დეკორატიული წიწაკა - სანელებელი, რომელიც შეგიძლიათ, ქოთანში გამოზარდოთ

მებაღის რჩევები

24 თებერვალი 12:00, 2016 წელი

დეკორატიული წიწაკა, იგივე კაპსიკუმი, პოპულარული მცენარეა, რომელსაც, დეკორატიული დანიშნულების გარდა, სხვა ფუნქციაც აქვს - დიასახლისებს ამ წიწაკით კერძის შეზავება შეუძლიათ, მით უმეტეს, რომ ჩვეულებრივ წიწაკაზე გაცილებით ეგზოტიკური გემო აქვს.

კაპსიკუმი (ლათ. Capsicum) ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი ერთ ან მრავალწლიანი, ბუჩქოვანი ან ნახევრად ბუჩქოვანი მცენარეა. მისი სამშობლოა მექსიკისა და გვატემალის სუბტროპიკული რაიონები.
კაპსიკუმის სახეობები არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგვერიოს წიწაკის იმ სახეობებში, რომლებიც არა ძაღლყურძენასებრთა, არამედ წიწაკისებრთა ოჯახს მიეკუთვნებიან, რადგან მათ შორის ერთადერთი მსგავსება მხოლოდ სახელწოდებაა (სხვა მხრივ, ისინი სრულებით განსხვავდებიან).
კაპსიკუმს მარტივი მოგრძო ან მოკლეყუნწიანი ფოთლები აქვს, ხოლო ყვავილები პატარა ზომის, ნაზი, თეთრი, მოყვითალო ან იასამნისფერი.
კაპსიკუმის მთავარ ღირსებას წარმოადგენს მოგრძო ფორმის ნაყოფი, რომელიც უპირატესად კაშკაშა წითელი შეფერილობისაა, თუმცა არსებობს სახეობები ყვითელი, ფორთოხლისფერი, მწვანე, თეთრი და მოიასამნისფრო ნაყოფით.
ყველაზე ფართოდ გავრცელებულია კაპსიკუმის შემდეგი სახეობები - კაპსიკუმი ანუუმი (ლათ. Capsicum annuum), ბუჩქისებრი კაპსიკუმი (ლათ. Capsicum frutescens), უხვნაყოფიანი კაპსიკუმი (ლათ. Capsicum baccatum) და ჩინური კაპსიკუმი ( ლათ. Capsicum chinense).

განათება და ტემპერატურა
კაპსიკუმი უპირატესობას მკვეთრ და გაფანტულ შუქს ანიჭებს, ამიტომ ოთახის ყველაზე განათებულ ფანჯარასთან მოათავსეთ, მხოლოდ შუადღისას მზის პირდაპირი სხივები თხელი ფარდით მოუჩრდილეთ. 
ზაფხულობით შეგიძლიათ, სუფთა ჰაერზეც გაიტანოთ, მაგრამ აუცილებლად - ნახევრად ჩრდილში დადგით.
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მცენარე განსაკუთრებით ინტენსიურ განათებას საჭიროებს, რადგან სინათლის ნაკლებობისას ღეროები უწვრილდება და დეკორატიულობას კარგავს. ამიტომ კარგი იქნება, თუ მცენარეს დამატებით ხელოვნურ განათებას მოუწყობთ.
კაპსიკუმი წლის ნებისმიერ დროს ზომიერ ტემპერატურას (20-25 გრადუსი) საჭიროებს. გარდა ამისა, ოთახი, სადაც მცენარე დგას, რეგულარულად უნდა გაანიავოთ.
იმ შემთხვევაში, თუ ზამთარში არ შეგიძლიათ მცენარის ინტენსიური განათებით უზრუნველყოფა, უმჯობესია, შედარებით დაბალ ტემპერატურაზე (დაახლოებით 15-17 გრადუსზე) გამოაზამთროთ.

ჰაერის ტენიანობა
კაპსიკუმი ჰაერის მაღალ ტენიანობას საჭიროებს, ამიტომ ფოთლებზე წყალი ყოველდღე უნდა შეასხუროთ. კარგი იქნება, ტენიანობის ხელოვნურად ასამაღლებლად ქოთანი სველი კერამზიტით სავსე სადგამზე მოათავსოთ.

მორწყვა
გაზაფხულსა და ზაფხულში კაპსიკუმი უხვად უნდა მორწყათ - მიწის ზედა ფენის გამოშრობისთანავე. შემოდგომიდან მორწყვა უნდა გააიშვიათოთ, ხოლო ზამთარში მხოლოდ კვირაში 1-ხელ მორწყათ.
მოსარწყავად ყოველთვის რბილი, ოთახის ტემპერატურის წყალი გამოიყენეთ.

განოყიერება
მარტიდან სექტემბრამდე კაპსიკუმი ორ კვირაში 1-ხელ რომელიმე კომპლექსური სასუქით გაანოყიერეთ. ზამთარში მცენარე განოყიერებას არ საჭიროებს, თუმცა, თუ ხელოვნური განათების პირობებში ამყოფებთ, კარგი იქნება, 3 კვირაში 1-ხელ სასუქი მაინც მისცეთ.

გასხვლა
ინტენსიური ზრდისთვის კაპსიკუმი პერიოდულად უნდა გასხლათ, რაც რთული სულაც არ გახლავთ და მხოლოდ ტოტების 1/3-ით დამოკლებას გულისხმობს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, თქვენმა მცენარემ უხვი ნაყოფი მოისხას, ნაყოფის კვირტში გამოჩენისთანავე ტოტები 1-2 სმ-ით უნდა დაუმოკლოთ.

გადარგვა
კაპსიკუმი გადარგვას ცუდად იტანს, ამიტომ საჭიროა, მცენარე ახალ ქოთანში მიწიანად გადაიტანოთ.
ეს ყოველწლიურად, გაზაფხულზე უნდა გააკეთოთ.
რაც შეეხება ნიადაგის შემადგენლობას, ის საკმარისად ნოყიერი რომ იყოს, კორდის მიწის, ფოთლოვანი მიწის, ტორფისა და ქვიშისგან უნდა მოამზადოთ (1/1/1/0,25).

გამრავლება
კაპსიკუმს ამრავლებენ თესლითა და კალმით.
თესლით გასამრავლებლად საჭიროა: კაპსიკუმის თესლი ჯერ მარგანცოვკის სუსტ ხსნარში მოათავსოთ (1 საათით), შემდეგ კი ტორფისა და ქვიშის ნაზავში დათესოთ. ნათესი 22- 25 გრადუს ტემპერატურაზე უნდა მოათავსოთ, დროდადრო გაანიავოთ და ოთახის ტემპერატურის წყალი მოასხუროთ.
რაც შეეხება კალმით გამრავლებას, ამისთვის იდეალური დროა გაზაფხული-ზაფხული. ამ პერიოდში მცენარეს უნდა მოაჭრათ კალამი და პირდაპირ მიწაში დააფესვიანოთ. დაფესვიანების შემდეგ კალამი ცოტათი უნდა დაამოკლოთ (გადაჭრათ) და ახალი ტოტების გამოღებას დაელოდოთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?