კალიბრახოა - ხანგრძლივად მოყვავილე „მილიონობით ზანზალაკი“ თქვენს ოთახში!

მებაღის რჩევები

2 მარტი 14:00, 2016 წელი

კალიბრახოა ხანგრძლივად მოყვავილე ამპელური მცენარეა, რომელიც ხშირად პეტუნიაში ერევათ, თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ეს ორი მცენარე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება როგორც ფორმით, ისე მოვლისა და გამრავლების წესებით.


კალიბრახოა (ლათ. Calibrachoa)
 ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი მრავალწლოვანი ამპელური მცენარეა, რომელიც ადრე პეტუნიების ერთ-ერთ წარმომადგენლად ითვლებოდა, მაგრამ 1990 წელს საბოლოოდ დადასტურდა, რომ კალიბრახოა სულ სხვა მცენარეა და პეტუნიასგან განსხვავდება დნკ-ს სტრუქტურით (პეტუნიას 14 ქრომოსომა აქვს, კალიბრახოას კი - 18). აქედან გამომდინარე, კალიბრახოას ხშირად მოიხსენიებენ „ამპელური პეტუნიას“ სახელწოდებით, ხოლო უხვი ყვავილობის გამო ხალხმა მას „მილიონობით ზანზალაკი“ შეარქვა. 
კალიბრახოას ყვავილები ზომით 2,5-3 სმ-ს არ აღემატება, მაგრამ მათი ზომა სრულებით კომპენსირდება ყვავილობის რაოდენობით და კალიბრახოა სხვა ამპელური მცენარეებისგან სწორედ უხვი ყვავილობითაა გამორჩეული.
კალიბრახოას ყვავილების „მშობლიური“ ფერი იისფერია, მაგრამ კოლექციონერებმა გამოიყვანეს სახეობები - თეთრი, წითელი, ვარდისფერი, ცისფერი, ყვითელი და ყავისფერი ყვავილებით. მიუხედავად ყვავილის შეფერილობისა, მისი „ყელი“ ყოველთვის განსხვავებულია და როგორც წესი, ყვითელია ან ყავისფერი.
კალიბრახოა პოპულარულია როგორც საოთახო მემცენარეობაში, ისე აივნებისა და ტერასების გასალამაზებლად, რადგან განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება საკიდ კალათებში.


განათება

კალიბრახოას ბევრი შუქი სჭირდება, აქედან გამომდინარე, ყველაზე კარგად ხარობს მზიან აივნებსა და ტერასებზე, ოთახის პირობებში კი მისი მოთავსება სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფანჯარაზეა რეკომენდებული. თუმცა მცენარეს არც ზედმეტად აგრესიული შუადღის მზე უხდება (იწვება), ამიტომ შუადღისას აუცილებლად მოუჩრდილეთ, ან ცოტა ხნით გადაიტანეთ ნახევრად ჩრდილში.



ტემპერატურა
კალიბრახოა სითბოს მოყვარული მცენარეა. გაზაფხულსა და ზაფხულში 22-24 გრადუსი სითბო სჭირდება, ზამთარში კი პირიქით - გრილ და ნათელ ადგილას (დაახლოებით 10 გრადუს ტემპერატურაზე) დადგით.

ჰაერის ტენიანობა
კალიბრახოა მშრალ ჰაერზეც კარგად ძლებს, თუმცა ტენიანობის ხელოვნურად ამაღლება არ აწყენს და კარგი იქნება, დროდადრო ფოთლებზე ოთახის ტემპერატურის წყალი შეასხუროთ. მიუხედავად ამისა, თუ კალიბრახოას აივანზე ახარებთ, ეცადეთ წვიმა არ მოხვდეს და წვიმის დროს ქოთანი აუცილებლად სახლში შეიტანეთ.

მორწყვა
კალიბრახოა უხვად უნდა მორწყათ, ზედმეტად ცხელი ზაფხულის პირობებში კი შესაძლოა, მორწყვა დღეში 2-3-ჯერაც კი გახდეს საჭირო.

ნიადაგი
კალიბრახოას ფხვიერი და ნოყიერი მიწა სჭირდება, რომელიც შეგიძლიათ, მოამზადოთ კორდის მიწის, ფოთლოვანი მიწის, ტორფისა და წვრილი ქვიშის შეზავებით. კარგი იქნება, თუ მეტი ნოყიერებისთვის სუბსტრატში ცოტაოდენ გადამწვარ ნაკელსაც გადაურევთ.


განოყიერება
ვეგეტაციის პერიოდში კალიბრახოა გაძლიერებულ „კვებას“ საჭიროებს, ამიტომ სასუქი ყოველკვირეულად უნდა მისცეთ. დარგვისას განსაკუთრებით სასარგებლოა აზოტის საფუძველზე დამზადებული, ხოლო გაკვირტვისა და ყვავილობის დროს - ფოსფორისა და კალიუმის შემცველი სასუქები.

გასხვლა
შუა ზაფხულში, როცა მცენარე მოსუსტდება, კარგი იქნება, თუ ტოტებს სანახევროდ დაუმოკლებთ. საქმე ისაა, რომ ეს მარტივი პროცედურა შემდგომში მცენარის უკეთ განვითარებასა და უხვ ყვავილობას ასტიმულირებს.

გამრავლება
კალიბრახოას, ძირითადად,  კენწეროს კალმითა და თესლით ამრავლებენ.
კალმით გასამრავლებლად საჭიროა: მოაჭრათ მცენარეს 4-6-ფოთლიანი კენწეროს კალამი, დაუტოვოთ მხოლოდ ორი ზემოთა ფოთოლი, რომელსაც, თავის მხრივ, სანახევროდ მაკრატლით შეამოკლებთ და ¼ სიღრმეზე ჩარგავთ. ამის შემდეგ დასაფესვიანებელ კალამს უნდა დააფაროთ შუშის ქილა და ნათელ ადგილას, 21-24 გრადუს ტემპერატურაზე მოათავსოთ. ასეთი წესით, კალიბრახოას კალამი დაახლოებით 2-3 კვირაში დაფესვიანდება, ხოლო როცა ფესვების სიგრძე 1-1,5 სმ-ს მიაღწევს, ის ცალკე ქოთანში უნდა გადარგოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.
რაც შეეხება მცენარის თესლით გამრავლებას, ამისთვის საჭიროა: აიღოთ ე.წ. ტორფის აბი, დაალბოთ ცოტაოდენ მდუღარე წყალში და დაელოდოთ, სანამ მთლიანად არ გაცივდება. ამის შემდეგ, ტორფის ზედაპირზე უნდა მოათავსოთ კალიბრახოას თესლი და ეს ყველაფერი 16 საათით, წინასწარ მომზადებულ მინისათბურში, ხელოვნურ განათებასთან დადოთ (ღამღამობით ხელოვნური განათება უნდა გათიშოთ). ნათესი დროდადრო მარგანცოვკიანი წყლით (სუსტი ხსნარით) უნდა მორწყოთ. დაახლოებით 5 დღეში თესლიდან პირველი ყლორტი ამოიწვერება, რის შემდეგაც მინისათბური უნდა მოაშოროთ (რათა ახალი მცენარე ოთახის მშრალ ჰაერს ადვილად მიეჩვიოს), კიდევ 5-7 დღეში კი ახალი მცენარე ტორფიანად ჩვეულებრივი მიწით სავსე ქოთანში გადაიტანოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?