება.

ნიადაგი
უმჯობესია, ანიგოზანტოსისთვის ტორფის, ქვიშისა და ფოთლოვანი მიწის ნაზავი გამოიყენოთ.
კარგი იქნება ამგვარ სუბსტრატში დამატებით დაქუცმაცებული მუხის ქერქიც გადაურიოთ.
აუცილებელია ქოთნის ფსკერზე მსხვილი კენჭებით ან კერამზიტის ნატეხებით კარგი დრენაჟიც მოაწყოთ.

განოყიერება
აქტიური ზრდის პერიოდში ანიგოზანტოსი ყვავილოვანი მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე სასუქით უნდა გაანოყიეროთ. ზამთარში კი მცენარე განოყიერებას საერთოდ  არ საჭიროებს.


გამრავლება
ანიგოზანტოსი თესლით ან ბუჩქის დაყოფით მრავლდება.
თესლი უმჯობესია, მოგროვებისთანავე ჩათესოთ, თუმცა შეგიძლიათ, რამდენიმე წელიც შეინახოთ.



მოგროვებული თესლი წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ტორფისა და ქვიშის ნაზავში ჩათესოთ. ნათესი ოთახის ტემპერატურაზე უნდა მოათავსოთ.
როგორც კი ნათესიდან ყლორტები ამოიწვერება, ისინი უნდა დააცალკევოთ, პატარა ქოთნებში გადაიტანოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.
რაც შეეხება ბუჩქის დაყოფით გამრავლებას, ამისთვის საჭიროა:
ძველი მცენარე ყვავილობის დასრულებისთანავე (გაზაფხულზე ან შემოდგომაზე) გაყოთ, ძველი ფოთლები მოაცალოთ და ახალ ქოთანში გადაიტანოთ.

დაავადებები
არასწორი მოვლის პირობებში ანიგოზანტოსი შესაძლოა, სხვადასხვა მავნებლებით დაავადდეს.
ასეთ დროს, მცენარეს ფოთლები ჯერ სველი ნაჭრით გაუწმინდეთ, შემდეგ კი კარბოფოსის ხსნარით შეწამლეთ. კარგი იქნება, თუ მცენარის ფოთლებს საპნიანი წყლითაც დაამუშავებთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?